მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > მძიმე სასჯელი ელის მომავალ ცხოვრებაში მას, ვინც საღვთო წერილის წინააღმდეგ აღიძვრება მათთვის, ვინც მწვალებელთა შორის ცხოვრობს
მძიმე სასჯელი ელის მომავალ ცხოვრებაში მას, ვინც საღვთო წერილის წინააღმდეგ აღიძვრება მათთვის, ვინც მწვალებელთა შორის ცხოვრობს23-08-2014, 00:01 |
ხუცესთა სწავლება
თქვენთვის ცნობილია, ძმებო, რომ ჩვენში მყოფი მწვალებლები, იმისთვის, რომ აცდუნონ ადამიანები და საკუთარი სიცრუე გაა-ვრცელონ, არაფერს ერიდებიან. მაგალითად, მათთვის არაფერს ნიშ-ნავს საკუთარი ბოროტი მიზნებისათვის გამოიყენონ მართლმადი-დებლური სწავლებანი, არაფერს ნიშნავს მცდარად მოგვაწოდონ საღვთო წერილი. როდესაც სასულიერი პირი ამტკიცებს, რომ მათი მოძღვრება მცდარია, ამ დროს მწვალებლები ყველაზე უტიფარი გზით საპირისპიროს ამტკიცებენ და საღვთო წერილს იშველიებენ თავიანთი სიცრუის დასამტკიცებლად. როგორ ფიქრობთ, ძმებო, საღვთო წერილის შებილწვა და მწვალებელთაგან მისი მცდარად მოწოდება, უფლის სახელის შებღალვა არ არის? განა ასეთი საქციელი უკვალოდ ჩაივლის? არა! იცოდეთ, რომ სასტიკად მიეგებათ სამა-გიერო ამ ადამიანებს და პასუხს აგებენ უფლის წინაშე ამ ცხოვრებაში თუ არა, მომავალ ცხოვრებაში მაინც. ერთი მამათაგანი ასეთ რამეს ჰყვებოდა: ჩვენს დროში ცხოვრობდა ერთი მამა, სახელად იოანე, კვიპროსელად სახელდებული, იგი ნა-კითხი ადამიანი იყო, აღასრულებდა მედავითნეობას. როდესაც გარდაიცვალა, საკუთარი კელიის კარებთან იგი ხშირად ეცხადებოდა მამა საბას; ის შიშველი იდგა, დამწვარი და შეწყალებას ითხოვდა: -მე იმიტომ ვიტანჯები, რომ საღვთო კანონს ვარღვევდი და წმინდა წერილს ვეწინააღმდეგებოდი. როდესაც მამა საბა გარდაცვლილს ასეთ მდგომარეობაში ხედავდა, ფიქრობდა, რომ ეს ეშმაკის საქმე იყო და ამის შესახებ არავის ეუბ-ნებოდა. მაგრამ კარგა ხნის გასვლის შემდეგ გარდაცვლილის სულმა მას მუ-ქარა დაუწყო: -თუკი ჩემი ცოდვის შესახებ ყველას არ უამბობ, განიკითხები. მაშინ საბამ ყველას უამბო გარდაცვლილის გამოცხადების შესახებ. და როდესაც ჩვენ ვიმსჯელეთ გარდაცვალებულის ცხოვრებაზე, მი-ვედით იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ თავად იოანე ეწინააღმ-დეგებოდა იმას, რასაც ასწავლიდა მას უფლის კანონები და საღვთო წერილი. და ჩვენ მივხვდით, რომ იგი ამისთვის ეწამებოდა. მაშასადამე, საღვთო წერილს არ შეიძლება რამე გამოაკლო ან დაა-მატო, თუნდაც ერთი სიტყვა, ვინაიდან იგი დადგენილია სულიწ-მინდის მიერ, ნათქვამია: დაწყევლილია ის, ვინც მას რაიმეს მიუ-მატებს ან დააკლებს. დაე, მწვალებლებმა იცოდნენ, რომ უფლის სიტყვის შებღალვა მის წინააღმდეგ აღძვრაა, ეს არის სურვილი - საღვთო წერილი ბოროტი განზრახვით გამოიყენო, რაც არავის ეპატიება. დაე, მათ იცოდნენ, რომ უფალი შეუბღალავია და ასეთი მცდელობისათვის საშინელი განსაცდელი მოელით. დიახ, მოვა დრო, როდესაც ისინი შესძახებენ მთებს: ჩამოზვავდით და გადაგვეფარეთ - მაგრამ უკვე გვიან იქნება. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |