მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მოწყალებას, რომელსაც ღატაკებს ვურიგებთ, თავად უფალი იესო ქრისტე მიითვლის და ამის გამო სამმაგად გვიწყალობებს

მოწყალებას, რომელსაც ღატაკებს ვურიგებთ, თავად უფალი იესო ქრისტე მიითვლის და ამის გამო სამმაგად გვიწყალობებს


31-08-2014, 00:01

მოწყალებას, რომელსაც ღატაკებს ვურიგებთ, თავად უფალი იესო ქრისტე მიითვლის და ამის გამო სამმაგად გვიწყალობებს

 

სიტყვა მოწყალების შესახებ: გაიღე ღარიბთათვის მოწყალება და უფალი სამმაგად გადაგიხდის

 

   წმინდა ბასილი დიდი მოწყალების შესახებ საუბრისას ბრძანებს: „გაღებული წყალობა უკან გვიბრუნდება. თუკი მდიდარმა დამშეული დააპურა, საკუთარ თავს არგო; რასაც გასცემთ, ყველაფერს უდა-ნაკარგოდ დაიბრუნებთ. დიდებული საქმეა გულმოწყალება, ვინაი-დან მას თავად უფალი მიითვლის. ზეცაში მყოფი უფალი მიწაზე მჯდარი ღატაკის ხელით შენგან მოწყალებას იღებს.

   გულმოწყალების შესახებ ყოველთა მასწავლებელი, წმინდა იოანე ოქროპირი ასე გვასწავლის: „დიდებული ქმნილებაა ადამიანი და ძვირფასი-გულმოწყალე ადამიანი. დიდი მადლია, თუ გარდაცვ-ლილს მიაგებ პატივს, ვინაიდან შენ აქ ქრისტესთვის აღასრულებ მოწყალებას, ის კი იქედან შეგეწევა". გვასწავლიან თუ არა ჭეშმა-რიტებას წმინდა მამები? მართალია თუ არა, რომ როდესაც რაიმეს ვაძლევთ ღატაკებს, ჩვენ საკუთარ თავისთვის ვზრუნავთ და რო-დესაც რაიმეს გავცემთ-უდანაკარგოდ გვიბრუნდება უკან?

   იერუსალიმში ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად სოზომენე. ერთ-ხელ, ქალაქში სეირნობის დროს შეხვდა ღატაკი, შეებრალა იგი, გაიხადა კვართი, მისცა და გზა განაგრძო. ღამით, როდესაც სოზო-მენემ ჩათვლიმა, საკუთარი თავი ერთ მშვენიერ სახლში იხილა, რომელიც დიდებული ნათლით იყო აღვსილი. სახლის ირგვლივ იყო მშვენიერი ბაღი, კეთილი ნაყოფით დახუნძლული. ხეებს ტოტები ნაყოფის სიმძიმისაგან ჰქონდა დახრილი. სხვადასხვა ფერის ჩიტები ტოტებზე ისხდნენ და იქაურობას მშვენიერი გალობით ატკბობდნენ. ეს ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი გაგონება დედამიწიდან ზეცაში შეიძლებოდა. მსუბუქი ქარი ხეებს არხევდა. როდესაც სოზომენე ამ ყველაფერს ჭვრეტდა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა:

   -გამომყევი!

   სოზომენე გაჰყვა და მივიდნენ ერთ მოოქროვილ სვეტთან, სადაც კარი დაინახეს, რომელიც მშვენიერი პალატებისაკენ მიუძღვოდათ; ყველაფერი ძვირფასი ქვებით იყო შემკული. ერთ-ერთი პალატიდან ოთხი ანგელოზი გამოვიდა, ისინი მზესავით ანათებდნენ და ყოველ მათგანს ხელში სკივრი ეჭირა. ანგელოზები მიუახლოვდნენ სოზო-მენს და მის წინ სკივრები დაალაგეს. ამ დროს გამოვიდა ერთი მშვენიერი კაცი და ანგელოზებს მიმართა:

   -აჩვენეთ ამ ადამიანს, თუ რა სიკეთე მოუტანა ღატაკისთვის მიცე-მულმა სამოსმა.

   ანგელოზებმა გააღეს ერთი სკივრი, იქიდან უძვირფასესი ტანსაც-მელი ამოალაგეს და უთხრეს:

   -უფალო სოზომენე, მოგწონს თუ არა ეს ტანსაცმელი?

   მან უპასუხა:

   -მე მისი შეხედვის ღირსიც არ ვარ.

   სოზომენს კვლავ აჩვენეს უამრავი ძვირფასი ტანსაცმელი, დაახლო-ებით ათასი ცალი და კვლავ უთხრეს:

   -ღარიბს ვინც აძლევს, სამმაგად მიიღებს და სასუფეველს დაიმკ-ვიდრებს.

   და უთხრა ანგელოზების მბრძანებელმა სოზომენს:

   -აი, რაოდენი სიკეთე და რამდენი სამოსი მოგიმზადე შენ, სოზო-მენ, რომელმაც შემმოსე, როცა შიშველი ვიყავი. ახლა წადი და სამ-მაგად მოგეზღვება.

   სოზომენემ შიშითა და სიხარულით შესძახა:

   -უფალო ჩემო, ნუთუ ასეთი დიდებული საჩუქარი ელით მათ, ვინც მოწყალებას გაიღებენ?

   -დიახ, ყოველი მათგანი, ვინც მოწყალებას გაიღებს, სამმაგად და-საჩუქრდება და სამუდამო განსასვენებელს დაიმკვიდრებს; და კვლავაც გეტყვი: ნუ იდარდებ გაცემული მოწყალების გამო, ნუ გააწბილებ ღატაკს, რათა არ წაგერთვას ეს ჯილდო.

   ამის გამგონე სოზომენს გაეღვიძა და უკვირდა ასეთი საოცარი ხი-ლვის ღირსი რომ გახადა ღმერთმა. წამოდგა საწოლიდან და თქვა:

   -თუკი ასე მითხრა უფალმა, მე სხვა სამოსსაც გავიხდი და გლახაკს ვუწყალობებ.

   მეორე ღამეს ხილვა განმეორდა. ამის შემდეგ სოზომენმა ღატაკებს მთელი თავისი ქონება დაურიგა, დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება და ბერად აღიკვეცა.

   ამრიგად, უეჭველად მართალს ამბობენ წმინდა მამები, რომ რო-დესაც ჩვენ ღატაკებს რაიმეს ვუწყალობებთ, საკუთარი თავისთვის ვზრუნავთ და გაცემული-სარგებლით დაგვიბრუნდება უკან. სხვანა-ირად არც შეიძლება მოხდეს, ვინაიდან როდესაც ღატაკს რაიმეს ვუწყალობებთ, ამას თავად უფალ ღმერთს ვუძღვნით. განა შეიძლება, დაგვეკარგოს რაიმე მის წინაშე? ისმინეთ, რას ამბობს უფლის სახე-ლით ნეტარი ავგუსტინე: „თუკი რამეს მიუძღვნი უფალს, უკან დაგი-ბრუნდება, მიწას დათმობ-ზეცას მოიპოვებ, დროებითს დატოვებ-მუდმივს მოიპოვებ, პურს გასცემ-პურს მიიღებ, ოღონდ ზეციურსა და მარადიულს, სტუმარს თუ უმასპინძლებ, სახლს მიიღებ, ავადმყოფს მოინახულებ-ცხონდები, ტუსაღებს თუ ესტუმრები-თავისუფლებას მიიღებ; ამიტომ, თუკი იქნებით მოწყალენი, გჯეროდეთ, რომ თავად უფალი მოგიზღავთ მაგიერ სიკეთეს, რომ თქვენს მიერ გაღებული მადლი არ დაიკარგება, ყველაფერი წაგადგებათ უფლის სამსჯავ-როზე, ყველა სიკეთე სამმაგად დაგიბრუნდებათ და საუკუნო განსას-ვენებელს დაიმკვიდრებთ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება