მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > განსაცდელი სულისთვის სასარგებლოა

განსაცდელი სულისთვის სასარგებლოა


7-08-2014, 00:01

განსაცდელი სულისთვის სასარგებლოა

 

წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა განსაცდელის შესახებ, რომ მასში მხოლოდ ცუდი არ დავინახოთ

 

   როდესაც თავს გვატყდება რაიმე განსაცდელი, რაიმე უსიამოვნება ან უბედურება, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ამ მოვლენის მხოლოდ ცუდი მხარე დავინახოთ. არადა, თავსდატეხილ განსაცდელს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. ამ უკანასკნელზე რაიმის ცოდნა ცუდი არ იქნება ჩვენთვის. პირველ რიგში კარგი იქნება იმიტომ, რომ მჭმუნვარების ჟამს არ მივცემოდით უიმედობას, სულმოკლეობასა და სასოწარკ-ვეთას, მეორე: მამაცურად გავუმკლავდებოდით მას და მესამე-მოვ-ლენილ განსაცდელს უდრტვინველად და უფლის მიმართ მადლიე-რებით შევხვდებოდით. ალბათ მეტყვით, რა სიკეთის მოტანა შე-უძლია უბედურებას, რა სარგებელი უნდა ვნახოთ მისგან, როგორ უნდა ვცხონდეთ განსაცდელით? ამ კითხვაზე სრულყოფილად ახ-ლავე გაგცემთ პასუხს და რომ დაგარწმუნოთ მის ჭეშმარიტებაში, თავად კი არ განგიმარტავთ, არამედ იოანე ოქროპირის სწავლებას გამოვიყენებთ და ვიმედოვნებთ, რომ მისი მსჯელობა სასიკეთოდ გამოგადგებათ.

   აი, რას გვეუბნება იგი: „ფარაონმა ბრძანა დაეხრჩო ყველა ახალ-შობილი. ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, მოსე ვერ გადარჩებოდა და ვერც მეფის სასახლეში გაიზრდებოდა. როდესაც ის ფუფუნებით ცხოვრობდა, არ იყო პატივცემული და როდესაც სასახლიდან გამო-აძევეს, უდიდეს პატივში იმყოფებოდა. ოდესღაც მას ემუქრებოდა ებრაელი: „ვინ დაგაყენა ჩვენს თავკაცად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ, როგორც ის ეგვიპტელი მოკალი?" ეს სიტყვებიც კი მისთვის სასიკეთო გახდა: რადგან ეგვიპტელი მოკლა, ამისთვის სასჯელი ემუქრებოდა და შეშინებული უდაბნოში წავიდა, რაც საფუძვლად დაედო მისი სახელის განდიდებას. და რაც უფრო მეტად აღიძვროდნენ მის მიმართ ებრაელები, მით მეტ სახელსა და დიდებას იხვეჭდა მოსე. ასევე ხდებოდა აარონთანაც: რაც მეტი ხალხი ებრძოდა მას, მით მეტად იხვეჭდა სახელს. ამის შემდეგ, შეიმოსა იგი პირველი მღვდელმთავრის სამოსით, რათა აღარ დაეჭ-ვებულიყვნენ იმაში, რომ ღვთის რჩეული იყო. სამი ყრმა ცეცხლის ღუმელში მათივე სადიდებლად ჩაყარეს. ხედავთ, ყველა დიდი განსაცდელი სიკეთეს ემსახურება! აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ განსაცდელი კეთილად წაგვადგება საიქიო ცხოვრებაში". ყოველთა მასწავლებელი გვმოძღვრავს, რომ მჭმუნვარება და განსაცდელი მეორე მხრითაც სასიკეთოა: თუკი ვინმე მეფის კარზე იზრდება ისე, რომ არც კი იცის ზრუნვა, მჭმუნვარება, არავინ ანაწყენებს და ყველაფერი, რაც სურს, მისთვის ხელმისაწვდომია, ყველა ემორ-ჩილება, განა იგი უუნარო არ ხდება? არ ემსგავსება უყტვს? და ხდება პირიქითაც: ღატაკი უფრო გონიერია, ვიდრე მდიდარი, იმიტომ რომ მუდმივად უხდება ლუკმა-პურზე ზრუნვა. ანდა შეხედეთ სხეულს, როდესაც იგი უზრუნველია და უძრავად არის, მაშინ ავადმყოფური ან არასასიამოვნო შესახედაობა აქვს, მაგრამ, როდესაც ადამიანი შრომობს, მუდმივად მოძრაობს, მისი სხეული ლამაზი და ჯანმრ-თელი ხდება. ზუსტად ასე უნდა იმსჯელოთ სულის შესახებაც: როგორც დიდხანს ნაგდები რკინა ჟანგდება, ხოლო ის, რომელსაც იყენებენ ბრწყინავს, ასევეა სულთან მიმართებაშიც. მუდმივ უზრუნ-ველობაში მყოფი, გამოუცდელი სული დაჟანგებულ რკინას ემს-გავსება, ხოლო მუდმივ ღვწაში, ბრძოლაში, განსაცდელში გამოწრ-თობილი სული-ბრწყინავს. თუკი ჩვენი სურვილის მიხედვით მოხ-დებოდა ყველაფერი, მაშინ ვერც განსჯას და ვერც რაიმე ხელობას ვისწავლიდით; ზომიერად მოვლენილი მადლი და განსაცდელი, სიკეთე და დარდი, სიკეთე და შეჭირვება-სასარგებლოა და ყვე-ლაფერი ეს მხნეობას გვმატებს, ამიტომ კი არ უნდა ვმწუხარებდეთ განსაცდელში ყოფნის გამო, არამედ გვიხაროდეს, ვინაიდან იგი მკურნალია ჩვენი სულიერი ჭრილობებისა. თუ ერთი მხრივ მისი ნაყოფი მწარეა, მეორე მხრივ ტკბილია. დაე, ვმადლობდეთ უფალს განსაცდელის გამო და უდრტვინველად მივიღოთ იგი, ვინაიდან უფალი ამის საშუალებით სულიერად გვაჯანსაღებს, ისიც ნუ დაგ-ვავიწყდება, რომ აქაური საწუხარი დროებითია, ამიტომ ვეცადოთ და ვიფიქროთ მომავალზე, რათა ყველაფერი მორჩილად და მადლიე-რებით გადავიტანოთ და მუდამ ვმადლობდეთ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს.

   ამრიგად, იოანე ოქროპირის თქმით, უბედურება იმიტომ არის ჩვენთვის სასარგებლო, რომ ვისწავლოთ მოთმინება, აღვიჭურვოთ სიმხნით. ამიტომ გულთან ახლოს მივიტანოთ იოანე ოქროპირის მოძღვრება და ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას. მითხარით, ძმებო, ყველაზე მეტად როდის იღვიძებს ადამიანში რწმენა და სასოება? როდისაა ყველაზე მეტად მინდობილი ღმერთს? რა თქმა უნდა, უბედურების ჟამს. ყველაზე გულმხურვალედ როდის ლოცულობს ადამიანი? სულის სიღრმიდან ყველაზე ხშირად როდის წამოიძახებს ხოლმე: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!" რა თქმა უნდა, განსაცდელის ჟამს. ყველაზე მეტად როდის არის ადამიანი თავმ-დაბალი? კვლავ განსაცდელის დროს. მაშასადამე, უბედურება და განსაცდელი სასიკეთოა კიდევ იმიტომ, რომ ამ დროს ადამიანი უფალს მიეახლება; ამიტომ, ნუ დავინახავთ განსაცდელში მხოლოდ ბოროტებას, არამედ, სიკეთე ვეძიოთ; ნუ შევხედავთ მას, როგორც უდიდეს ვაებასა და სიმწარეს, არამედ ვეძიოთ სულის ხსნა. ეს რომ ჭეშმარიტად ასეა, უფლის სიტყვებიდანაც ჩანს: (საქმ. 14,22). ასე ამბობს უფალი და მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ. გიმეორებთ, განსაცდელი ჩვენს სულს იხსნის, და თუკი ეს ასეა, მაშინ ვინღა იქნება ისეთი სულმოკლე, გარდა მცირედ-მორწმუნისა, რომ არ შეიცნოს უფლის ჭეშმარიტება და განსაცდელის ჟამს სასოწარკვეთილებას მიეცეს? ვფიქრობთ, რომ თქვენ არ ხართ ასეთები, ძმებო, რწმენით მიეახლეთ უფალს და განსაცდელის ჟამს გჯეროდეთ, რომ უფალს თქვენთვის სიკეთე სურს. მხოლოდ მაშინ აღარ იქნება თქვენთვის განსაცდელი გადაულახავი და ღმერთმა ქნას, ჩვენი მოძღვრება თქვენს სულს დაეხმაროს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება