მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > რა შეიძლება ვისწავლოთ ფრინველებისგან
რა შეიძლება ვისწავლოთ ფრინველებისგან27-08-2014, 00:01 |
სამოძღვრო სწავლებიდან
27 აგვისტოს საკითხავში მოცემულია სწავლება ფრინველთა შესა-ხებ. რა სწავლებაა ეს და რაში მგომარეობს მისი არსი? საეკლესიო სიტყვა ამბობს, რომ ფრინველთა ცხოვრება უზრუნველ ცხოვრებაზე მიგვანიშნებს. აი, პირველი და კარგი მაგალითი, ვინა-იდან ამას თავად ქრისტე გვასწავლის: მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრიბენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა?(მათ. 6,26). ჩვენ არ უნდა მივეჯაჭვოთ მიწიერს, ამქვეყნიურ ყოფაში არ უნდა დავი-ნახოთ ცხოვრების ამოცანა და მიზანი, მხოლოდ იმით უნდა ვიყოთ კმაყოფილნი, რომ გვაქვს საკვები და სამოსი. ყველაფერი დანარჩენი უფალს მივანდოთ, რომელიც ჩვენთვის მოწყალე მამაა და საჭი-როების შემთხვევაში ყოველთვის გამოგვიწვდის დახმარების ხელს. არსებობენ ფრინველები, რომელთა ფრთები ისეა მოწყობილი, რომ მაღლა ფრენა არ შეუძლიათ. ასეთი ფრინველები გვასწავლიან, რომ ვიყოთ მორჩილნი და ასეთივე ხალხთან გვქონდეს ურთიერთობა. და ბოლოს, საეკლესიო სიტყვით, ფრინველთა ფრთები გვასწავლის, რომ „ქრისტიანი ყოველთვის უნდა ცხოვრობდეს ღმერთთან და ღმერთში, გონება ყოველთვის ზეცისკენ უნდა ჰქონდეს მიმართული, ყოველთვის ღვთიურს ესწრაფვოდეს. რა გვესაქმება მიწასთან? ის ჩვენთვის უცხო ქვეყანაა, ზეცაა ჩვენი სამშობლო, სადაც ჩვენი უფალია, რომელმაც ხელახლა მოგვანიჭა სიცოცხლე თავისი წმინდა სისხლით, სადაც ასეთი ნათელია, სადაც ასეთი საოცარი სილამაზეა, სადაც ასეთი ღვთიური გალობაა და რაც ასეთი მშობლიურია". ამრიგად, როგორც ხედავთ, ფრინველთაგანაც შეიძლება რაიმის სწავლა. ახლა ჩვენ უკვე ვისწავლეთ მათგან, რომ უნდა ვიყოთ ამდაგვარებთან გვქონდეს ურთიერთობა, გონებით მარად უფლისაკენ მივისწრაფვოთ, მხოლოდ მასზე და სამუდამო განსასვენებელზე ვი-ფიქროთ. თუკი ამ სწავლებას გულთან ახლოს მივიტანთ და გავი-თავისებთ, აუცილებლად მივიღებთ ხსნას. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |