მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > დათმენის შესახებ

დათმენის შესახებ


21-07-2014, 00:01

დათმენის შესახებ

 

   წმინდა იოაკობ მოციქული წერს: ნეტარ არს კაცი, იგი, რო-მელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გვირგვინი ცხორებისაჲ, რომელი აღუთქუა ღმე-რთმან მოყუარეთა მისთა (იაკ. 1,12). ამრიგად, მოციქულის თქმით, დათმენისათვის ჯილდო გვაქვს გამზადებული, მაგრამ რო-გორ დავრწუნდეთ ამაში? ვფიქრობთ, უკეთესია, მაგალითები მო-ვიყვანოთ და ამით დავადასტუროთ მოციქულის სიტყვის ჭეშმა-რიტება.

   ერთ ხუცესს წილად ხვდა წმინდანთა განსასვენებელი ადგილი ეხილა და აი, ერთ საოცარ ადგილას საოცარი კაცი ნახა და ჰკითხა:

   -რას აკეთებდი ერში?

   -მე ერთი ბოროტი კაცის მუშა ვიყავი, ბოლომდე ვითმენდი მის სი-ავეს, ჯამაგირს არასდროს მაძლევდა და მხოლოდ ბოროტებას მიკე-თებდა. ამის გამო სიკვდილის შემდეგ აქ მხვდა განსასვენებელი.

   შემდეგ ხუცესმა იხილა მეორე კაცი, რომელიც ასევე საოცარ და დიდებულ ადგილას განისვენებდა. ახლა მას ჰკითხა:

   -რით დაიმსახურე ასეთი ნეტარება?

   მან უპასუხა:

   -მე ვიყავი კეთროვანი და ბოლომდე მადლიერებით ვითმენდი ჩემს სატკივარს. ამიტომაც, სიკვდილის შემდეგ ეს ადგილი მხვდა განსა-სვენებლად.

   დაბოლოს, ბერმა იხილა მესამე, რომელიც არც ისე კარგ ადგილას იყო და ჰკითხა:

   -რისთვის ხარ აქ?

   მან უპასუხა:

   -დიდი ხნის განმავლობაში ბერი ვიყავი, მუდამ ვშრომობდი და ვი-ღვწოდი სულის ხსნისათვის. ამის გამო ეპისკოპოსად მაკურთხეს.

   როგორც ხედავთ, დათმენისათვის საიქიო ჯილდო გველოდება, ის-იც მართალია, რომ ჩვენს მიერ უდრტვინველად გადატანილი ყო-ველგვარი სატკივარი ზეციურ სამყაროში ულევი სიხარულით შეგვე-ცვლება. მარად გვახსოვდეს: თუკი მოვითმენთ, დადგება დრო, რო-დესაც უფალი ცრემლებს მოგვწმენდს. ყოველგვარი განსაცდელი დიდსულოვნად დაითმინეთ, ვინაიდან საიქიოს მყოფნი დიდების გვირგვინით იმოსებიან და ხარობენ. გააღვიძეთ საკუთარ თავში უდრტვინველად მოთმინების უნარი, ამით დაამარცხებთ ეშმაკებს, ჩააქრობთ გეჰენიის ცეცხლს, დათრგუნავთ ვნებებს, ყოველგვარი სა-ტანჯველისა და სადარდელისაგან იხსნით თავს და ეს აუცილებლად მოგიტანთ საუკუნო ნეტარებას, იმქვეყნად უფლის ხილვას ეღირსე-ბით და ზეციურ წყალობას დაიმსახურებთ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება