მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > მორწმუნეთა ნეტარება სხვაგასხვაგვარი შეიძლება იყოს

მორწმუნეთა ნეტარება სხვაგასხვაგვარი შეიძლება იყოს


28-08-2014, 00:01

მორწმუნეთა ნეტარება სხვაგასხვაგვარი შეიძლება იყოს

 

 

 

სამოძღვრო სწავლებიდან

 

   ღვთისმოსავთა ნეტარებას სხვადასხვა ხარისხი აქვს. ამას თავად უფლის სიტყვა, წმინდა მამები და მათი ცხოვრებისეული მაგალი-თები ამტკიცებს. მოციქული ამბობს: (1 კორ. 3,8); რომელმან სთე-სოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს (2 კორ. 9,6). სხუაჲ დი-დებაჲ არს მზისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ; რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დი-დებითა, ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ: დაეთესვის ხრწნი-ლებით და აღდგების უხრწნელებით (1 კორ. 15, 41-42). წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „უფალმა სხვადასხვა ადგილს განსხვავებული სახელები იმიტომ კი არ მისცა, რომ განსხვავებული იყო ერთმანეთი-საგან, იმიტომ რომ მადლის ნაყოფი გახლდათ სხვადასხვა. ყოველი მათგანი გაშუქებულია გონების მზით და განსხვავებულ სიხარულს გვანიჭებს". თავად მაგალითები გვიმტკიცებენ ამას.

   ერთ დიდებულ ხუცესს ჰყავდა ორი არცთუ ისე მორჩილი მოწაფე. ვინაიდან ისინი ხშირად აწუხებდნენ მას, მათი მიტოვება გადა-წყვიტა, ერთ-ერთ მონასტერში წავიდა და იქაურებს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ახალმოღვაწე მწირი იყო. მონასტერში მან სამი კვირა გაატარა, იქ არაფერს აკეთებდა თავისი ნებით და რასაც უბრძანებდნენ, ყველაფერს მორჩილად ასრულებდა. სამი კვირის შემდეგ მან დაინახა მასთან მომავალი თეთრსამოსიანი კაცი, რო-მელსაც ხელში ორი ჭურჭელი ეჭირა, ერთი ზეთით იყო სავსე, მეორე კი ცარიელი. გამოცხადებულმა ხუცესს ცარიელი ჭურჭელი გაუწოდა და ცოტა ზეთი გადაუსხა. ბერმა სთხოვა:

   -მომეცი სავსე ჭურჭელი.

   -არა, ამის გაკეთება არ შემიძლია, რამდენიც იშრომე იმდენი გადმო-გისხი.

   მაშინ ბერმა თქვა:

  -თუკი ცოტა სიკეთე აღასრულა კაცმა, უფლისაგან ცოტა მიეცემა, ჩვენ ყველაფერს მივიღებთ დამსახურებისამებრ და სამართლიანად.

   ამრიგად, ღვთისმოსავთათვის სხვადასხვა ხარისხის ნეტარება იქ-ნება. მაგრამ არის თუ არა ამაში რაიმე სწავლება? რა თქმა უნდა, არის! სახელდობრ ის, რომ ჩვენ უფრო და უფრო უნდა მივბაძოთ ერთ-მანეთს სიკეთის ქმნაში, რათა დამსახურებულად მივიღოთ წყალობა. იმისათვის, რომ მიწიერი სიმდიდრე მოვიხვეჭოთ, საკუთარი თავიც არ გვენანება, ოფლს ვღვრით და ხანდახან სულის ამოხდომამდე ვშრომობთ. მაშ, რატომ არ ვზრუნავთ ზეციური სიმდიდრის მოხვე-ჭაზე? პირველს ჭია ჭამს, იხრწნება, ხელშესახებია და იგი განსას-ვენებლის მიღმა გვრჩება, რადგან საიქიოს მისი წაღება არ შეგვიძლია. ეს უკანასკნელი სიმდიდრე კი მუდმივია და მარად ჩვენთან მყოფი, ხელშეუხებელია და ვერავინ წაგვართმევს. ამიტომ, მთელი სულიერი ძალებით ვიზრუნოთ იმისთვის, რომ სულიერად გავმდიდრდეთ. წმინდა გრიგოლ ნაზიანელი ამბობს: „მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი განძი, რომელსაც კეთილის ქმნით დავაგროვებთ. ამრიგად, ძმებო, თუკი გამდიდრება გსურთ, ჭეშმარიტი სიმდიდრე შეიყვარეთ, თუკი ამაღლება გსურთ, ისწრაფეთ ზეციური საუფევლისკენ; თუკი დიდე-ბის გვირგვინი გსურთ, ანგელოზებს ემსგავსეთ. ეს არის ჭეშმარიტი სიმდიდრე". ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 

 

 


 


უკან დაბრუნება