მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > პატივი ეცი წმინდა ხატებს

პატივი ეცი წმინდა ხატებს


16-08-2014, 00:01

პატივი ეცი წმინდა ხატებს

 

უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანება ედესიდან კონსტანტინეპოლში

 

   წმინდა ხატებს რომ აუცილებლად პატივი უნდა მივაგოთ, ეს იქიდანაც ჩანს, რომ თავად უფალმა უბრძანა მოსეს ქერუბიმთა ორი ოქროს ქანდაკების დადგმა; ლუკა მახარებელი წმინდა ხატებს წერდა; მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაადგინა ხატთა თაყვანისცემა და ბოლოს, თავად უფალმა იესო ქრისტემ ინება ტილოზე აესახა თავისი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ედესის მთავარს, ავგაროზს გაუგზავნა. ეს უკანასკნელი ისტორია ყველასთვის ცნობილია და ამიტომაც ვიყენებ თქვენს დასარწმუნებლად. ამის შესახებ ასევე მოკლედაა მოთხრობილი სვინაქსარის აგვისტოს თვის საკითხავში.

   ჩვენი მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს ქალაქ ედესში ცხოვ-რობდა მთავარი ავგაროზი, რომელიც კეთრით იტანჯებოდა. მან გაიგო უფალ იესო ქრისტეს შესახებ და მოისურვა მისი ნახვა, რათა კურნება მიეღო მისგან. ამისთვის უფალს პალესტინაში უსტარი გაუგზავნა, რომელიც მხატვარმა ანანიამ წაიღო. მთავარმა მხატვარს დააბარა, რომ თუკი უფალი თავად არ მივიდოდა მასთან, მაშინ მისი ხატი მაინც გამოესახა და მისთვის მიეტანა. ანანია ჩავიდა თუ არა იერუსალიმში, მაცხოვარს უსტარი გადასცა, შემდეგ დრო იხელთა და უფლის ხატის შექმნა დაიწყო; ეგონა, რომ ქარტიაზე სახეს გამო-სახავდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. უფალმა იხილა მისი სურვილი, აიღო წყალი და ტილო, დაიბანა და სახე ტილოთი შეიმშრალა; ტილოზე მაშინვე გამოიხატა უფლის ხატება. უფალმა ეს ხელთუ-ქმნელი ხატი ანანიას გადასცა და უთხრა: „გადაეცი მას, ვინც გამოგგზავნა". როდესაც ავგაროზმა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი მიიღო, იგი ეთაყვანა მას და მაშინვე განიკურნა დაავადებისაგან. უფლის ჯვარცმის შემდეგ მასთან მივიდა მოციქული თადეოზი და იგი ოჯახთან ერთად მონათლა. ავგაროზმა თავისი ქალაქის თავზე აღმართა უფლის ხელთუქმნელი ხატი და ბრძანა, რომ ყოველ გამვლელს თაყვანი ეცა მისთვის; ხატზე კი ასეთი წარწერა გააკეთა: „ქრისტე ღმერთო, ყველა ვინც შენს იმედზეა, არ გაწბილდება". როდესაც ავგაროზის სიკვდილის შემდეგ კარგა ხანი გავიდა, ედესი დაიპყრო ცეცხლთაყვანისმცემელმა მთავარმა, რომელმაც მოისურვა ღვთიური ხატი გაენადგურებინა, მაგრამ ქალაქის ეპისკოპოსმა შეიტ-ყო თუ არა ამის შესახებ, გამოთხარა კედელი, შიგნით ხატი დააბრძანა და ქვებით დაფარა. ასე გადაარჩინა ხატი განადგურებას. გაიარა კი-დევ მრავალმა წელმა და როდესაც ედესს თავს სპარსელები დაესხნენ, მაშინ უფალმა კვლავ გამოაჩინა თავისი ხატება. ერთხელ ღამით ეპისკოპოსს ევლაბიას ვინმე დიდებული ქალბატონი გამოეცხადა და უთხრა:

   -ქალაქის კარიბჭის თავზე, კედელში, დაბრძანებულია უფლის ხელ-თუქმნელი ხატი და აიღე იგი.

   ეპისკოპოსი მითითებულ ადგილზე მივიდა, გამოაბრძანა ხატი და მტრის თავდასხმის დროს თან დაჰქონდა. სპარსელებმა გამარჯვება ვერ მოიპოვეს და ქალაქს ალყა შემოარტყეს. საბერძნეთის იმპერა-ტორის რომანოზის დროს უფლის ხატი მთავარმა ამირომ ბერძნებს მიჰყიდა და ხელთუქმნელი ხატი საზეიმოდ გადააბრძანეს სამეფო ქალაქში. ხატის გადაბრძანება მოხდა 16 აგვისტოს, რასაც ეკლესია ყოველწლიურად აღნიშნავს.

   ახლა თქვენ იცით, ძმებო, თუ რატომ უნდა ვცეთ თაყვანი ხატებს და ბოლოს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაგმოძღვროთ: ხატებს რომ თაყ-ვანი უნდა სცეთ, ეს ისედაც იცით, მაგრამ იცით, თუ არა როგორ უნდა ეთაყვანოთ მას? ამის ცოდნა აუცილებელია: როდესაც ლოცუ-ლობთ და ხატებს უყურებთ, დაიმახსოვრეთ, რომ ლოცვით უნდა მიმართოთ არა ხატს, არამედ მას, ვინც ხატზეა გამოსახული. ე.ი. თაყვანი ეცი ხატს, მაგრამ, ამავდროულად, გულითა და გონებით ამაღლდი უფალთან, ღვთისმშობელ მარიამთან, წმინდანებთან, გა-აჩნია, ვის ხატზე ლოცულობ და ვის ევედრები შეწევნას. წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: „მუხლი მოვუყაროთ და თაყვანი ვცეთ არა ნივთს, არამედ მას, ვინც ხატზეა გამოსახული. ხატის სიწმინდე და პატივისცემა ხატის პირველსახეზე გადადის".

   ამიტომ, როდესაც ვლოცულობთ ხატის წინაშე, გონება და გრძნო-ბები უფლისაკენ მივმართოთ, სულიერად მიეახლეთ ხატის პირველ-სახეს, მხოლოდ ასეთი თაყვანისცემა იქნება უფლისათვის სათნო და თქვენთვის მაცხოვნებელი. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება