მთავარი > საცდურები > ამპარტავნების წინააღმდეგ
ამპარტავნების წინააღმდეგ10-07-2014, 00:01 |
ცნობილია, რომ ამპარტავნების გამო დაიღუპა ანგელოზთა დასი-დან უმაღლესი, თავისი მოძმეებითურთ და ისიც ვიცით, რომ ჩვენი წინაპრების დაცემის მიზეზი ამპარტავნება იყო. ეს უკანასკნელნი ეშ-მაკის შემდეგმა სიტყვებმა აცდუნა: (შესაქ. 3,5). და აი, ამპარტავნების გამო არ დაემორჩილნენ ღმერთს, დაარღვიეს უფლის მცნება, სასიკვ-დილოდ შესცოდეს და ამისთვის სამოთხიდან განიდევნენ. ეს მაგა-ლითი იმის დამამტკიცებელია, რომ ამპარტავნება უდიდესი ბოროტე-ბაა, მაგრამ ამას ყურად არ იღებს ზოგიერთი ჩვენგანი. ახლაც ხშირად ვხვდებით მზვაობარ ადამიანებს, რომელთაც ამპარტავანი გული და გოროზი სახეები აქვთ. ახლაც არის მრავალი მეოცნებე, რომელიც ამ-ბობს ან ფიქრობს: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტო-ლდები. (ეს. 14, 13-14) საცოდავი გაუგებრობაა, ვინაიდან ესაია ამბობს: (ეს. 5,21). ჭეშმარიტად, ვაი მათ! ვინაიდან ისინი უფალს უპირისპირდებიან. ამგვარი ადამიანები ხალხისთვის აუტანლები ხდებიან და თავისებურად საბრალონიც კი არიან. შეძლებს ამპარ-ტავანი განსაცდელის ჟამს ამპარტავნების შენარჩუნებას? ვერა! ამაზრ-ზენია მზვაობრობა უფლისა და ხალხის თვალში. კაცობრიობის ცოდვის სათავე ეს ვნებაა. ამპარტავანი ადამიანი არავის უყვარს; ასეთები საბოლოოდ შორდებიან უფალს და ამპარტავან გულს შებრა-ლება არ შეუძლია. ჰოი, უბადრუკო ადამიანო, რისთვის მზვაობრობ? შენ ხომ მიწა და ფერფლი ხარ. ამპარტავნებაზე დიდი სისულელე რა უნდა იყოს? მზვაობარი კაცი საპნის ბუშტს წააგავს. ჰოი, ამპარტავანო, შეიგნე შენი ცდომილება! შენ ხომ მოკვდავი ხარ? კი ოცნებობ, თით-ქოს მუდამ იცოცხლებ, გონებით არწივივით მაღლა დაფრინავ, მაგრამ უფალი ძირს დაგანარცხებს, ვინაიდან მას სძულს ამპარტავნება. მაცხოვარი ღირსეულად მოგიზღვავთ ამის გამო. მაშინ შეინანებთ და იტყვით: „რა გვარგო ჩვენმა მზვაობრობამ? რით დაგვეხმარა სიმდიდ-რე და ამპარტავნება? ჩრდილივით გაქრა ყოველივე, ჩვენ კი სამუდა-მო სატანჯველში ჩავცვივდით". განა მართლა არ ელით სიმწარე და ვაება ამპარტავნებს? წახვიდე უფლის წინააღმდეგ, ხალხისთვის საძუ-ლველო, უსუსურო და საბრალო, ამაზე საშინელი რაღა უნდა ჩაი-დინო? დაე, შეიგნეთ ამპარტავნებმა და დამორჩილდით უფლის ნე-ბას. ერთ დღეს შენ მტვრად იქცევი, იხილავ სამუდამო განსასვენე-ბელს, იხილავ, სად განისვენებს მეფე და სად-მეომარი, სად-ღარიბი, სად-ძლიერი და სად-უძლური, სად-კეთილშობილი და მდაბიო, გან-სწავლული და უწიგნური. მაშინ იტრაბახე შენი კეთილშობილებით, იამაყე შენი სილამაზითა და გონიერებით, იმზვაობრე შენი სიმდი-დრითა და პატივით, ჩამოთვალე შენი სიკეთენი და ყველა ნიშანი გამორჩეულობისა... ჰოი, უბადრუკო და საცოდავო ქმნილებავ! საბრა-ლო ხარ სიცოცხლის დასაწისიდან, საბრალო ხარ მთელი ცხოვრების მანძილზე და საბრალო იქნები სიცოცხლის დასასრულსაც. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |