მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > რაგვარი სიკეთით უნდა შეიმკოს ბერი, რათა მოზღუდოს ხორციელი ვნებები და სწრაფვანი

რაგვარი სიკეთით უნდა შეიმკოს ბერი, რათა მოზღუდოს ხორციელი ვნებები და სწრაფვანი


5-08-2014, 00:01

რაგვარი სიკეთით უნდა შეიმკოს ბერი, რათა მოზღუდოს ხორციელი ვნებები და სწრაფვანი

 

წმინდა ნილოს სინელის სიტყვა ხორციელი სათნოებების შესახებ

 

   მოციქული ბრძანებს: ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით (გალ. 5,24). რას გვიქა-დაგებს მოციქული ამ სიტყვებით? იგი გვიქადაგებს, ძმანო, განსა-კუთრებით ბერებს, რომ ვნებებისაგან განვიძარცვოთ, ანუ, იმისათ-ვის, რომ მივაღწიოთ ზნეობრივ სრულქმნილებას, საკუთარ თავს უნ-და ვებრძოლოთ და ვძლიოთ მას. როგორ მივაღწიოთ ამას?

   წმინდა ნილოს სინელი ამბობს: „სათნოებანი, წამყვანი ადამიანისა უვნებელობისაკენ, შემდეგია: თავშეკავება, მარხვა, ლოცვა, წყურვი-ლი, მღვიძარება, ღამისთევა, ხშირი მუხლმოყრა, განშორება ყოველგ-ვარი ფუფუნებისაგან, საჭმლის მიღების დროს ზომიერება, მხოლოდ წყლის მიღება, უპოვარება, უანგარობა, მორჩილება, შრომისმოყვა-რეობა, მდუმარება, ხელსაქმობა, ხორცთან ბრძოლა და თავის იმი-საგან განშორება, რაც ხიბლავს მას და ყოველივე ამას უნდა დავუ-მატოთ განსაკუთრებული მორჩილება და მადლიერება ღვთისადმი".

   აი, სათნოებანი, რომელიც მიგვითითა წმინდა ნილოს სინელმა და რითაც უვნებელობას მივაღწევთ, განსაკუთრებით კი ბერები. რა შეიძ-ლება, დავამატოთ ამას? ჩვენი აზრით, ამას უნდა დაემატოს გამუდ-მებული ბრძოლა ბოროტ ძალებთან, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ეშ-მაკზე, მივეჩვიოთ შრომისმოყვარეობას და გამუდმებით ვიღვაწოთ სულის ხსნისათვის. პიმენი დიდი ამბობს: როგორც მდუღარე ქვაბთან მიკარებას ვერ ბედავს ბუზი, ან სხვა რომელიმე მწერი, ასევე ვერ ბედავს კაცობრიობის მტერი ეშმაკი ისეთ სათნოდმოღვაწე ბერთან მიახლოებას, ვინც გამუდმებით იღვწის სულისათვის; ხოლო ზარმა-ცსა და დაუდევარს ყოველგვარი გარჯის გარეშე იმორჩილებს".

   მაშ, გახსოვდეთ, ბერებო, რომ შრომით, ლოცვით, უფლის მიმართ მადლიერებით, უფალზე ფიქრითა და მორჩილებით, ხორცთან გამუ-დმებული ბრძოლით, განსაკუთრებული ღვთისმოშიშებით ებრძო-ლეთ ეშმაკს და თქვენ შეუერთდებით ქრისტეს მოწამეებს, რომელთაც ტანჯვა-წამებითა და ხორცის შეჭირვებით დაიმკვიდრეს უფლის სა-სუფეველი. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება