მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მიწიერი მონაგების ამაობა
მიწიერი მონაგების ამაობა30-07-2014, 00:01 |
წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა - მთელი ცხოვრების ბრძოლისა და სინანულის შესახებ
ამჟამად ხშირად გვხვდებიან სახარებისეული მდიდრები, რომლე-ბიც პორფირით და ბისონით იმოსებიან, მთელი დღე დალხინებუ-ლნი არიან, მაგრამ, ამასთან, არ იციან, რა არის სიყვარული და თა-ნაგრძნობა. ბევრს შეხვდებით, რომელიც გულში ფიქრობს: (ლუკ. 12,18). ბევრია ანგარებისმოყვარე, რომელიც მხოლოდ ფულში ხედავს ცხოვრების მიზანს და ძირითად ამოცანას. მხოლოდ ამაზე ხარჯავს მთელ ძალას, ენერგიას, ჯანმრთელობას, ფულზე ხშირად ცვლის სინ-დის-ნამუსს, სულს. ნუთუ ასეთებს არ სურთ, შეიგნონ რომ მთელი მათი წვალება და გარჯა შორეული ღრუბელივით გაქრება და წავა, როგორც სიზმარი? ნუთუ აქამდე ვერ ირწმუნეს, რომ რომელნი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ; რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისა (1. კორ. 7,31. იოან. 26,17), ნუთუ აქამდე ვერ ამჩნევენ, რომ ამქვეყნად არაფერია მყარი, საიმედო და მუდმივი? დიახ, ჩანს, მათ არ სურთ ამის გაგება, ამაში დარწმუნება არ სურთ ირგვლივ რაიმის დანახვა, რადგან ასე ცხო-ვრობენ. რა გავაკეთოთ? რა მოვუხერხოთ ასეთ ადამიანებს? საჭიროა, მათ შეიგნონ, შეამჩნიონ, ირწმუნონ. როგორ ვაიძულოთ ისინი, რომ აქამდე მივიდნენ? შევეცადოთ, წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით განვსწავლოთ ისინი. თუკი ჩვენი არ ესმით, იქნებ ყოველთა მასწავ-ლებელს მაინც მიუგდონ ყური. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „შეიგნეთ, ძმებო, ამქვეყნიურ, მიწიერ საზრუნავთა ამაოება. ადამიანი აქეთ-იქით აწყდება და მთე-ლი მისი ძალები იღუპება, ფიქრობს საკუთარი თავის ამაღლებას და ამასობაში, უღირსი ხდება. ფართოვდება ისე, როგორც ღრუბელი და შრება, როგორც თივა. აბობოქრებული ტალღის მსგავსად ხმაურობს, გაჰყვირის თავის თავზე და ისე ინაღვლება, როგორც ნაპერწკალი. შფოთავს და სიმდიდრის მოხვეჭას ლამობს, ვერაფერ აღწევს და კვდება. მის წილად რჩება ჩადენილი ცოდვები, მოხვეჭილი ქონება კი სხვისია. მას სიავე ელოდება საიქიოს, სხვას კი ლუკმა-პური, მის მიერ მოპოვებული. მას დარდი, სხვებს კი სიტკბოება და მაძღრისად ყოფნა. იგი ჯოჯოხეთში იტანჯება, მის სახლში კი მხიარულ სიმღერებს მღერიან. ჭეშმარიტად, აქ, ამ წუთისოფელში, ადამიანი საკუთარ თავს ტანჯავს, საიქიოს კი სამუდამო სატანჯველი ელოდება. აქ ბევრისმ-ძებნელი ყოველთვის მზად არის უსამართლობისათვის და მხოლოდ ანგარებისაკენ მიისწრაფვის. და რა არის ამ დროს გამდიდრებულის ამპარტავნება? სხვა არაფერი, თუ არა სულმოკლეობა, კადნიერება, მინავლული ნაცარი, სწრაფად დამჭკნარი ბალახი. დღეს ამპარტავ-ნებს, ხვალს კი კვდება; დღეს მდიდრულად ცხოვრობს, დილით კი ტირილით აცილებენ სამარეში; დღეს პორფირშია შემოსილი, ხვალ კი მკვდარს მოასვენებენ; ის, ვინ დღეს იმუქრება, ხვალ გამოიტირებენ; ვინც ტრაბახობს სახელოვნებით, წამიერად გაეყრება მას და არც იცის, სად მიდის; ამაო თავმოყვარეობის წყალობით საკუთარ თავს სამუ-დამო სატანჯველში აგდებს. ჰოი, რა ამაოა ამქვეყნიური დიდება." ძმებო, ყოველივე ამის შემდეგ, როგორც უგონო ბავშვები, რისთვის-ღა ვხარობთ და ვეძებთ ამქვეყნიურ უზრუნველობას? რისთვისღა მოვიხვეჭავთ სიმდიდრეს, თუ მისი შენარჩუნება არ შეგვიძლია? რის-თვის მივდევთ საკუთარ აჩრდილს, რომელიც მუდმივად გაგვირბის? ნუთუ ამ სწრაფმავალი, მიწიერი კმაყოფილებისათვის მოგვავლინა უფალმა ამქვეყნად? რისთვისღა ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდო-მებს საუკუნეების განმავლობაში? რატომ ვცვლით მუდმივს დროე-ბითში? ბოლოსდაბოლოს, რატომ ვერ შევიცნობთ ცხოვრების ჭეშმა-რიტ ამოცანასა და მიზანს? დაე, მუდამ გვახსოვდეს, რომ ამქვეყნად ყველაფერი არარაობა და ამაოა, გარდა სინდისისა და უკვდავი სული-სა. გვახსოვდეს, რომ საკუთარი თავი უნდა შევიმკოთ იმით, რაც საი-ქიოს გაგვყვება, ე.ი. - კეთილი საქმეებით. გვახსოვდეს, რომ საკუთა-რი თავის ყველაზე საშინელი მტერია ის, ვინც მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე ფიქრობს და არა სულზე. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |