მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > უშრომელად ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებთ

უშრომელად ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებთ


8-08-2014, 00:01

უშრომელად ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებთ

 

ბასილი დიდის სიტყვა

 

   უეჭველია, ყოველ ჩვენთაგანს სურს ზეციური სასუფევლის დამკ-ვიდრება, მაგრამ ყველა არ ცდილობს ამის გაკეთებას. ბევრი ჩვენ-თაგანი ამბობს: უფალი მოწყალეა, ყველას შეუნდობს და სამუდამო ნეტარებას მიანიჭებს. ვინც ასე ამბობს, ხშირად ზარმაცობს, არ ზრუ-ნავს სულის ხსნისათვის და საშინლად ცდება. უეჭველია, რომ უფა-ლი მოწყალეა, მაგრამ უდავო ჭეშმარიტებაა ისიც, რომ (მათ. 11,12). ამიტომ, დაე, ზარმაცებმა იცოდნენ, რომ უშრომელად სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ნეტარება მხოლოდ მათ ელით, ვინც მუდმივად მუშაკობს, იბრძვის სულის ხსნისათვის, ანუ, ვინც არ ემორჩილება სა-ცდურს, ამქვეყნიურ საზრუნავზე არ ფიქრობს და სამუდამო სასუფე-ვლის დამკვიდრებისათვის ირჯება.

   წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ზეციური სასუფევლის დამკვიდ-რება გვსურს, მაგრამ იმაზე არ ფიქრობთ, რომ ამისათვის საჭიროა შრომა, არ ვასრულებთ უფლის მცნებებს, არ აღვიძვრით ცოდვების წინააღმდეგ და მხოლოდ ამაოებაზე ვზრუნავთ. მითხარით, მას ვინც თესვის დროს სახლში იყო და ეძინა, შეუძლია, აღებული მოსავ-ლიდან წილი მოითხოვოს? ან შეუძლია, მან მოიწიოს ყურძენი, ვისაც ვენახი არ გაუშენებია? ამრიგად, შრომის ნაყოფი იმისია, ვინც დაუ-ღალავად იღვწოდა, პატივი და დიდება მას ეკუთვნის, ვინც გაი-მარჯვა. არავინ შემოსავს გვირგვინით დამარცხებულს; ამიტომ, ყურა-დღებით არ დავტოვოთ არაფერი უფლის მცნებებიდან და ყოველი მათგანი ისე აღვასრულოთ, როგორც უფალმა ბრძანა". ჭეშმარიტად, ისეა, როგორც წმინდა ბასილი დიდმა ბრძანა.

   სვინაქსარში მოთხრობილია ერთი ამბავი: „ერთხელ მორჩილ ათანა-სეს თავში აზრად ასეთი ფიქრი მოუვიდა: „რა ელის მომავალ ცხოვ-რებაში მათ, ვინც მუშაკობს თავის სულის ხსნისათვის?" ამ ფიქრთან ერთად, მასთან ვიღაც მივიდა და უთხრა, რომ გაჰყოლოდა. ათანასე გაჰყვა, მივიდა ერთ საოცარ, ნათლით აღვსილ ადგილას და დადგა კართან, რომლის სილამაზის გადმოცემა შეუძლებელია. ათანასეს ესმოდა, რომ უამრავი ადამიანი კარს იქით იდგა და ღმერთს ადი-დებდა. როდესაც მასთან გამოცხადებულმა კარზე დააკაკუნა იმ მიზ-ნით, რომ შიგნით შესულიყო, ვიღაცამ იკითხა:

   -რა გნებავთ?

   მეგზურმა უპასუხა:

   -ჩვენ კარში შემოსვლა გვსურს.

   ხმამ თქვა:

  -უდებთაგან ვერავინ შეძლებს აქ შემოსვლას, თუკი აქ შემოსვლა გსურს, დაბრუნდით უკან და იღვაწეთ, ოდნავადაც არ იფიქროთ ამაო საზრუნავზე და მხოლოდ სულისთვის გაისარჯეთ.

   ზარმაცებო, ნუ ინუგეშებთ თავს იმ ამაო იმედით, რომ უშრომელად ცხონდებით. როგორც მოისმინეთ, პურს ვერასდროს მოიმკის ის, ვინც არ დათესა, ყურძენს ვერ მოიწევს ის, ვინც ვენახი არ გააშენა, დამარ-ცხებული ვერასოდეს შეიმოსება დიდების გვირგვინით და ნეტარი ის მსახური კი არ არის, რომელსაც უფალი მძინარეს იპოვის, არამედ ის, რომელიც მღვიძარეა (ლუკ. 12,37). საინტერესოა, სად არის ზარმა-ცების ადგილი? უფალი მათ შესახებ იტყვის: უხმარი ეგე მონაჲ განხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა, მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ (მათ. 25,30). ხედავთ, რა ამაოა თქვენი იმედი? რა აუსრულებელია თქვენი ოცნება? მაშ, მიატოვეთ ეს ფუჭი ფიქრები და სიზარმაცე გარჯით შეცვალეთ, ამქვეყნიურ ამაოებაზე ზრუნვა-სულიერებაზე ზრუნვით; მხოლოდ მაშინ გექნებათ იმედი, რომ და-იმკვიდრებთ ზეციურ სასუფეველს, მხოლოდ მაშინ იქნება უფალი თქვენს მიმართ მოწყალე საშინელი სამსჯავროს დროს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება