მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ხელსაქმე ბოროტებას განდევნის

ხელსაქმე ბოროტებას განდევნის


21-08-2014, 00:01

ხელსაქმე ბოროტებას განდევნის

 

სწავლება ხუცესთაგან

 

   არაერთხელ გვისაუბრია თქვენთან იმის შესახებ, თუ რა განგვა-შორებს ეშმაკს: რომ ამისათვის საჭიროა მარხვა, ლოცვა, საღვთო წერილის კითხვა, ღვთივსათნო საქმეები, მორჩილება. უკვე გაგიც-ხადეთ, თუ როგორ უნდა ებრძოლოთ ეშმაკს, რით უნდა აღიჭურვოთ ეშმაკის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახლა ამას უკვე საქმით და-გიმტკიცებთ.

   ერთ დიდებულ ხუცესს ჰყავდა მოწაფე, რომელიც მის გვერდით, საკუთარ კელიაში ცხოვრობდა. ერთხელ ხუცესს ეშმაკების ტირილის ხმა მოესმა:

   -ვაი, ჩვენ, ამ მონაზვნების ხელში, არც ხუცესთან შეგვიძლია მიახ-ლოება და არც მის მოწაფესთან, იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ანგ-რევს და აშენებს და მოუცლელს ვერასდროს ვხედავთ.

   ამის გამგონე ხუცესი მიხვდა, რომ ეშმაკებს მისგან უფლის მადლი დევნიდა. ხოლო საკუთარ მორჩილზე არაფერი იცოდა, იგი თავის თავს ეკითხებოდა:

   -რას ნიშნავს, ანგრევს თუ აშენებს?

   საღამოს მოწაფესთან მივიდა და ჰკითხა:

   -როგორ ცხოვრობ?

   მოწაფემ უთხრა:

   -კარგად, მამაო.

   ხუცესმა გამოჰკითხა მას ცოდვების შესახებ; აინტერესებდა, უქმო-ბას ხომ არ ეძლეოდა.

   მაშინ მოწაფემ ქვებზე მიუთითა, რომლებიც იქვე ეყარა და უთხრა:

   -ამ ქვებით მე ვაშენებ კედლებს და შემდეგ ვანგრევ. ამიტომ უსაქ-მოდ არასოდეს ვარ.

   აქ დიდებული ხუცესი მიხვდა, რომ ეშმაკები იმიტომ ვერ ეკარე-ბოდნენ მის მოწაფეს, რომ უსაქმოდ არასდროს იყო. მან გაამხნევა თავისი მოწაფე და უთხრა, რომ საქმე გაეგრძელებინა. სხვებს კი ასე ეუბნებოდა ამის შესახებ:

   -ვიცი, რომ ჩემ მოწაფეს თავისი შრომით სარგებელი არავისთვის მოჰქონდა, არც თავისთვის, არც სხვისთვის, სამაგიეროდ, უსაქმოდ არასდროს იყო და ეშმაკებს საშუალებას არ აძლევდა, რომ მიახლო-ებოდნენ.

   როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, შრომა საიმედო იარაღია ბოროტის დასასჯელად. პიმენი დიდი გვასწავლის: „მდუღარ ქვაბს ბუზიც კი არ ეკარება, არათუ სხვა მწერი, ისინი მასთან მიახლოებასაც ვერ ბე-დავენ. მაგრამ როცა ქვაბი გაგრილდება, ბუზი და ყველანაირი მწერი ჯდება მასზე. ასევეა ადამიანთან მიმართებაშიც: პატიოსან, მშრომელ ადამიანებს ბოროტი ვერ ეკარება, ხოლო ვინც ზარმაცობს და უსაქ-მურობს-იოლად იპყრობს". თუკი ყოველივე ამას გავითვალის-წინებთ, დავრწმუნდებით, რომ შრომა ისევე საიმედო იარაღია ბორო-ტთან ბრძოლაში, როგორც ყველა ზემოთჩამოთვლილი სიკეთე; დაე, იშრომეთ და იღვაწეთ უფლის სადიდებლად, ახლობლების სასარ-გებლოდ, საკუთარი სულის საცხონებლად და ეშმაკები მუდამ შორს იქნებიან თქვენგან.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება