მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ანდერძის შესახებ (ნაწილი 2)

ანდერძის შესახებ (ნაწილი 2)


20-07-2014, 00:01

 

 

წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა მოწყალების შესახებ. სიკვდილის შემდეგ აღსრულებული მოწყალება სიკეთეა. სიტყვა სინანულის შესახებ

 

 

   უდავოა, რომ ანდერძით უფალსაც უნდა მივაგოთ პატივი, ასეთი შესაწირი სულის ხსნის საქმეში დაგვეხმარება. წმინდა მამების სწა-ვლების მიხედვით, ძნელი არ არის სიკვდილის შემდეგ მოწყალების არსს ჩავწვდეთ; ჩვენ ყველას გვწამს, რომ მიცვალებულისთვის აღ-ვლენილ ლოცვას სიკეთე მოაქვს მათი სულებისათვის. და თუკი შენი სიკეთე სიკვდილის შემდეგაც ნაყოფს გამოიღებს, ნუთუ იგი ბევრ მლოცველს არ გაგიჩენს? თუკი ეკლესიის მსახურებს უწყალობებ, განა ისინი მუდმივად არ მოგიხსენიებენ ლოცვის დროს? თუკი ღარიბებს შეეწევი, განა ისინი არ ილოცებენ თქვენი სულისათვის? ეკლესიისა და ღარიბების ლოცვა-ვედრება ყოველთვის ძლიერია და უფალი ყურად იღებს მას. აღსრულებული მოწყალება ყოველთვის წარგვა-დგება საიქიო ცხოვრებაში. ღატაკების მიმართ გაღებულ მოწყალებას რომ დიდი სიკეთე შეუძლია მოგვიტანოს, ამის შესახებ გარდაცვ-ლილებიც საუბრობენ. მეუფე ლუკა ჰყვებოდა: „ჩვენს ქვეყანაში გარდაიცვალა თავადი, იგი პატივით დამარხეს; მე მაშინ ჯერ კიდევ ყრმა ვიყავი; ერთხელ სასაფლაოსთან ახლოს გავიარე და დავინახე ნახშირივით შავი ადამიანი. მან დამიძახა. როდესაც მივუახლოვდი, შიშისაგან ენა ჩამივარდა. მან მითხრა: მე ჩემს მემკვიდრეებს ვუან-დერძე, გლახაკთათვის გარკვეული თანხა დაერიგებინათ ჩემი სულის საცხონებლად, აქამდე ანდერძი არ შეუსრულებიათ, წადი და უთხარი მათ, აუცილებლად შეასრულონ ჩემი დანაბარები, წინააღმდეგ შე-მთხვევაში, სამუდამოდ იმ მდგომარეობაში ვიქნები, რაშიც მხედავ. ამ ამბით შეშინებულს არავისთვის მითქვამს ნანახის შესახებ, სამაგი-ეროდ, დღემდე ვიტანჯები სინდისის ქენჯნით".

   ამრიგად, ძმებო, ქველმოქმედების დროს ნუ ვიქნებით ძუნწები, საკუთარი ქონების წილი ვუანდერძოთ ეკლესია-მოანსტრებს, ღატა-კებს. თუკი ამქვეყნად კეთილად ვიცხოვრებთ და სიცოცხლეშივე პა-ტივს მივაგებთ უფალს, შევწირავთ ძღვენს, იგი, თავისი უსაზღვრო გულმოწყალებით ჩვენს სულს სიმშვიდესა და სიმსუბუქებს მიანი-ჭებს გარდაცვალების შემდეგ. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 

 

 


 

 

 

 


 

 


უკან დაბრუნება