მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > წინაპართა რწმენამ და ღვთისმოსაობამ ქვეყანა მრავალი განსაცდელისა და ურიცხვი მტრისაგან იხსნა
წინაპართა რწმენამ და ღვთისმოსაობამ ქვეყანა მრავალი განსაცდელისა და ურიცხვი მტრისაგან იხსნა26-08-2014, 00:01 |
26 აგვისტო, ვლადიმირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრად მიბრძანების დღე
1395 წელს, როდესაც თათართა ხანი თემურ ლენგი რუსეთის მიწაზე მოვიდა, მას სურდა ამ ქვეყანაში ქრისტიანობა აღმოეფხვრა, დაეპყრო მოსკოვი და სხვა ქალაქები და იქ თავისი მმართველობა დაემყარებინა. ამის გამგონე მთავარმა ვასილი დიდმიტრის ძემ ჯარი შეკრიბა და მოსკოვიდან კოლომნისაკენ მტრის შესახვედრად გაემ-გზავრა. თემურ ლენგი რიაზანის საბატონოში შევიდა და უკვე დონის ნაპირებს უახლოვდებოდა. ბასილი დიმიტრის ძე თავის ხალხთან ერთად ლოცვად დადგა და ღმერთს რუსეთის ხსნას ევედრებოდა. მან კარგად იცოდა, რომ თემურ ლენგის ურიცხვ ჯარს ვერ დაამარცხებდა, ამიტომ გულმხურვალედ სთხოვდა ღმერთსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს-ეხსნა მისი სამშობლო. მთავარმა მიტროპოლიტ კიპრიანეს სთხოვა, რომ ქალაქის მცხოვრებთათვის კურთხევა მიეცა-ემარხულათ და უფლის მიმართ ცრემლით ელოცათ. მან თავადაც დაიწყო მარხვა და ბრძანა, რომ ვლადიმირიდან ჩამოებრძანებინათ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც გადმოცემის მიხედვით, ლუკა მახარებლის დაწერილი იყო. ღვთისმშობლის ხატი დიდი პატივით გადმოაბრძანეს ვლადიმირიდან მოსკოვში. ხალხი ქალაქის კარიბჭესთან შეეგება მას და ცრემლებით ევედრებოდნენ გადარჩენას. ღვთისმშობელმა შეისმინა ჩვენი წინაპრების ლოცვა და თემურ ლენგი, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე გაბრუნდა მოსკოვის მიდამოებიდან, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევ-ნად მიიღეს რუსებმა. რას გვასწავლის, ძმებო, ეს ამბავი? გვასწავლის იმას, რომ მივბაძოთ ჩვენს წინაპრებს, მხურვალედ გვიყვარდეს სამშობლო, ამასთან, მტკი-ცე იყოს ჩვენი სარწმუნოება და იმედი უფლისა. ჩვენი წინაპრები მეზობლებს არ თხოვდნენ დახმარებას, მტერს სამარცხვინოდ არ ევედრებოდნენ მოწყალებას, არც საკუთარ თავზე იმედოვნებდნენ, არამედ მთელ იმედს ცხოველმყოფელ უფალზე ამყარებდნენ და შველას მას სთხოვდნენ. უფალი ყოველთვის ყურად იღებდა მათ ლოცვას და იფარავდა მტრის რისხვისაგან. მაშ, მივბაძოთ ჩვენს წინაპრებს, მტკიცედ გვიყვარდეს სამშობლო, მივენდოთ უფალს, ვიმარხულოთ, ვილოცოთ და ცრემლით ვითხო-ვოთ მისი გადარჩენა. და მაშ, მძიმე განსაცდელის ჟამს, შეგვიწყალებს და გვიხსნის უფალი. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |