მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > უეცრად გარდაცვლილთა საიქიო ცხოვრების შესახებ არ უნდა განსაჯოთ

უეცრად გარდაცვლილთა საიქიო ცხოვრების შესახებ არ უნდა განსაჯოთ


14-07-2014, 00:01

უეცრად გარდაცვლილთა საიქიო ცხოვრების შესახებ არ უნდა განსაჯოთ

 

სიტყვა აღსარების შესახებ

 

   ძმებო, ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ იმაზე, რაც ჩვენი საქმე არ არის. მაგალითისთვის ავიღოთ შემდეგი. უეცრად გარდაიცვლება ადამი-ანი, რომელმაც ვერ მოასწრო ცოდვების მონანიება და აღსარება. ჩვენ ვიწყებთ მსჯელობას: ცოდვილად ცხოვრობდა, უზიარებლად მოკვდა, ცუდი დღე ელის საიქიოს! სწორია თუ არა ამგვარად განსჯა?

   ამგვარი საუბრების უსაფუძვლობა რომ გიჩვენოთ, შეგეკითხებით: თქვენ რა, უფლის სამსჯავროზე იყავით, როდესაც უეცრად გარდაცვ-ლილს ასამართლებდნენ? თუ გარდაცვლილის გულის საიდუმლოს ყველა კუნჭული ცნობილი იყო თქვენთვის? განა იცოდით, რას ფიქ-რობდა იგი სიკვდილის წინ? არა?! მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მსჯელობა ცარიელი და ფუჭი სიტყვებია. ვინ არის ცოცხალთა და მკვდართა ერთადერთი განმსჯელი? უფალი! აქედან გამომდინარე, ვინ განაგებს ჩვენს საიქიო ცხოვრებას? კვლავ უფალი! რაღა თქმა უნდა, ნათელია, რომ ჩვენი მსჯელობა-გარდაცვლილთა საიქიო ხვე-დრის შესახებ-მცდარია. ამის დასამტკიცებლად ავიღოთ თუნდაც ეს მაგალითი. ვის შეეძლო, ეფიქრა, რომ ქრისტესთან ერთად ჯვარზე გაკრული ავაზაკი უფალთან ერთად შევიდოდა სამოთხეში, მაგრამ ხომ შევიდა? ვის შეეძლო ეფიქრა, რომ მრავალი მრუში და სხვა, რომელთაც მოინანიეს ცოდვები, შეუერთდებოდნენ წმინდანთა დასს და ზეციურ მამასთან დაიმკვიდრებდნენ სასუფეველს? მაგრამ ხომ დაიმკვიდრეს და ხომ ნეტარებენ საუკუნო ნეტარებით. აქედან გამო-მდინარე, ჩვენი საქმე არ არის ამგვარ საკითხებზე მსჯელობა, მით უფრო, გარდაცვლილის სულისათვის ადგილის მიჩენა. ამაზე ზრუნ-ვა, დაე, თავად უფალს მივანდოთ.

   ერთ ქალაქში დედათა მონასტერი იყო. ერთ-ერთმა მონაზონმა ეშმაკის შეგონებით დატოვა სამყოფელი, მომაკვდინებელი ცოდვით დაეცა და ამის შემდეგ მონასტერში აღარ დაბრუნებულა, ერში დარჩა. რამდენიმე წელი აგრძელებდა ცოდვილ ცხოვრებას, ბოლოს გონს მოეგო, ინანა და მოისურვა, უფალს ხლებოდა. შინაგანად მოინანია და იმ მონასტრის გზას დაადგა, სადაც ადრე იმყოფებოდა. ამიერიდან სურდა, კეთილად ეღვაწა და ცოდვებისაგან განწმედილიყო. მაგრამ ისე მოხდა, რომ მონასტრის კართან მიახლოებისთანავე დაეცა და სული განუტევა. მისი გარდაცვალების შემდეგ ერთმა ეპისკოპოსმა იხილა უფლის ანგელოზები, რომელთაც ახლადგარდაცვლილი მონა-ზვნის სული მიიღეს, იქვე იხილა ეშმაკები, რომლებიც ანგელოზებს ედავებოდნენ. ანგელოზები ამბობდნენ:

   -იგი დიდხანს ცხოვრობდა მონასტერში, ემსახურებოდა ღმერთს, ამ-იტომ მისი სული ჩვენ გვეკუთვნის.

   ეშმაკები კი გაიძახოდნენ:

   -ქალს ბოლო დროს ეზარებოდა მონასტერში სიარული, სცოდავდა და ამიტომ მისი სული ეშმაკებს ეკუთვნის.

   ამაზე ანგელოზებმა ასე უპასუხეს:

   -უფალმა იცის მისი განზრახვის შესახებ, იხილა მისი შინაგანი სი-ნანული და ის, რომ მონასტერში დაბრუნება და ახალი ცხოვრების დაწყება სურდა, ამიტომაც მიიღო მისი მონანიება და ის, რომ იგი უეცრად გარდაიცვალა, ღმერთის ნებაა და არა ჩვენი.

   ამის შემდეგ შერცხვენილი ეშმაკები გაიქცნენ.

  ამ მაგალითის შემდეგ რაღა ვუთხრათ მათ, ვინც გარდაცვლილთა საიქიო ხვედრის შესახებ იწყებს მსჯელობას? აი, რას გეტყვით. ერთმა ხუცესმა ერთ-ერთი ძმა განიკითხა. გავიდა ხანი და ბერმა ნახა, რომ ანგელოზმა მასთან განკითხული ძმა მიიყვანა და ეუბნება:

   -აი, ის, ვინც განიკითხე, მოკვდა. მიბრძანე, სად წავიყვანო, სასუფე-ველში თუ სატანჯველში.

   ბერი შეცბა.

   -შენ ხომ მართალთა და ცოდვილთა მსაჯული ხარ?-აგრძელებდა ან-გელოზი-მაშ, რას მიბრძანებ ამ სულის შესახებ, შეიწყალებ თუ სატანჯველს მიაგებ?

   მაშინ ხუცესი მიხვდა, რომ ძმის განკითხვით თავი უმძიმეს ცოდ-ვაში ჩაიგდო და უფალს მოთქმითა და ტირილით ევედრებოდა პა-ტიებას. ნუთუ ამ მაგალითიდან არ ჩანს, რომ უფლის საქმეში ჩარევა ცოდვაა, ამიტომ, განსჯის მაგივრად სჯობს, ასე მოიქცეთ: თუკი ხე-დავთ, რომ ადამიანი ცოდვამოუნანიებელი გარდაიცვალა, აღსარე-ბისა და ზიარების გარეშე, არ დაგავიწყდეთ, რომ მას ცოცხლებისაგან ლოცვითი შეწევნა ესაჭიროება. ილოცეთ, რაც შეიძლება მონდომე-ბით, მხურვალედ, რათა უფალმა მის სულს სიმსუბუქე და სიმშვიდე მიანიჭოს. გარდაცვლილის სახელზე ეკლესიაში შესაწირი მიიტანეთ, მის დასახმარებლად უხვად გაეცით მოწყალება. თქვენი მხრიდან ეს იქნება ჭეშმარიტი საუკეთესო სამსახური და ზრუნვა მიცვალებუ-ლისთვის და ასეთი ღვაწლი თავადაც სიკეთეს მოგიტანთ. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება