მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > მართალთა საიქიო ნეტარების შესახებ

მართალთა საიქიო ნეტარების შესახებ


20-08-2014, 00:01

მართალთა საიქიო ნეტარების შესახებ

 

წმინდა ნილოს სინელის სიტყვა

 

   პავლე მოციქული ამბობს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა (1 კორ. 2,9). ჭეშმარი-ტებას გვასწავლის თუ არა მოციქული? წმინდა ნილოს სინელი ამბობს: „ზეციურ სამეფოში ჩვენი სული ნათელში იქნება, ნათელი მოიცავს გონებას, განიწმინდება გული. გვექნება კეთილი ფიქრები, სუფთა სინდისი. იხარებს სული ანგელოზებთან ერთად... იხარებენ მართალნი, წმინდა მოწამეები, პატრიარქები, მოციქულები, ანგელო-ზები განკვირდებიან, სერაფიმებს შიში შეიპყრობთ, აღსრულდება უფლის აღთქმა სამუდამო ნეტარების შესახებ და ადამიანები სიხა-რულით ადიდებენ უფალს: „წმინდა არს, წმინდა არს, უფალი საბაოთ, აღივსო ცა და ქუეყანა დიდებითა მისითა!" სული ენითუთქმელი სიმშვიდით აღივსება, ყველა შეიმკობა, ყველას ადიდებენ, ყველას შეაქებენ, ყველა დამშვიდდება და ამაღლდება. ყველა, ვინც შევა სამუდამო ნეტარებაში, ზეციურ სამყოფელში, მიაგებენ ჯილდოს ღვაწლისა და განსაცდლთა დათმენის გამო. მაშინ გვექნება კად-ნიერება ვესაუბროთ უფალს, შევიქმნებით ღირსნი მისი ნათელი სახის ხილვისა და მასთან ნეტარებისა. სწორედ მაშინ მოგვეცემა უდიდესი ძღვენი, ჩვენი ლოცვების გამო. და რომელ ჩვენთაგანს შეუძლია აღწეროს, ან რომელ ენას შეუძლია გადმოსცეს, ან რომელი გონება ჩასწვდება იმ ნეტარებასა და სიხარულს, იმ დიდებასა და სიმშვიდეს, იმ ზეციურ ნათელს, რომელიც გამზადებულია მართლ-მორწმუნეთათვის საიქიო ცხოვრებაში.

   ამრიგად, ძმებო, ჭეშმარიტად თქვა მოციქულმა, რომ უფალმა მის ერთგულებს თვალით უხილავი, გაუგონარი ნეტარება განუმზადა და ეს ჭეშმარიტად ასე იქნება.

   გვახსოვდეს, რომ დადგება დრო, როცა მთელი თავისი დიდებუ-ლებით გამოგვეცხადება უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც ყოვე-ლივეს თავის მაცხოვნებელ სულს მოჰფენს, იტყვის ყოვლისშემძლე სიტყვას და ყოველი ჩვენთაგანი აღსდგება საკუთარი განსასვენებ-ლებიდან და აღარასოდეს მოვკვდებით. უფალი ამბობს: ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ის-ხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბორო-ტისმოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა(იოან. 5, 28-29).

   და ჰოი, ყოვლადმოწყალე უფალმა ჩვენც გვაღირსოს ეს დღე, მაშინ კი მოგვესმება მისი ტკბილი ხმა: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისაო, და დაიმკჳდრეთ გამზადებული თქუენთვის სასუ-ფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ (მათ. 25, 34). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება