მთავარი > ლოცვა > იმის შესახებ, თუ როგორი სულიერი განწყობით უნდა მივიდეთ ეკლესიაში, როგორ უნდა ვიდგეთ იქ და როგორ უნდა მოვიქცეთ იქიდან გამოსვლისას
იმის შესახებ, თუ როგორი სულიერი განწყობით უნდა მივიდეთ ეკლესიაში, როგორ უნდა ვიდგეთ იქ და როგორ უნდა მოვიქცეთ იქიდან გამოსვლისას15-07-2014, 05:59 |
ლოცვის დროს შიში და რიდი გვმართებს
როდესაც დღესასწაულებზე ეკლესიის ზარები გვიხმობენ, ჩვეუ-ლებრივად ვამბობთ: „ეკლესიის ზარები გვიხმობს, ე.ი. უნდა წავი-დეთ". ჩვენ არ ვფიქრობთ იმ სულიერი განწყობის შესახებ, რაც უნდა გვქონდეს იქ წასვლისას, ლოცვისას, ღვთისმსახურების დროს ან როგორ უნდა მოვიქცეთ იქიდან წამოსულები. ეს კი ჩვენი სულიერი ცხონებისათვის მთავარია. ახლა ისმინეთ მამათა სწავლებანი ამ სა-კითხთან დაკავშირებით. როდესაც უფლის ტაძარი სალოცავად გვიხმობს, დაუტევე მიწიერი საქმეები და ესწრაფე ზეციურს. ისეთი სულიერი განწყობით წადი ეკლესიაში, როგორითაც პეტრე და იოანე მიდიოდნენ უფლის განსას-ვენებელთან. როდესაც წმინდა ტაძარში მიდიხარ, იფიქრე იმაზე, ვინმეს ხომ არ აწყენინე, თავადაც გული გაიწმინდე მრისხანებისაგან და მაშინ უფლის წყალობა სულს გაგინათებს. არასდროს თქვა: „ბევრი ვცოდე, უსამართლოდ ვიქცეოდი, ამიტომ უფალთან, მის ეკლესიაში მიახლებას ვერ შევძლებ". სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით და უფლის ყოვლისშემძლეობით არასდროს გაწბილდები. ეკლესიაში მისვლისთანავე პატივი მიაგე სასულიერო პირებს, ეპისკოპოსის წი-ნაშე თავი დახარე, შეევედრე, გაკურთხონ და დაგლოცონ. გულითა და გონებით მიეახლე უფალს. უფლის შიში და კრძალვა მუდამ გულით ატარე, მორჩილად იდექი ღვთისმსახურების დროს, გონება ზეცისაკენ მიმართე და სინანულით აღსავსემ ილოცე. როდესაც ეკლესიიდან გამოხვალ, იყავი ყველას მიმართ სათნო, მწუხარენი დაამშვიდე, საკუთარი მწუხარება კი დაითმინე, ღატაკებს უხვად უწყალობე, მიუსაფარი მწირები და მოგზაურნი სახლში შეი-პატიჟე, იყავი მორჩილი, ამაოდ ნუ ილაპარაკებ, განაგდე შენგან ამპარტავნება და შური, გულმოდგინედ ილოცე, არავინ განიკითხო და ბოლოს, იყავი ჩაგრულთა დამცველი და ნუ-ორგული. თუ ასე მოიქცევი, იცხოვრებ სახარებისეულად, შეიქმნები ძე უფლისა და გარდაცვალების შემდეგ სამუდამო სასუფეველს დაიმკვიდრებ. ამრიგად, წადით ეკლესიაში ყოველგვარ განკითხვას მოკლებული. იქ შესვლისას ილოცეთ მონდომებითა და მორჩილებით, გქონდეთ უფლის რიდი და კრძალულება. ხოლო როდესაც წამოხვალთ ეკლესი-იდან, საკუთარი თავი კეთილი საქმეებით შეიმკეთ. გაფრთხილებთ, არასდროს გაატაროთ უქმად დრო და არ დაკარგოთ ლოცვის მადლი. მიდით ეკლესიაში, რაც შეიძლება ხშირად, ილოცეთ სულის დასა-მშვიდებლად, მოუსმინეთ საღვთო წერილს და საუკუნოდ ცხონდე-ბით. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |