მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > უფალი ზოგჯერ უშვებს მართალთა ტანჯვას ცილისწამების გამო, რათა უფრო მეტად განადიდოს ისინი და მათი განმაქიქებელნი განკითხვის ცოდვისაგან დაიცვას
უფალი ზოგჯერ უშვებს მართალთა ტანჯვას ცილისწამების გამო, რათა უფრო მეტად განადიდოს ისინი და მათი განმაქიქებელნი განკითხვის ცოდვისაგან დაიცვას3-08-2014, 00:01 |
სიტყვა ორ ბერზე და მეძავზე
რისთვის დაუშვებს ხოლმე უფალი ზოგჯერ მართალთა ცილისწა-მებისაგან ტანჯვას? რა გიპასუხოთ ამაზე? ერთხელ, ერთი ბერი ღვთისმსახურებაზე მიდიოდა. გზად შეხვდა მეძავს, რომელმაც უთხრა: -მიხსენი, მამაო, როგორც იესო ქრისტემ იხსნა მეძავი. ბერმა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი იყო, იგი განესაჯათ, ხელი ჩაკიდა და მასთან ერთად მთელი ქალაქი მოიარა. ხალხი ხედავდა ამას და ამბობდა: -ბერმა მეძავი შეირთო ცოლად. როდესაც ისინი დედათა მონასტერში მიდიოდნენ, მეძავმა ერთი ეკლესიის მახლობლად მიტოვებული ჩვილი დაინახა და იგი აღსა-ზრდელად აიყვანა. გავიდა წელიწადი. ზოგიერთებმა, როდესაც იგი ბავშვით ხელში იხილეს, თქვეს: -რა კარგი მონაზონია, აი, ბერიც კი გააჩინა. ქალაქ ტირში თქვეს, რომ მეძავმა პორფირიამ ხუცესისგან ბავშვი გააჩინა, რომელიც ძალიან გავს მამას. როდესაც ბერს საკუთარი აღსასრულის შესახებ ეუწყა, იხმო ყოფი-ლი მეძავი, იმჟამად მონაზონი პორფირია და უთხრა: -წავიდეთ ტირში, იქ ჩვენი ყოფნა აუცილებელია. მე მინდა, რომ შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე. პორფირია გაჰყვა ბერს. მასთან ერთად გაემგზავრა მისივე აღზრ-დილიც. იგი უკვე შვიდი წლის ყრმა იყო. როდესაც ქალაქში მივი-დნენ, ბერი მძიმედ იყო ავად. ამ დროს ქალაქის ასი მოქალაქე შეიკრიბა და მივიდა მის სახილველად. ბერმა თქვა: -მოიტანეთ ცეცხლი! მოიტანეს გაღვივებული ნახშირით სავსე ღუმელი. ბერმა საკუთარ სამოსში ჩაიყარა გავარვარებული ნაღვერდალი და გარშემო მყოფებს უთხრა: -იცოდეთ, ძმებო, როგორც მოსე არ დამწვარა აალებულ ბუჩქზე მიკარებით, ასევე არ დაწვავს ეს ცეცხლი ჩემს ტანსაცმელს. და რო-გორც ჩემი სამოსი შეუწველი დარჩება ამ ცეცხლისაგან, ასევე ვარ მეც: დაბადებიდან დღემდე ქალთან არ შემიცოდავს და ქალწულება შე-ვინარჩუნე. ყველას გაუკვირდა, როდესაც ბერის ცეცხლისგან შეუწველი სამოსი იხილეს. ადიდეს ღმერთი, რომელსაც ასეთი წმინდა მსახურები ჰყავს. ამრიგად, ძმებო, მართალია, უფალი ხანდახან უშვებს, რომ მართ-ლები ცილისწამებით დაიტანჯონ, მაგრამ ეს მათი სახელის განსა-დიდებლად აღესრულება. ხოლო ის, ვინც ცილს წამებდა, დაე, სამუ-დამოდ განიკურნოს განკითხვის ცოდვის ჩადენისაგან. ბერი განი-კითხეს, როგორც მრუში და ამ დროს იგი წმინდა და უბიწო იყო. იგი იცავდა ქალწულებას. ამიტომ, მისი მოთმინებისა და მორჩილების გამო, უფალმა განაცხადა ბერის უბიწოება და განადიდა მისი სახელი - როგორც სასწაულთქმედისა; ვინც მას განიკითხავდა, მიხვდა, რომ შესცოდა და ეს ცოდვა უმძიმესი იყო. ხშირად, შესაძლებელია, უდა-ნაშაულო კაცი გაასამართლონ, ამის მაგალითი ბევრია წმინდანთა ცხოვრებიდან. ამიტომ, დაე, უმიზეზოდ დადანაშაულებულმა და გა-ნსჯილებმა დაითმინონ, მორჩილებით დაელოდონ უფლის წყალობას და მისი იმედი ჰქონდეთ. ხოლო განმკითხველებმა, რომლებიც ჩვე-ულნი არიან სხვათა განსჯას, განაგდონ ბრიყვული ჩვევა და ახსო-ვდეთ წმინდა წერილის სიტყვები: ამისთვის ნუ წინაჲსწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრა-ხვანი იგი გულთანი და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაი ღმრთისა მიერ (1. კორ. 4,5). ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |