მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მიცვალებულთა სულებისათვის სასარგებლოა მოწყალების გაღება, თუ იგი რწმენით არის აღსრულებული

მიცვალებულთა სულებისათვის სასარგებლოა მოწყალების გაღება, თუ იგი რწმენით არის აღსრულებული


24-08-2014, 00:01

მიცვალებულთა სულებისათვის სასარგებლოა მოწყალების გაღება, თუ იგი რწმენით არის აღსრულებული

 

სამოძღვრო სწავლებიდან

 

   მიცვალებულთა სულებისთვის შემწეა უსისხლო მსხვერპლის შეწ-ირვა და ლოცვა და ბოლოს, მათი სულის საცხონებლად კარგია მათ სახელზე გაღებული მოწყალება. ამჯერად ამ უკანასკნელზე ვისაუბ-რებთ და გაუწყებთ, თუ რა სიკეთე მოაქვს ამას მიცვალებულთათვის. ყველაფერს კი მაგალითებით და წმინდა მამების სწავლებებით გან-ვამტკიცებთ.

   მეუფე ლუკა ძმებს მორიგი ხილვის შესახებ შემდეგს უამბობდა: როდესაც მონასტერი არსდებოდა, მასთან მივიდა ღვიძლი ძმა, რომელმაც მადლი მიიღო, მაგრამ მთელი ცხოვრება დაუდევრობაში გაატარა, იგი არ გამოასწორა არც რჩევამ, არც ძმის ცრემლებმა და გარდაიცვალა. კეთილი და მზრუნველი ხუცესი გამუდმებით ლოცუ-ლობდა გარდაცვლილისათვის და ღმერთს ევედრებოდა მისი საიქიო ხვედრის ხილვის ღირსი გამხდარიყო. და აი, ერთხელ იხილა, რომ მისი ძმის სული ეშმაკების ხელში იყო. მაშინვე გააგზავნა ძმები გარდაცვლილის კელიაში, რათა იქაურობა ყურადღებით დაეთვა-ლიერებინათ. ძმებმა ეძებეს და იქ ფული იპოვეს. ხუცესმა მისი ღატაკებისათვის დარიგება ბრძანა. როგორც კი ძმის სახელზე მოწ-ყალება გაიღო, ხუცესი კვლავ ლოცვად დადგა და იხილა საშინელი სამსჯავრო. ნათლის ანგელოზებს ეშმაკები მისი ძმის სულს ედავე-ბოდნენ. ეშმაკები ამბობდნენ:

   -სული ჩვენია, ვინაიდან ჩვენს საქმეებს აკეთებდა.

   ანგელოზები ამტკიცებდნენ, რომ სული მოწყალებამ გამოისყიდა, რომელიც მის სახელზე ძმამ დაარიგა.

   ეშმაკები დავობდნენ:

   -განა მან გასცა მოწყალება?

   და მეუფე ლუკაზე მიუთითებდნენ:

   -ხომ ამ ხუცესმა გააკეთა სიკეთე?

   შეძრწუნებულმა მოღვაწემ უპასუხა:

   -დიახ, მე გავეცი მოწყალება, მაგრამ არა ჩემი, არამედ ძმის სულის ხსნისათვის.

   ეშმაკები გაქრნენ და სული ანგელოზებთან დარჩა.

   ეს მაგალითი გვარწმუნებს, რომ გაცემული მოწყალება მიცვალებუ-ლისთვის სულის მაცხოვნებელია. თავად იოანე ოქროპირი ამბობს: „საჭიროა გარდაცვლილებს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ არა ცრემლებით, არამედ მოწყალებით და უეჭველია, ამის მეშვეობით მათ მიეტევებათ. მაშ, რისთვის ჭმუნავთ, რატომ ტირით, როდესაც შეგიძლიათ განსვენებულს კეთილი საქმე გაუკეთოთ და ცოდვე-ბისაგან იხსნათ?" იოანე ოქროპირის მაგალითი გვარწმუნებს, რომ მიცვალებულთა სახელზე გაღებული მოწყალება უდიდესი სიკეთეა თავად განსვენებულთათვის, ამიტომ, ნუ იძუნწებთ და უხვად გაეცით იგი მათი სულის სასარგებლოდ. გწამდეთ, რომ თქვენს გარდაცვალებულ ახლობლებს ამით სიმშვიდესა და ნეტარებას მოა-პოვებინებთ. ყოველთა მასწავლებელი ამბობს: „მადლი საკურთ-ხევლის წინაშე დადე და ეს არა მარტო სულს შეაწყალებინებს". ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „გეჰენიის კარის წინ მოწყალება დგას და გარდაცვლილის სულს ჯოჯოხეთის ცეცხლისაგან იფარავს". აი, რაო-დენ დიდია მოწყალების ძალა. ის განბანს გარდაცვლილს ცოდვე-ბისაგან და ცოდვილი სულები საიქიო განსასვენებელში მიტევების ღირსნი შეიქმნებიან.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება