მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს > აღმზრდელს საღმრთო სჯულის სწავლების შესახებ

აღმზრდელს საღმრთო სჯულის სწავლების შესახებ


30-08-2013, 00:09
 აღმზრდელს საღმრთო სჯულის სწავლების შესახებ
   თქვენ ურისხდებით ზოგიერთ მეგობარს, რომელიც ამრეზით უყუ­რებს საღმრთო სჯულის სწავლებას სკოლებში. ამის ნებაცა გაქვთ. თქვენი რისხვა სამართლიანია. ამგვარი განრისხება ფასეულია ღვთის წინაშე. მაგრამ სარგებელს ვერ მოიტანს მხოლოდ რისხვა და მტკიცება. ამასთან საჭიროა ვილო­ცოთ მათთვის, ვინც თავისი უგუნუ­რებით წინ აღუდგა საღმრთო სჯულს სკოლებში, ვილოცოთ, რომ უფალმა თვალი აუხილოს იმის შესაცნობად, თუ როგორ ჭრიან ტოტს, რომელზედაც სხედან.
   რადგან ჭეშმარიტად, ქრისტიანი ახალგაზრდობის ყოველმ­ხრივი აღზრდა ქრისტეს მოძღვრე-ბის ურყევ კლდეზეა დაფუძნებული. ასეა ქრისტიანული ისტორიის დასაბამიდან, ასე უნდა იყოს დღეს, ხვალ და უკუნითი უკუნისამდე. ასეთ აღზრდას არც წარსულში შევურცხვენივართ და არც მომა­ვალ­ში შეგვარცხვენს. მან მოგვცა ის საუკეთესო ადამიანები, რომლებიც ჩვენი ისტორიის სამკაულად იქცნენ ისევე, როგორც ვარსკვ­ლავნი ამკობენ ცის კამარას. და დიდია ამ დედათა და მამათა, ჩვენი ისტორიის ციური თაღის მანათო­ბელთა რიცხვი. ან სხვა რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს აღზრდას, თუ არა ნამდვილ ადამიანთა ჩამო­ყა­ლიბება. მეცნიერება აღზრდის შე­სა­­ხებ ჩვენთვის და ყველა ნათელ­ღე­ბული ერისათვის უცილობლად ქრისტეს მოძღვრებით უნდა განმტკიცდეს. თუკი აღზრდა გაემიჯნება  ქრისტეს სწავლებას ქრისტეს მოძ­ღვ­რება არ დაიღუ­პება, დაიღუპება აღზრდა და დაი­ღუ­პებიან ნამდვილი ადამიანები. თუ აღზრდა გაქრება სკოლებიდან, სკოლა საშიში გახდება ადამიანებისა და ხალხები­სათ­ვის, რამე­თუ კაცი განათლებული, მაგრამ უზნეო, ბევრად უფრო საშიშია საკუთარი თავისა  თუ სხვებისათ­ვის, ვიდრე უზნეო და გაუნათლე­ბელი, რადგან ეს უზნეოა უძლურე­ბის, ხოლო პირველი - რწმენის გამო. რწმენის შელახვა, გარდაუვლად იწვევს ზნეობის შებღა­ლვას. ამას ბიბლიური და საერთო­ქრისტიანული ისტორიებიც მოწმობენ. თუკი ისრაელის ერთი მეფეთაგანი ღმერთს განუდგებოდა, იგი ზნეო­ბასაც განეშორებოდა ხოლმე. რადგან როგორც მდინარე უკავ­შირ­დება სათავეს და შუქი მზეს, ისე ზნეობრივი ცხოვრება უკავ­შირდება რწმენას. "მე ვარ გზა" (იოან.14.6), თქვა ქრისტემ, "მე წყური­ელსა მივჰსცე წყალი წყა­როსა მისგან წყლისა ცხოველისა უსას­ყიდლოდ" (გამ 21.6), "ნათელი ვარ სოფლისა" (იოან.9.5)
   სად წავიყვანთ ბავშვებს ამ გზიდან თუ არა დასაღუპად, რით დავარწყულებთ მათ მწყურვალ სულებს სიცოცხლის წყაროს გა­რე­შე, თუ არა მიწიერი მღვრიე წყლით, რომელსაც ცხოველებიც სვამენ? რით გავანათლოთ ამ შუ­ქის გარეშე - მაცდური ჩვენებე­ბით?
   მაგრამ ამბობენ, საღმრთო სჯული ჩვენი განათლებული დრო­ი­სათვის არ გამოდგებაო, არ ვიცი, მხოლოდ ვხედავ, რომ ჩვენს დრო­შიც საუკეთესონი ის ადამიანები არიან ვინც ღვთის რწმენასა და საღმრთო სჯულს იმარხავენ. და არ ვიცი, სხვა რა მეცნიერება შეძლებს შეცვალოს ქრისტეს მოძღ­ვ­რება ახალგაზრდობის აღზრდაში. გახსოვდეს, არ არსებობს არცერთი სხვა მეცნიერება ადამიანის, მისი სიცოცხლის აზრისა და იმის შე­სახებ თუ როგორი უნდა იყოს ჭეშ­მარიტი ადამიანი სარწმუნოებრივი სწავლების გარეშე.
   ამგვარად, არავის ძალუძს სხვა ციტადელი დაუდოს აღზრდას, არც ჩვენს დროში და არც ათასი წლის შემდეგ, ამ ცოცხალი ციტადელის გარეშე, რომელიც თავის თავზე ამბობს: "თვინიერ ჩემსა არა რა ძალგიძსთ ყოფად არცა ერთი" (იოან.15.5)
მშვიდობა შენდა, ღმერთმა გაკურთხოს!
 
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


უკან დაბრუნება