მთავარი > სხვადასხვა > უფლის თვალში დიდად ფასობს დაუმსახურებელი წყენისა და შეურაცხყოფის მოთმინებით ატანა

უფლის თვალში დიდად ფასობს დაუმსახურებელი წყენისა და შეურაცხყოფის მოთმინებით ატანა


28-07-2014, 00:01

უფლის თვალში დიდად ფასობს დაუმსახურებელი წყენისა და შეურაცხყოფის მოთმინებით ატანა

 

სიტყვა პატერიკიდან, მორჩილების შესახებ

 

   დამსახურებული წყენისა და შეურაცხყოფის ატანა ძალიან ძნელია, მაგრამ დაუმსახურებელი წყენის გადატანა-ენით გამოუთქმელი. მარ-თლაცდა, არანაირი მტრობა არ გვამოძრავებს ადამიანის მიმართ, სიკეთის მეტი მისთვის არაფერი გაგვიკეთებია, ის კი ყველანაირად გვავიწროებს, ყოველ ნაბიჯზე შეურაცხვგყოფს, ავსიტყვაობს; ესეც ცოტაა, ხშირად შეუბრალებელია ჩვენს მიმართ. რა უნდა ვქნათ? გული გვისკდება ასეთი წყენისაგან, ადგილს ვერ ვპოულობთ და დარდისაგან, სად წავიდეთ არ ვიცი, ვეღარ ვხვდებით, რა გავა-კეთოთ. რა თქმა უნდა, ეს საშინელი მდგომარეობაა, სამაგიეროდ, თუკი ასეთ წყენას ღირსეულად დავითმენთ, უფლისაგან განსაკუთ-რებული ჯილდო გველის; განა თავად უფალი არ ამბობს: ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდნენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიც-რუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრევე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენისა (მათ. 5, 1-12).  დიახ, ჭეშმარიტად ფრიად არს. იცოდეთ ძმებო, უდრტვინვე-ლად გადატანილი წყენა, ტკივილი, შეურაცხყოფა, წმინდა ღვაწლად ჩაგეთვლებათ და წამებულებივით ახლოს იქნებით უფალთან. ასეთი ადამიანების ლოცვას თავისი შეურაცხმყოფელის სულის გამოხსნაც კი შეუძლია.

   ალექსანდრიასთან ახლოს ცხოვრობდა ხუცესი, რომელსაც საშინე-ლი ხასიათი ჰქონდა. ერთმა ახალგაზრდა ბერმა შეიტყო ამის შესახებ და თავის თავს უთხრა:

   -უფალო, ბევრი შემიცოდავს შენს წინაშე; ამიტომ ჩემი ცოდვების შესამსუბუქებლად წავალ ფიცხ ხუცესთან, მას ვემსახურები და შევე-ცდები, მოთმინებით გადავიტანო ყველაფერი.

   ასეც მოიქცა და მასთან საცხოვრებლად მივიდა. ამბობენ, რომ ხუ-ცესი ისე ამწარებდა და ისე ექცეოდა მას, როგორც ძაღლს. გავიდა ექვსი წელი და ბერმა იხილა ვიღაც საშინელი კაცი, რომელსაც ხელში გრაგნილი ეჭირა. მან ბერს ასე მიმართა:

   -აი, შენი ვალის ნახევარი უფალმა წარხოცა. იზრუნე, რათა დანარ-ჩენი ვალიც გადაიხადო.

   უნდა აღვნიშნოთ, რომ იქვე, მახლობლად, ცხოვრობდა ერთი მჭვრე-ტელი ბერი, რომელსაც ყოველთვის ესმოდა, თუ როგორ შეურაცხყო-ფდა მრისხანე ბერი ახალგაზრდა მოწაფეს, ეს უკანასკნელი კი მუდამ პატიებას სთხოვდა მასწავლებელს. მაგრამ ხუცესი, მოწაფის მორჩი-ლების მიუხედავად, არაფერს პატიობდა. როდესაც მჭვრეტელი ბერი შეხვდებოდა ახალგაზრდას, ჩვეულებრივ ეკითხებოდა:

   -აბა, შვილო, დღემ როგორ ჩაიარა, რაიმე მოვიპოვეთ? წაშალე რამე უსტარში?

   ახალგაზრდამ იცოდა ბერის ნათელმხილველობის შესახებ, არაფერს უმალავდა და ყოველთვის ასე პასუხობდა:

   -დიახ, მამაო, ცოტაოდენი ვიშრომე.

   როდესაც მოწაფე შეურაცხყოფილი, შეფურთხებული, დაცემული არ იყო, მაშინ ტირილით მიდიოდა მჭვრეტელთან და შესჩიოდა:

   -ვაიმე, ამბა, ცუდი დღე მქონდა, წყნარად გავატარე იგი და ვერა-ფერი მოვიპოვე.

   გავიდა კიდევ ექვსი წელი, მორჩილი ბერი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ მჭვრეტელმა იგი წამებულთა დასში, თავისი მას-წავლებლისთვის მლოცველი იხილა:

   -უფალო, როგორც შენ შემიწყალე ჩემი ხუცესის მეშვეობით, ასევე შეიწყალე ისიც შენი უხვი წყალობით, ჩემი მხურვალე ლოცვის გამო. გარდაცვლილის ლოცვა უფალმა შეისმინა. ნათქვამია, რომ ორმოცი დღის შემდეგ, რაც უფალმა თავისთან იხმო მორჩილი ბერი, გარდა-იცვალა მსიხანე ხუცესიც და მისმა სულმა მშვიდად განისვენა.

   ნაამბობის მიხედვით, თუ რაოდენი კადნიერება აქვთ უფლის წი-ნაშე მათ, ვინც მის გამო წყენასა და შეურაცხყოფას ითმენენ.

   ამიტომ, ნუ ვიქნებით სულმოკლენი, როდესაც დაუმსახურებლად შეურაცხგვყოფენ და გვაწყენინებენ, არამედ გვქონდეს სასოება უფ-ლისა და თავი იმით ვინუგეშოთ, რომ ამ დათმენისათვის საიქიოს უდიდესი ჯილდო გველოდება. გვახსოვდეს, რომ როდესაც ვითმენთ ამაო წყენას, უნდა გვიხაროდეს, ვინაიდან, ხშირი წყენისა და ტკივი-ლის წყალობით სწრაფად ვუახლოვდებით უფლის სასუფეველს, მოვიპოვებთ უფლებას, მასთან ახლოს დავიმკვიდროთ განსასვენე-ბელი. ნუ შეგაწუხებთ შეურაცხმყოფელი სიტყვების მოსმენა, დაცინ-ვა, გულისტკენა, თუნდაც დევნა, პირიქით, გახსოვდეთ, რომ თქვენ უფლის გამო ითმენთ, დიდსულოვნად გადაიტანეთ ყოველივე ეს და ემსახურეთ უზენაესს, მისდიეთ მის მაგალითს და თავი უფლის სიტყვებით დაიწყნარეთ:ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედ-რიდნენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხი-არულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცა-თა შინა, რამეთუ ეგრევე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწი-ნარეს თქუენისა (მათ. 5, 1-12). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება