მთავარი > სხვადასხვა > იმისათვის, რომ საკვები ჩვენს ჯანმრთელობას ემსახურებოდეს, იგი ლოცვით და ღვთისადმი მადლობით უნდა მივიღოთ
იმისათვის, რომ საკვები ჩვენს ჯანმრთელობას ემსახურებოდეს, იგი ლოცვით და ღვთისადმი მადლობით უნდა მივიღოთ4-08-2014, 00:01 |
სიტყვა პატერიკიდან მონაზონის შესახებ, რომელიც ტრაპეზს იღებდა
რატომ ხდება, ძმებო, ისე, რომ ზოგიერთი იხმევს მდიდრულ და ტკბილ ნუგბარს, მაგრამ მაინც წუწუნებს უგემურ საკვებზე, მადის უკმარისობაზე და არც ჯანმრთელობით არის კმაყოფილი? რატომ ხდება პირიქით, როდესაც სხვა მცირედ იკვებება, მხოლოდ პურსა და წყალს იღებს, არც ტკბილი ნუგბარი გააჩნია, მაგრამ ასეთი ღარიბული ტრაპეზითაც კმაყოფილია, თავისი ლუკმა ყველაზე გემრიელად ეჩ-ვენება და ჯანმრთელადაცაა? პირველ შემთხვევაში გემრიელი საკვები ადამიანს სიამოვნებას იმიტომაც არ ანიჭებს, რომ იგი ივიწყებს მთავარს, კერძოდ იმას, რომ საკვები უფლისაგან არის მოძღვნილი და იგი მადლიერებით უნდა მივიღოთ. მეორე შემთხვევაში, ადამიანს ხმელი პურის ერთი ლუკმა გემრიელად იმიტომ ეჩვენება, რომ უფლის მიმართ მადლიერებით იღებს საკვებს, ამგვარს წყალიც კი შეერგება, რადგან მადლიერებით იღებს ყოველივეს უფლის ხელიდან და ლოცვით იხმევს. ერთხელ, ერთი მჭვრეტელი ხუცესი ტრაპეზზე მსხდომ ბერებს აკ-ვირდებოდა, რომლებიც ერთნაირ საკვებს მიირთმევდნენ. მან იხილა, რომ ერთი მათგანი თაფლს ჭამდა, მეორე - პურს, მესამე რაღაც უწმინდურებას. ხუცესს გაუკვირდა ასეთი სხვაობა და უფალს შე-ევედრა: -უფალო, გამიმხილე ეს საიდუმლო. ტრაპეზზე ხომ ყველას ერთ-ნაირი საკვები აქვს. რატომ არის, რომ ზოგიერთისთვის მან სახე იცვალა? ისე მეჩვენება, რომ თითქოს ერთი თაფლს ჭამს, მეორე პურს, მესამე კი უწმინდურებას. უეცრად ხუცესს მოესმა: -ვინც თაფლს ჭამენ, ისინი არიან, ვინც უფლის შიშით, ძრწოლით და სულიერი სიხარულით სხედან ტრაპეზზე, განუწყვეტლივ ლოცუ-ლობენ და ეს ლოცვა უფლამდე ადის. ამიტომაც ჰგავს მათი საჭმელი თაფლს. ისინი კი, ვინც პურს ჭამენ, კმაყოფილნი არიან იმით, რასაც უფალი უგზავნის, და ისინი, რომელთა საკვებიც უწმინდურებად მოგეჩვენა, ტრაპეზის დროს ბუზღუნებენ და ამბობენ: ეს კარგია, ეს დამპალია. ამიტომაც, ასე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ უნდა ვმადლო-ბდეთ და ვადიდებდეთ უფალს, რათა აღსრულდეს თქმული: გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ (1 კორ. 10,31). რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? პირველ რიგში ის, რომ ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ საკვებით, რომელიც უფალმა გამო-გვიგზავნა. მეორე: საჭმელი ვიხმიოთ უფლის მიმართ მადლიერებით და ლოცვით. მესამე: გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქ-ნება საკვები გემრიელი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო. ყოვე-ლივე ეს სრული ჭეშმარიტებაა, ძმებო. იხილეთ ადრეული ეპოქის მოღვაწეები. ისინი მხოლოდ ფესვებითა და მხალით იკვებებოდნენ და ას წელზე მეტ ხანს ცოცხლობდნენ. ახლა შეხედეთ დღევანდელ ქრისტიანებს: გამუდმებით იცვლიან საკვებს, ამასთანავე მუდამ მკუ-რნალობენ და ნახევარ საუკუნესაც ვერ ცოცხლობენ. აშკარაა, რომ პირველნი თავშეკავებულნი იყვნენ, საკვებს არ არჩევდნენ და იმითაც მადლიერნი იყვნენ, რასაც უფალი მისცემდა მათ. ხოლო მეორენი გულდაგულ არჩევენ საკვებს, თავშეუკავებლად ჭამენ და ჭამის წინ, ხშირად, პირჯვრის გამოსახვაც ავიწყდებათ. დაე, ასეთები ნუ იქნე-ბიან ჩვენს შორის, ძმანო. რასაც უფალი გამოგვიგზავნის იმით დავ-კმაყოფილდეთ და ერთი ლუკმისთვისაც კი უფლის მადლიერნი ვი-ყოთ, რამეთუ, რომელსა იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სი-ტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდები-თა მამისა თვისისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა (მარკ. 3,38). ეს არ დაგვავიწყდეს. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |