მთავარი > საცდურები > დედა ღვთისმშობელი ჩვენგან დემონებს განდევნის

დედა ღვთისმშობელი ჩვენგან დემონებს განდევნის


22-08-2014, 00:01

დედა ღვთისმშობელი ჩვენგან დემონებს განდევნის

 

ამბავი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქართული ხატისა

 

   ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი ვკითხულობთ - „გიხაროდენ ეშმაკთა დამამარცხებელო, გიხაროდენ დაფარულ მტერ-თა შემაწუხებელო, გიხაროდენ ეშმაკთა დამამარცხებელო"; რას ნიშ-ნავს ეს სიტყვები? იმას, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენგან ეშმაკებს დევნის და დემონებს მისი ეშინიათ. ამის დამტკიცება რთული არ არის.

   სვინაქსარი მოგვითხობს: „იყო ერთი ადამიანი, სახელად კონდ-რატე. იგი ეშმაკებმა შეიპყრეს და ათი კვირის განმავლობაში უდაბ-ნოში სდევნიდნენ. კონდრატე შიმშილით კვდებოდა და სიკვდილს ელოდა, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მას, მისგან დემონები განდევნა, გაამხნევა და სახლისკენ მიმავალი გზა აჩვენა. ამის შემდეგ კონდრატე საბოლოოდ განიკურნა.

   კიდევ ერთი მაგალითია: ერთხელ ღირსმა მამა პეტრე ათონელმა ათონის მიდამოები მიმოიარა და ერთი ბნელი მღვიმე იპოვა, რო-მელიც საცხოვრებლად  მოსახერხებელი იყო. ამ გამოქვაბულში უამრავი გველი და საზიზღარი ქვეწარმავლები ბუდობდნენ, და კიდევ უარესი, მღვიმეში მათზე მეტი ეშმაკი იმყოფებოდა. როგორც კი დემონებმა წმინდანი იხილეს, რომელიც უახლოვდებოდა მათ ბუდეს, მის წინააღმდეგ მთელი თავიანთი ბოროტებით აღიძრნენ. როცა წმინდანმა ამ ღვთივშექმნილ თავშესაფარში ბოროტის ასეთი მძლავრობა იხილა, დედაღვთისას სახელს მოუხმო, მედგრად შევიდა გამოქვაბულში და იქიდან უამრავი ეშმაკი გარეკა.

   მღვდელმთავარ ნიკოლოზს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ათო-ნის მთის ხატებზე ეუბნებოდა: „მე დავასუსტებ მათ წინააღმდეგ აღძრულ მტრობას და ამ ხატების სახელს დიდებით შევმოსავ მთელ მზისქვეშეთში".

   ამრიგად, უეჭველია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენგან დემონებს განდევნის და ბოროტს მისი ეშინია. მარად გვახსოვდეს, რომ ზეციური დედოფალი ჩვენთვის ცეცხლოვანი სვეტია, რომელიც დემონებისგან გვიცავს და ბოროტების ცრემლმდინარე დამამარც-ხებელი. ღვთისმშობელი ყოველთვის განდევნის ჩვენგან ეშმაკებს და ამიტომ, ვევედროთ მას, რომ მომავალშიც დაგვიფაროს თავისი წმინდა კალთით, დაგვიფაროს ყოველგვარი იდუმალი მტრისაგან, საკუთარ თავში დაგვამარცხებინოს ჩვენი შინაგანი გველი, რათა მისი ლუკმა არ გავხდეთ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება