მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > სულიერ მწყემსთათვის პატივის მიგებისათვის

სულიერ მწყემსთათვის პატივის მიგებისათვის


15-08-2014, 00:01

სულიერ მწყემსთათვის პატივის მიგებისათვის

 

სწავლება ღვთისმშობლის მიცვალების შესახებ

 

   ყოველი ჩვენთაგანის ვალია, ძმებო, პატივი მივაგოთ სულიერ მწყე-მსებს. რატომ ვართ ვალდებულნი?

   საეკლესიო სწავლებაში ღვთისმშობლის მიძინების დღეს ამის შესა-ხებ ნათქვამია: ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ღვთისმსახურებს იმიტომ, რომ ისინი გვნათლავენ და გვაქცევენ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. უფლის მადლი მათი მეშვეობით გადმოდის ჩვენზე, მათი ხელიდან ვეზიარებით უფლის სისხლსა და ხორცს, მათი ლოცვით განვიწმი-დებით ცოდვებისაგან, მათი ლოცვით სულიწმინდა გადმოდის ტრაპეზზე და პურსა და ღვინოს უფლის წმინდა ხორცად და სისხლად აქცევს, ჩვენ კი რწმენით ვეზიარებით და ცოდვებისაგან განწმედილი სამუდამო განსასვენებელს ვიმკვიდრებთ. მოციქულმა თქვა: მოიხ-სენენით წინამძღუარნი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყვათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსვლასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა (ებრ. 13,7). ამრიგად, საეკლესიო სწავლებით ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს სულიერ მწყემსებს, ვინაიდან მათი მეშვეობით ვეზიარებით უფლის საიდუმლოს, ისინი ავედრებენ უფალს მთელ საქრისტიანოს და მათ პატივს თავად მოციქული გვავალებს, მაგრამ მარტო ამის გამო არ უნდა მოვეკიდოთ მოკრძალებით მოძღვარს. ალბათ მეტყვით, ვინ დააყენა სასულიერო პირები ჩვენს სულიერ მწყემსებად? მოციქული ამბობს: მოსცა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაჲსწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი დასამტკიცებელად წმი-დათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებლად გუამისა ქრისტე-სისა (ეფეს. 4, 11-12). და თუკი თავად უფალმა დაგვიყენა სულიერი მწყემსნი, მაშინ ჩვენც პატივისცემით უნდა მოვეპყრათ მათ, ვინაიდან ამ მსახურების ნება თავად უფლისგან ებოძა და იგი უფლის მსახურია. აშკარაა, ვინც პატივისცემით არ მოეპყრობა სულიერ მწყემსს, იგი თავად უფალს არ ემორჩილება, ვინც უგულებელჰყოფს მათ - იგი თავად უფალს განიშორებს. უფალი გვასწავლის: რომე-ლმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს (ლუკ. 10,16).

   ასევე, ჩვენს სულიერ მწყემსებს იმიტომ უნდა მივაგოთ პატივი, რომ ისინი უფლის ნებას ემორჩილებიან და წმინდა სიტყვას ავრ-ცელებენ ხალხში. ქადაგებაში იმავე მოძღვრებას გვთავაზობენ, რასაც უფალი ქადაგებდა და რომელიც წმინდა ეპისტოლეების სახით დაგვიტოვეს მოციქულებმა. ამგვარი ქადაგებით ისინი ნათლად გვა-ჩვენებენ სარწმუნოების მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას, აცოცხლებენ და აღვივებენ ჩვენს გულებში ღვთისმოშიშებას, გვიბიძგებენ სიკეთისა-კენ და თავიანთი სწავლებით ზეციური სასუფევლისაკენ მიგვიძღ-ვებიან. ყოველივე ამის შემდეგ განა შეიძლება, პატივი არ მივაგოთ მათ?

   ამრიგად, ბრძენი ზირაქი ამბობს: გეშინოდეს უფლისა და პატი-ვი მიაგე მღვდელს (ზირ. 7,31), გახსოვდეს ეს და გაითვალისწინე, რომ სასულიერო პირი უფალს ემსახურება, იგი გაძლევს სულის მა-ცხოვნებელ საზრდოს, გაზიარებს უფლის საიდუმლოს, ლოცულობს შენთვის და გასწავლის, როგორ დაიმკვიდრო ზეციური სასუფეველი და ბოლოს, პატივი მიაგე მას იმიტომ, რომ ამას თავად უფალი და მისი მოციქულები გიბრძანებენ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება