მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > ღვთისმსახურების ბრძენი მასწავლებელი

ღვთისმსახურების ბრძენი მასწავლებელი


14-08-2014, 00:01

ღვთისმსახურების ბრძენი მასწავლებელი

 

სიტყვა პატერიკიდან

 

   ის, ვინც უფლისადმი სიყვარულითა და რწმენით იღვწის სული-სათვის, არა მარტო თავად არის წმინდა, არამედ სხვაზეც გადადის მისი სიწმინდე და ის მადლი, რომელსაც უფალი ანიჭებს და ცათა სასუფევლისაკენ მიუძღვება მოყვასს. ამას ახლავე საქმით დაგიმტ-კიცებთ.

   ერთ სოფელში ცხოვრობდა ორი ვაჭარი, რომელთაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ერთი ძალიან მდიდარი იყო, მეორე მასზე ოდნავ ღარიბი. პირველს არაჩვეულებრივად ლამაზი და გონიერი ცოლი ჰყავდა. კაცი მალე გარდაიცვალა. ხოლო მეორე ვაჭარმა მოინდომა მეგობრის ცოლზე დაქორწინებულიყო. ქვრივმა შეიტყო მისი სურ-ვილის შესახებ და უთხრა:

   -ჩემო ბატონო, ვხედავ, როცა მიყურებ, რაღაც გაწუხებს. მითხარი, რა გინდა და რითაც შემიძლია, დაგეხმარები.

   ვაჭარმა აუწყა, რომ მისი ცოლად შერთვა სურდა. ქალმა უპასუხა:

   -თუკი ჩემს სურვილს აასრულებ, მაშინ შენი ცოლი გავხდები.

   ვაჭარი დაჰპირდა, რომ ნებისმიერ სურვილს შეუსრულებდა. ქვრი-ვმა უთხრა:

   -წადი სახლში და ვიდრე არ დაგიძახებ, არაფერი ჭამო.

   ვაჭარი სიხარულით დათანხმდა. გავიდა სამი დღე და ქალი არ ეძ-ახდა. მეოთხე დღეს ქვრივმა თავისთან იხმო. ვაჭარი კი შიმშილისგან ისე იყო დასუსტებული, რომ სხვების დახმარებით ძლივს მივიდა მის სახლამდე. ქალმა კეთილად მიიღო და უთხრა:

   -ახლა შეგიძლია, ის გააკეთო, რაც გსურს.

   -ჯერ რაიმე საჭმელი მოიტანე, თორემ შიმშილით ვკვდები.

   ქალმა თქვა:

   -შენ ახლა შიმშილისაგან ყველაფერი დაივიწყე და მხოლოდ პურის ჭამა გსურს; ასე მოიქეცი ყოველთვის, როდესაც ხორციელი ვნება შეგაწუხებს, იმარხულე და დამშვიდდები და იცოდე, რომ ჩემი ქმრის სიკვდილის შემდეგ არც შენ და არც სხვას ცოლად არ გავყვები, წმინდად დავიცავ ჩემს პატიოსნებას. დარწმუნებული ვარ, რომ შენ ყველაზე მეტად უფალი გიყვარს. მოდი, ამ ცხოვრებაში საბოლოოდ დავშორდეთ ერთმანეთს, დავშორდეთ წუთისოფელსაც და მონას-ტერში განვმარტოვდეთ.

   მართლაც, როგორც ქალმა ისურვა, ისე აღსრულდა ყველაფერი. ქა-ლი დედათა მონასტერში წავიდა, ვაჭარი კი მამათა მონასტერში და ორივემ წმინდა ცხოვრებით დაიმკვიდრეს სამუდამო სასუფეველი.

   მაშასადამე, უფლის მიმართ სიყვარულითა და რწმენით აღჭურვა სათნო საქმეა. ასეთი ადამიანები არა მარტო საკუთარ თავს უკეთებენ სიკეთეს, არა მარტო თავად არიან უბიწოები, არამედ სხვებსაც წმინდა ცხოვრებისკენ უბიძგებენ და უფლის წყალობა, რასაც ღმერთი მო-უვლენთ, მათ ახლობლებზეც გადადის. ამის გათავლისწინებით ეძიეთ ღვთისმოსავ ხალხთან მეგობრობა და ისინი დაგეხმარებიან საკუთარი სულის ხსნაში. ასეთი მეგობრები დაგიცავენ ბიწიერე-ბისაგან. გულით და გონებით მიგაახლებენ უფალთან. ისინი თქვენს გულებში უფლის სიყვარულს გააღვივებენ და თავიანთ უბიწოებას გაზიარებენ. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება