მთავარი > საცდურები > მორჩილებისა და სიზარმაცესთან ბრძოლის გამო ადამიანი უფლისაგან დიდების გვირგვინს მიიღებს

მორჩილებისა და სიზარმაცესთან ბრძოლის გამო ადამიანი უფლისაგან დიდების გვირგვინს მიიღებს


16-07-2014, 00:01

მორჩილებისა და სიზარმაცესთან ბრძოლის გამო ადამიანი უფლისაგან დიდების გვირგვინს მიიღებს

 

ერთი ბერის მორჩილების შესახებ

 

   როსტოვის მიტროპოლიტი მამა დიმიტრი ამბობს: „იღვაწე მონდო-მებით, ნუ იზარმაცებ, ნუ ჭმუნავ, მოღვაწეობის ჟამს ეცადე, ბო-როტზე გაიმარჯვო, ასეთებს უფლისაგან დიდების გვირგვინი აქვთ გამზადებული, დიდება და ნეტარება ელით". მართალია, თუ არა, რომ ვინც იღვწის, არ ზარმაცობს, ებრძვის საკუთარ თავს-დიდების გვირგვინით შეიმოსება? დიახ, მართალია. ასე ამბობს ღირსი მამა და უდავო ჭეშმარიტებაა ის, რომ მუდმივი მუშაკობა, სიზარმაცესთან ბრძოლა, ბოროტზე გამარჯვება, სულის მაცხოვნებელი საქმეა და ამისთვის უდიდესი ჯილდო გველოდება.

   ერთ-ერთ ბერს, რომელიც ბედსაიდაში ცხოვრობდა, ჰყავდა ერთი მოწაფე. ბერს წესად ჰქონდა ყოველდღე ესწავლებინა მისთვის, თუ რა იყო სულის ხსნისათვის საჭირო; ამის შემდეგ აღავლენდა ლოცვას და მორჩილს დასაძინებლად უშვებდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ მნახველები მოუვიდნენ, ხუცესმა ტრაპეზი გაუმართა. კარგა ხანი გა-ვიდა. როდესაც სტუმრები წავიდნენ, ბერმა საღამოს ჩვეულებას არ უღალატა და როგორც ყოველთვის მორჩილს სულის ხსნის შესახებ ესაუბრა. საუბრის დროს ბერს ჩასთვლიმა. მორჩილი მოძღვრის გა-ღვიძებას ელოდა და ამ დროს სულ ფიქრობდა, ხომ არ წავიდე კურთხევის გარეშე? იგი ამ აზრს მთელი რამე ებრძოდა. შვიდჯერ მაინც მოუარა სურვილმა, დაუკითხავად წასულიყო დასაძინებლად, მაგრამ შვიდჯერვე შეებრძოლა საკუთარ თავს. როდესაც გათენდა და ხუცესმა გაიღვიძა, დაინახა, რომ მასთან მორჩილი იდგა. მან შესძახა:

   -ნუთუ ამდენ ხანს არ წასულხარ?

   მოწაფემ უპასუხა:

   -შენი კურთხევის გარეშე წასვლა ვერ გავბედე.

   ბერმა ჰკითხა:

   -რატომ არ გამაღვიძე?

   მორჩილმა უპასუხა:

   -რომ არ შემეწუხებინე.

  ამის შემდეგ მათ ცისკრის ლოცვა წაიკითხეს, იგალობეს და ბერმა მორჩილი გაუშვა. მარტოდ დარჩენილ ბერს ხილვა ჰქონდა: ვიღაცამ მას ნათელი ადგილი აჩვენა, იქ ტახტრევანი იდგა, რომელზეც შვიდი გვირგვინი იყო დაბრძანებული. ბერმა გამოცხადებულ უცნობს ჰკი-თხა:

   -ვის ეკუთვნის ეს გვირგვინები?

   მან უპასუხა:

  -ეს ადგილები და ტახტრევანი, შვიდივე გვირგვინი, შენს მოწაფეს ებოძა იმიტომ, რომ მთელი ღამე არ მიგატოვა.

   ამის მხილველი ბერი გაოცდა. მოწაფე იხმო და ჰკითხა:

   -მითხარი, რა გააკეთე ან რას ფიქრობდი გასული ღამის განმავლო-ბაში?

   -მაპატიე, მამაო, კარგი არაფერი გამიკეთებია.

   ბერმა წვრილად გამოჰკითხა ყველაფერი. მაშინ მორჩილმა უპასუხა:

   -ერთადერთი კარგი, რაც გავაკეთე ის არის, რომ შვიდჯერ მოვინ-დომე წავსულიყავი შენი კურთხევის გარეშე და არ წავედი.

   მაშინ კი ყველაფერს მიხვდა ბერი, გაიგო, რომ რამდენჯერაც გაი-მარჯვა მორჩილმა ცოდვილ სურვილზე, იმდენი გვირგვინი ებოძა. ეს ამბავი ბერმა ზოგიერთ ძმას უამბო, რათა სცოდნოდათ, რომ ცოდვილ ფიქრებთან ბრძოლის გამო უფალი ჯილდოს გვიძღვნის.

   ამრიგად, უდავო ჭეშმარიტებაა ის ფაქტი, რომ სიზარმაცესთან და სხვა ბოროტებასთან ბრძოლისათვის ქრისტიანი უფლისაგან დიდების გვირგვინით შეიმოსება. აქ შევჩერდეთ. თუკი მცირედი შებრძოლების გამო მოწაფე დაჯილდოვდა, მაშინ რა შეიძლება ვთქვათ მათ შესახებ, ვინც მუდმივად მღვიძარებს და არ ემორჩილება ამქვეყნიურ ცოდვას, ებრძვის და ამარცხებს ბოროტებას? რაღა თქმა უნდა, მათი ჯილდო დიდია. საინტერესოა, რა არის ეს ძღვენი? ამის შესახებ უფალი ამ-ბობს: რომელმან სძლოს, მივსცე მას დაჯდომაჲ ჩემ თანა საყდარსა ჩემსა (გამოცხ. 3,21). ამიტომ საუბარი კვლავ ღირსი მამა დიმიტრის სიტყვებით დავასრულოთ: „აიძულე საკუთარი თავი და არ დაინდო ხორცი, ებრძოლე სიზარმაცეს, ცოდვილ აზრებს და უხრ-წნელი გვირგვინით შეიმოსები". ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება