მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სასოწარკვეთილების შესახებ
სასოწარკვეთილების შესახებ17-07-2014, 00:01 |
სიტყვა ცოდვილთა შესახებ, რომელთაც მონანიება არ სურთ
ადამიანი, როდესაც ჭეშმარიტად ნანობს უღირს საქციელს, მეორედ აღარასოდეს შესცოდავს. პირიქით, სიკეთით აღიჭურვება და შეცო-დებები მიეტევება. მხოლოდ ურწმუნოების, შეუნანებლობის და სისა-სტიკის ცოდვა არ მიეტევება, რადგან ურწმუნოები, მოუნანიებელი და გასასტიკებული ცოდვილები ვერასდროს დაიმკვიდრებენ ცათა სასუ-ფეველს. უფალი ამბობს: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტევოს კაცთა (მათ. 12,31); ურწმუნოება, მოუნანიებლობა, სასოწარკვეთა, სულიწ-მინდის მგმობელი საშინელი ცოდვებია. ჩვენდა სამწუხაროდ, მრავალ ასეთ ცოდვილს ვხვდებით ამქვეყნად. რამდენი უგუნურია, რომლე-ბიც ამბობენ: -ვიღუპები და დავიღუპო, სულერთია უფალი არ მაპატიებს! და სულ უფრო და უფრო ეფლობიან ცოდვის ჭაობში. როგორ მოვი-ყვანოთ ასეთი ადამიანები გონს? როგორ გავუწოდოთ დახმარების ხელი? როგორ ვიხსნათ სატანის კლანჭებისაგან? ვილოცოთ მათთვის; ამასთან, შევაგონოთ, რომ ვიდრე დროა-შეინანონ. როგორ შევაგო-ნოთ? როგორ და უფლის სიტყვით, წმინდანთა სწავლების დახმა-რებით. მოგიყვანთ ერთ მაგალითს. სვინაქსარში მათ შესახებ, ვისაც მონანიება არ სურთ, ნათქვამია: მრავალი ცოდვილი ამბობს: „სავსე ვარ ცოდვებით, როგორ უნდა მივეახლო უფალს, როგორ შევავედრო ასეთი ცოდვებით დამძიმე-ბული სული?" ჰოი, ძმანო, რა საჭიროა ასეთი უიმედობა? მიდი უფ-ალთან, მიიღე უდიდესი ნუგეში, ვინაიდან საკუთარი თავის ხსნა შენ არ გსურს იმდენად, რამდენადაც თავად უფალს სურს შენი ცხონება. არასდროს თქვა: „დავიღუპე და ახლა რაღა ვქნა?" გახსოვდეს, რომ შენ გყავს მკურნალი, რომელსაც ხელეწიფება ყველა სატკივარის დაამება; იგი მუდამ მზად არის დაგეხმაროს და სულიერი ტკივილები დაგი-ამოს, თუკი წუხილს გაუმხელ და აღსარებით გაენდობი. მონანიება წმენდს და ასუფთავებს აღმსარებელს. კარგია, როდესაც არ სცოდავ, მაგრამ ისიც მადლია, როდესაც სინანული გიპყრობს. როგორც ავადმყოფი თავისუფლდება სატკივრისაგან და გამოჯანმრთელდება, ასევე ჯანმრთელდება სულიერად მონანული ცოდვილი. ბოროტება ის კი არ არის, როდესაც დაეცემი, არამედ ის, როდესაც აღარ წამოდგები. ალბათ იტყვით - მე სასიკვდილოთ ვცოდე. მაგრამ მითხარით, ვინ არის ამქვეყნად უცოდველი? დაიმახსოვრეთ, ნათ-ქვამია: (ეს. 43,26); იტირე, ვიდრე დრო გაქვს, მოინანიე და ნუ დაკარგავ ძვირფას წუთებს. ნუ დაელოდები იმ შემთხვევას, როცა მონანიების საშუალება აღარ გექნება. მაშ, გავაკეთოთ კეთილი საქმე, ვიდრე შეგვიძლია. გჯეროდეთ, რომ მამას ისე არ უყვარს შვილი, როგორც უფალს სინანულში ჩავარდნილი ცოდვილი უყვარს. უფლის სიყვარული ადამიანთა მიმართ იმდენად ძლიერია, რომ არც ერთ მონანულს არ მიატოვებს და ვისაც ცხონება სურს, ყოველთვის შეუძლია იგი მოიპოვოს. ასევე დაემართა ავაზაკს; მას არ ჰქონდა სულის ხსნის დრო, მაგრამ რწმენითა და საკუთარი ცხოვრების გამო-მან ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრა. ამრიგად, ცოდვილნო, განიწმიდეთ თქვენი გონება და გული, აღი-არეთ საკუთარი ცოდვები. გესმით, რას ამბობენ წმინდა მამები? – „თქვენ თავად არ გსურთ გადარჩენა ისე, როგორც უფალს სურს თქვენი სულის ხსნა და მამასაც არ უყვარს შვილი ისე ძლიერად, როგორც უფალს მონანიე სული. უფლის გულმოწყალება იმდენად დიდია, რომ არცერთ მონანიე ცოდვილს არ უარყოფს და არ მია-ტოვებს." ამის შემდეგ, რატომღა უნდა შევურაცხყოთ უმიზეზოთ უფლის მოწყალება? რაღა საჭიროა საკუთარ თავს მოვუსპოთ სუ-ლიერი გაჯანსაღების მაცოცხლებელი წყარო-სინანული? რატომღა უნდა გავექცეთ მოყვარულ მამას და მივეახლოთ ბოროტის მქმნელს - სატანას? მოინანიეთ, მოინანიეთ და სასოწარკვეთილებაში ნუ ჩა-ვარდებით. მძიმეა თქვენი ცოდვები, მაგრამ უფალს არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი სამყაროს განკურნების ძალა აქვს. აღურა-ცხელია თქვენი ცოდვები, მაგრამ დაუსრულებელია უფლის მოწყა-ლება მონანიე ცოდვილის მიმართ. იმედს ნუ დაკარგავთ, მაგრამ შეინანეთ და ისწრაფვეთ უფლისაკენ. აღიარეთ უფლის წინაშე თქვე-ნი ცოდვილი საქმეები და უცილობლად მიიღებთ მისგან შენდობას, ამას ხომ თავად უფალი გიმოწმებთ, როდესაც ბრძანებს: ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით - შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე (ეს. 44,22). ამაშივე გვა-რწუნებს უფლის საყვარელი მოწაფეც: უკუეთუ აღვიარნეთ ცოდ-ვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგვიტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმინდნეს ყოვლისაგან სიც-რუისა (1 იოან. 1,9). გესმით, თუ არა? არა რომელიმე, არამედ ყოველგვარი უსამართლობისაგან, რაც ნიშნავს, რომ ყოველგვარი ცოდვისაგან განიწმიდებით, რაც არ უნდა მძიმე იყოს ის. არასდროს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში, მოინანიეთ და უფლისაგან შენდობა და გამართლება მიიღეთ. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |