მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მიწიერი კეთილდღეობის ამაოების შესახებ

მიწიერი კეთილდღეობის ამაოების შესახებ


1-08-2014, 00:01

მიწიერი კეთილდღეობის ამაოების შესახებ

 


წმ. ბასილი დიდის სიტყვა - ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ

 

  ძმებო, ამ ქვეყნად ისე ვცხოვრობთ, თითქოს არასდროს მოვკვდე-ბით, არ ვზრუნავთ საიქიო ცხოვრებაზე, უფლის სამსჯავროზე, სიკვ-დილის შემდგომ ხვდერზე თითქმის არც ვფიქრობთ. ერთი ამბობს, ვიდრე დრო მაქვს, უნდა გავმდიდრდე ამა თუ იმ საშუალებით, რადგან ცოლ-შვილი მყავს, მეორე თავის სილამაზითა და სიძლიე-რით ტრაბახობს და ფიქრობს: მე ამას ვიზამ, იმას ვიზამ, ამასაც გავანადგურებ, იმასაც. მესამე გაიძახის: დავანგრევ ჩემს საცხოვრე-ბელს და უკეთესს ავაშენებ. სინამდვილეში ყველაფერი ეს ამაოება და არარაობაა და სხვაგვარად უნდა ვიცხოვროთ.

  წმ. ბასილი დიდი სიტყვაში ადამიანის ბუნების შესახებ, ამბობს: „ნუ ვიფიქრებთ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ისე, თითქოს ჩვენი სამუდამო სამყოფელი აქ იყოს. ნუ ვმზვაობრობთ ძლიერებით, ნუ ვმაღლობთ სიმდიდრით, არამედ, დავამარცხოთ ხორციელი მისწრაფებანი, ვიზ-რუნოთ ჩვენს სულზე. წარმოვიდგინოთ: სად არიან ჩვენი მამები? და სად - წინასწარმეტყველნი და მოციქულნი? აქ გამდიდრებულმა საიქიოს რა წაიღეს? როგორი შიშვლებიც დაიბადნენ, ასევე გარდაიც-ვალნენ, ცარიელი ხელებით. მაგრამ ღვთისმოშიშის კეთილი მსახუ-რება და ცხოვრება მათთავე რჩება. აქ რჩება მისი ხსოვნა და საქებარი სახელი; უწმინდურს კი საკუთარი ცოდვები თავს დაატყდება. ყოვ-ელი ჩვენთაგანი მიწისაგან ვართ შექმნილნი და კვლავ მიწას დავუ-ბრუნდებით. ყოველი კაცი სამოსელივით დაძველდება და გაცვდება. აქ არის ჩვენი ცხოვრების საწყისი, პური და წყალი, ჩვენი დღეები დათვლილია და მალე დასრულდება. ასე რომ, ძმებო, განვეშოროთ ყველა ბოროტ საქმეს. ამქვეყნიური ბედნიერება მუდმივი არ არის, არც მწუხარებაა მუდმივი. ხედავთ ყველაფერი როგორ ბრუნავს და იცვლება? დღეს მიწას შენ ამუშავებ, ხვალ კი - სხვა. ერთი გაღარიბდა, მეორე კი გამდიდრდა. მაგრამ თუ სულს ცოდვებით ვიღუპავთ, ვეცა-დოთ, აღვადგინოთ იგი მონანიებით".

   ამრიგად, ძმებო, ყველაფერი მიწიერი ამაო და ამაოებათა ამაოებაა! და ყველაფერი ხორციელი - წარმავალი და არარაობაა, გარდა სინ-დისისა და უკვდავი სულისა! და მხოლოდ ჩვენი საქმეები წარგ-ვიძღვებიან საიქიოს. მხოლოდ ჩვენი საქმეები გაგვაცილებენ სამუ-დამო სასუფეველში, უფლის სამსჯავროზე. მართლაცდა, სად არის სა-ხელი, სიმდიდრე, სილამაზე, ამქვეყნიური ფუფუნება? ვაი, რომ იგი აღარ არსებობს და ვერც ვერასდროს დააბრუნებ ადრინდელს. ამი-ტომაც, ნუ მივეჯაჭვებით იმას, რაც წარმავალია და სამუდამოდ და-ვუტევებთ ერთ დღეს! შევამკოთ და გავამდიდროთ საკუთარი თავი იმით, რაც წარგვადგება მარადისობაში, ანუ კეთილი საქმეებით და ამასთან, გვახსოვდეს, რომ საკუთარი თავის ყველაზე საშიში მტერია ის, ვისაც ჰგონია, თითქოს სიკვდილი არასდროს ეწვევა. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება