მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა ბასილი დიდის სწავლება შურით შეპყრობილებისათვის

წმინდა ბასილი დიდის სწავლება შურით შეპყრობილებისათვის


10-08-2014, 00:01

წმინდა ბასილი დიდის სწავლება შურით შეპყრობილებისათვის

 

   წმინდა ბასილი თავის სწავლებაში შურის შესახებ ამბობს: შური აჭირვებს გულსა და სულს, ახმობს სხეულს, ღუპავს სიყვარულს, აღძრავს მტრობას, აშორებს ახლობლებს, იწვევს ტანჯვა-წამებას, ადამიანს აკარგვინებს მომავალ ცხოვრებას და საიქიოს გეენიას უმზადებს. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ წმინდა მამა შურს უდიდეს ბოროტებად მიიჩნევს, ასეა თუ არა სინამდვილეში? ამის ჭეშმარი-ტებაში დასარწმუნებლად ისიც საკმარისია, რომ წმინდა წერილი გადავშალოთ, სადაც დავინახავთ, რომ შურს ადამიანები საშინელ დანაშაულამდე მიჰყავს და რაღა თქმა უნდა, იგი საშინელი ბორო-ტებაა. აი, კაენმა და აბელმა უფალს შესაწირი მიართვეს, აბელის შესაწირი უფალმა მიიღო, კაენისა კი-არა. კაენს შეშურდა ძმისა და მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მან ძმა მოსაკლავად გაიმეტა; ესავი მას შემდეგ, რაც იაკობმა მამის კურთხევა მიიღო, ასევე შურით აღივსო ძმის მიმართ და მისი მოკვლა გადაწყვიტა; იოსების ძმები შურის გამო მტრად მოეკიდნენ მას. როდესაც მან ძმებს თავისი სიზმრები უამბო, ძმებმა თქვეს: აი, მოდის წინასწარმეტყველი, მოვკლათ იგი და რომელიმე მღვიმეში დავაგდოთ; მას შემდეგ, რაც დავითმა გოლიათს სძლია, საული შურით აღიძრა მის წინა-აღმდეგ და სურდა, მოეკლა იგი. ფილისტიმელებთან უთანასწორო ბრძოლაში სურდა მისი დაღუპვა და შეშლილივით სტყორცნა შუბი; ბოლოს უკვე ღიად სდევნიდა დავითს; იუდეველი მღვდელმოძ-ღვარნი, მწიგნობარნი, ფარისეველნი შურით ივსებოდნენ იმ სიყვა-რულის გამო, რომელსაც იესო ხალხში სთესავდა თავისი მოძღვრე-ბითა და სასწაულებით და ჯვარს აცვეს იგი.

   ეს მაგალითები პირდაპირ ამტკიცებენ, რომ წმინდა ბასილი დიდი ჭეშმარიტად მიიჩნევს შურს უდიდეს ბოროტებად. მის ამ შეხედუ-ლებას თავად საღვთო წერილი ამტკიცებს; იაკობ მოციქული ამბობს: სადა არს შური და ხდომაი, მუნ შფოთი და ყოველი ბორო-ტისა საქმე (3,16), რას ვიგებთ აქედან? თუკი ვიცით, რომ შური უდიდესი ბოროტებაა და იგი საშინელი დანაშაულისაკენ გვიბიძგებს, მაშ, უნდა განვერიდოთ მას და გავექცეთ, როგორც დამღუპველ წყლულს. დავფიქრდეთ, შურის გამო შეიძლება ბოროტმოქმედნი გავ-ხდეთ და ამაზე საშინელი რაღა უნდა იყოს? მაშ, რატომ უნდა შემ-შურდეს სხვისი? შური ტანჯავს გულს და რატომ უნდა დავიტანჯო? ჩემს უახლოეს ადამიანს, ძმას, უფლის ნებით მიეცა ესა თუ ის სიკეთე და რატომ უნდა აღვიძრა უფლის ნების წინააღმდეგ? ამგვარი ფიქრებით თქვენ განაგდებთ ამ საშინელ გრძნობას და გჯეროდეთ, რომ თუკი ხშირად იმსჯელებთ ასე, მაშინ ახლობლების კეთილ-განწყობას დაიმსახურებთ და შურის ნაცვლად თქვენს გულს სიხა-რული დაეპატრონება, რაც სიკეთისაკენ გიბიძგებთ, სიკეთე კი ფარია, რომელიც მახვილს იგერიებს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება