მთავარი > სხვადასხვა > ანდერძის შესახებ (ნაწილი 1)

ანდერძის შესახებ (ნაწილი 1)


19-07-2014, 00:01

ანდერძის შესახებ (ნაწილი 1)

 


წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა მოწყალების შესახებ. სიკვდილის შემდეგ აღსრულებული მოწყალება სიკეთეა. სიტყვა სინანულის შესახებ

 

   მრავალი სიკვდილამდე ანდერძს ტოვებს. ზოგიერთი ამ ანდერძით შესაწირავს უტოვებს ეკლესია-მონასტრებს და ღარიბებს. ამას იმ იმედით ჩადიან, რომ უფალი მათზეც მოიღებს მოწყალებას. ზოგი-ერთი კი კეთილი საქმისთვის არაფერს ტოვებს, ფიქრობს, რომ თუკი სიკეთის ჩადენა გსურს, სიცოცხლეში უნდა აღასრულო, ხოლო სიკვდილის შემდეგ ჩადენილი სიკეთე კეთილ საქმედ არ ითვლება. როგორ ფიქრობთ, ძმებო, სამართლიანად ფიქრობენ ეს უკანასკნელნი? ჩვენი აზრით, ეს არასწორია, ვინაიდან ჯერ ერთი, სჯობს, გვიან გა-აკეთო სიკეთე, ვიდრე არასდროს; და მეორე, სიკვდილის შემდეგ ჩადენილი კეთილი საქმე სულს აუცილებლად შეეწევა. ამას თავად იოანე ოქროპირი გვასწავლის.

   წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „სიკვდილის შემდეგ აღსრულე-ბული მოწყალება დიდი სიკეთეა; შეიძლება ეს ისე ფასეული არ იყოს, როგორც სიცოცხლეში ჩადენილი კეთილი საქმეები, მაგრამ ეს რომ შესაძლებელია, სრული ჭეშმარიტებაა! თუკი ანდერძში შენს ახლობელთან ერთად იესო ქრისტესაც მოიხსენიებ და შენი ქონე-ბიდან წილს მისცემ, ეს ისე ჩაგეთვლება, თითქოს სიცოცხლეში მიაგე მას პატივი. როდესაც უკვე აღარ ხარ შენი ქონების ბატონ-პატრონი და უფალს თავისი წილი მიაგე, კაცთმოძულეობის ცოდვა ჩამორეცხილი გაქვს. თუ ასე არ მოიქცევი, რა წყალობას უნდა ელოდო? შენ ხომ სიცოცხლეშიც არ გიცდია მოწყალე ყოფილიყავი და სივდილის შემ-დგეგაც არ იზრუნე ამისთვის?"

   ასე ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი. ჩვენი სიტყვის კიდევ უფრო განსამტკიცებლად მოვიხმობთ ეკლესიის სიტყვას სინანულის შესა-ხებ. 20 ივლისის სვინაქსარში ვკითხულობთ: „სიკვდილის წინ ანდერ-ძში შვილებთან და ნათესავებთან ერთად ზეციურ მამასაც მიაგე მისაგებელი - ღატაკნი დააპურე და თავად დაგიდგები, დაიმკვიდრებ ზეციურ სასუფეველს. არავინ გაცდუნოთ, აღასრულეთ მოწყალება სიკვდილის შემდეგაც".

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 

 


უკან დაბრუნება