მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > რატომ განაცხადა ფერისცვალების ჟამს უფალმა თავისი დიდება მოციქულთა წინაშე
რატომ განაცხადა ფერისცვალების ჟამს უფალმა თავისი დიდება მოციქულთა წინაშე6-08-2014, 00:01 |
ღირსი მამის ეფრემ ასურის სიტყვა უფლის ფერისცვალებისა და ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს შესახებ
ცნობილია, რომ უფალმა ერთხელ სამი მოწაფე-პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა, იქ მათ წინაშე ფერი იცვალა და მთელი თავისი დიდება განაცხადა. ლოცვის დროს მისი სახე მზე-სავით განათდა და შესამოსელი თოვლივით განსპეტაკდა. მოციქუ-ლებს გამოეცხადა მოსე და ელია და ბოლოს, ნათელმა ღრუბელმა დაფარა ისინი და გაისმა ხმა ღრუბლებიდან: ესე არს ძეი ჩემი საყ-ვარელი, რომელი მე სათნო ვყავ. მაგისი ისმინეთ (მათ. 17,5). ხომ არ გსურთ, ძმებო, გაიგოთ, თუ რატომ იცვალა ფერი უფალმა მოწაფეების წინაშე, რის გამო განაცხადა საკუთარი დიდება? თუ გსურთ, მაშინ ყურადღებით მომისმინეთ, როგორ ხსნის ამას ღირსი მამა ეფრემ ასური. „ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს აჩვენა, რომ ბოლო ჟამს იგი გამოცხადდება ღვთაებრივი დიდებითა და ხორცით, რომელიც ჩვენთვის შეიმოსა. მან მოუხმო მოციქულებს მთაზე, რათა ეუწყებინა მათთვის თუ ვინ იყო იგი და ვისი ძე, ამავე დროს აჩვენა, რომ იგი არ იყო ელია, არამედ თავად ელიას უფალი; რომ არ იყო იერემია, დედის მუცელშივე გამორჩეული, და ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, არამედ უფალი ღმერთი. უფალმა ფერი იცვალა, რათა მოციქულე-ბისთვის ეჩვენებინა, თუ ვინ იყო ქვეყნიერების, ცისა და დედამიწის შემქმნელი, ცოცხალთა და მკვდართა უფალი. მან უბრძანა ცას და მოავლინა ელია, უბრძანა დედამიწას და აღადგინა მოსე. მან აჩვენა, რომ იგი იყო ძე ღვთისა, მამისაგან შობილი და გამოუთქმელად განხორციელებული ღვთისმშობელ მარიამისაგან, რომელიც ქალწუ-ლადვე დარჩა და რომ სადაც თავად სურს, იქ იმარჯვებს ბუნების კანონზე. ქრისტემ წარმოუჩინა მათ, რომ შეუძლია ისრაელის გა-დარჩენა, რაც წინასწარმეტყველთა ენით განაცხადა. და აჩვენა მოცი-ქულებს თავისი დიდება, რათა არ ცდუნებულიყვნენ, როცა მის ტანჯვას იხილავდნენ, რომელსაც თავს იდებდა თავისი კაცობრივი ბუნებით, რადგან ხედავდნენ მას, როგორც ადამიანს და არ იცოდნენ, რომ ღმერთი იყო. იცნობდნენ მას, როგორც მარიამის ძეს, როგორც ადამიანს, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობდა. და მან ფერის-ცვალებით აჩვენა მოწაფეებს, რომ ის არის ძე ღვთისა და თავად უფალი. მოციქულები ხედავდნენ, რომ მოძღვარი ჭამდა, სვამდა, შრომობდა, ისვენებდა, ეძინა და ღვრიდა ოფლს, რაც არ უთავს-დებოდა საღვთო ბუნებას, ეს უფრო ადამიანური იყო. ამიტომაც აიყვანა ქრისტემ ისინი თაბორის მთაზე, აიყვანა იმიტომ, რათა მამას დაემოწმებინა ძე და განეცხადებინა მათთვის, რომ იგი არის მისი ჭეშმარიტი ძე და უფალი. მოუწოდა თავის მოწაფეებს მთაზე და აჩვენა საკუთარი საუფლო, ვიდრე აწამებდნენ, აჩვენა შეუბღალავი, თვალშეუდგამი სიწმინდე ძელზე გაკვრამდე, რადგან როცა ჯვარს აცვამდნენ, სცოდნოდათ რომ, საკუთარი ნების გარეშე კი არ იდვა თავს ეს ტანჯვა, არამედ მათი სიყვარულისთვის, სამყაროს გადა-სარჩენად, მოუხმო მოციქულებს მთაზე იმიტომ, რომ ეხილათ მისი დიდება მკვდრეთით აღდგომამდე, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გაეცნობიერებინათ მთელი მისი ღვთაებრივი დიდებულება, რომ დიდებულება კი არ მოიპოვა, არამედ შეიმოსა უწინარეს ყოვე-ლთა საუკუნეთა, მამასა და სულიწმინდასთან ერთად. ასე რომ, როგორც აღვნიშნეთ, უფალმა იმისთვის იცვალა სახე თავისი მოწაფეების წინაშე, რომ მათთვის ეჩვენებინა, თუ როგორ სურს მოვიდეს ბოლო ჟამს, რომ ის არის ჭეშმარიტად ძე ღვთისა და უფალი ღმერთი ჩვეი. მაგრამ, ძმებო, თავისი ფერისცვალებით ხომ არ აჩვენა უფალმა მოწაფეებს და ყოველ ჩვენგანს ისიც, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება-ნეტარებაა არა მიწაზე, არამედ ზეცად და რომ ჩვენ ყველანი მოწოდებულნი ვართ არა მიწიერი, არამედ ზეციური სამე-უფოსთვის? ეს, რა თქმა უნდა, ასეა. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს მოსეს და ელიას დიდებით გამოცხადება. მეორე მხრივ, წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ჩვენი დარღვეული სხეული აღდგება ისე, როგორც უფლისა და მიმსგავსებული იქნება დიდებულ სხეულ-თან. მოციქული გვასწავლის: ხოლო ჩვენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა, რომელმან გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაითა იყვნენ იგინი თანახატ ხორცთა მათ დი-დებისა მისისათა, შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორ-ჩილებად მისა ყოველი (ფილიპ. 3, 20-21). და თუ ეს ასეა, დავა-გდოთ ყოველი მიწიერი, მიჯაჭვულობა ხორციელ პატივთან, გვახ-სოვდეს, რომ უფლის მეუფება (იოან. 18,36) და რომ ჩვენ ზეცისასა ვზრახებდით და არა ქუეყანისასა (კოლ. 3,2). გვახსოვდეს ეს და ვევედროთ უფალს, რათა საკუთარი ყოვლისშემძლეობითა და წყა-ლობით დაგვეხმაროს ჩვენ ამაში და მიემართოს ჩვენი სურვილები ზეცისაკენ, რათა ამაღლდეს ჩვენი სულები, რათა განაგდოს ჩვენგან ყოველგვარი ხორციელი ვნება და დაასამაროს ყოველგვარი მიჯაჭ-ვულობა მიწიერთან. ჭეშმარიტად, ძმებო, რა დაგვრჩენია ამქვეყნად? ეს ჩვენთვის უცხო მხარეა და ზეცაა ჩვენი მამული. როგორი ნათელია იქ, როგორი უბიწოება, როგორი არნახული მშვენიერება, როგორი წარ-მტაცი გალობა! ამიტომაც, ვისწრაფვოდეთ იქით! ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |