მთავარი > სხვადასხვა > გიყვარდეს მტერი შენი

გიყვარდეს მტერი შენი


4-07-2014, 00:01

გიყვარდეს მტერი შენი

 

წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა ბოროტის შესახებ

 

   ყოველგვარ სიკეთეს აქვს საზომი. შეიძლება, ჩაიდინო დიდი სიკე-თე; შეიძლება-მცირე. მაგალითისთვის ავიღოთ მტრების სიყვარული; ვთქვათ მყავს მტრები, მე მივუტევე მათ ის ბოროტება, რაც ჩემს მიმართ ჩაიდინეს და თავად არ მსურს ვუმტრო. ეს მტრის მიმართ სიყვარულის ყველაზე დაბალი საფეხურია; შემდეგ მოდის მეორე: ჩემს მტერს უბედურება შეემთხვა და მე მას დავეხმარე. მაგრამ ხდება ისეც, რომ მტერი ჩემს ხელთაა და შემიძლია, რაც მსურს ის გავუ-კეთო, შემიძლია გავანადგურო, გადმოვანთხიო ღვარძლი, ვაყვედრო ბოროტება, ამასთან, შემიძლია უფლის მცნებების მიხედვითაც ვიმო-ქმედო: მიუხედავად იმისა, რომ იგი მტერია და მწყურია სამაგიეროს გადახდა, მოწყალებას ვიჩენ და მივუტევებ მას. ეს უკვე ამ სათნოების უმაღლესი საფეხურია, ეს არის მტრის მიმართ სიყვარულის გვირგ-ვინი და ამ უკანასკნელზე ვისაუბრებთ დღეს.

   მაცხოვრის მაგალითი მტრის მიმართ გამოჩენილი სიყვარულის უმ-აღლესი საფეხურია, იგივე მაგალითს ვხედავთ დავით წინასწარმეტყ-ველის მაგალითშიც. ცნობილია, რომ გოლიათის დამარცხების შემ-დეგ საული მტრად მოეკიდა დავითს, თავდაპირველად ფარულად, შემდეგ კი აშკარად ეძებდა შემთხვევას, მოეკლა იგი. ბრძოლის დროს თითქოს უნებურად ესროლა შუბი, ხან ყველაზე საშიში დავალების შესასრულებლად აგზავნიდა, ხან თავის ვაჟს, იონათანსა და სასახ-ლის მსახურებს შესთავაზა მოეკლათ იგი, მაგრამ საბოლოოდ თავად გადაწყვიტა დავითს ჯარით შებრძოლებოდა. რითი გადაუხადა და-ვითმა სამაგიერო? ერთხელ მას საულის მოკვლის შემთხვევა მიეცა: მაშინ საული იმ გამოქვაბულში შევიდა, სადაც დავითი და მისი მსახურები იყვნენ, მაგრამ დავითმა მხოლოდ ტანსაცმლის კიდე მოჰ-კვეთა და გამოქვაბულიდან გამოსულ საულს შესძახა:

   -მეფევ ბატონო, ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ ჩა-მიგდო შენი თავი უფალმა გამოქვაბულში და მეუბნებოდნენ-მოჰკალიო. მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია იგი. შეხედე, მა-მაჩემო და დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. შენი მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგ-კალი, ამაზე მიხვდი, რომ არ არის ჩემში ბოროტება და სი-ვერაგე, არ შემიცოდავს შენს წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.

   საულმა აღიარა, რომ ტყუილად ეჭვობდა დავითზე, მაგრამ მშვი-დობა დიდხანს არ გაგრძელებულა. გავიდა ხანი და კვლავ ჯართან ერთად გაემგზავრა დავითის საძებნელად. მეფე მტებში დაბანაკდა. დაღამდა. დავითი შეიპარა საულის კარავში და საულს სასთუმალთან დადებული შუბი მოჰპარა, თან წაიღო წყლის ჭურჭელიც, ავიდა მოპირდაპირე მთაზე და დაიყვირა:

   -საულის მხედრებო! უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ, რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს. მიიხედ-მოიხედეთ, სად არის მეფის შუბი და მათარა, მის სასთუმალთან რომ იყო?

   საულს გაეღვიძა, იცნო დავითის ხმა და ნახა, რომ შუბი ხელთ აღარ ჰქონდა და კვლავ ინანა, რომ უსამართლოდ სდევნიდა დავითს.

   აი, ეს არის მტრის მიმართ მაღალი სიყვარული, რაც უფლის წყა-ლობას იმსახურებს. ამ ჭეშმარიტების დასამტკიცებლად დავითის მაგალითიც საკმარისია. ამის გამო უფალმა მას მეფობა უბოძა, დაეხმარა, გაემარჯვებინა მეზობელ ქვეყნებზე, შინაურ და გარეშე მტერზე და გაამყარა მისი მეფობა უკუნითი უკუნისამდე. ასე მოხდა დავითის შემთხვევაში, ასე იქნება ყველასთვის, ვინც შეიმოსავს ამ მაღალ, თვით ჯვარცმასთან გაიგივებულ სიყვარულს. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „როდესაც მტერი ხელთ ჩაგივარდება, ტანჯვას ნუ მიაყენებ, შეიწყალე იგი, საკუთარი ძმასავით მოეპყარი, მოწყალედ შეხედე და უფალი შეგიწყალებს. და როდესაც შენ გეწვევა განსაც-დელი, მაშინ ევედრე ღმერთს და აუცილებლად მიიღებ წყალობას".

   ესწრაფეთ, ძმანო, მტრის მეშვეობით ცხონებას, თუკი მტერი გყავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ მასაც შეუძლია, სასუფევლის დამკვიდრებაში დაგეხმაროთ. თუკი მტრობის წილ სიყვარულს მიუძღვნით, თუკი მის მიერ ჩადენილ ბოროტებას თქვენი სიყვარულით გადაფარავთ, სასუ-ფეველს დაიმკვიდრებთ. ცანი და ქუეყანაი წარხდენ, ხოლო სი-ტყუანი ჩემნი არა წარხდენ. - ამბობს უფალი. ამინ.

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება