მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მოწყალების შესახებ
მოწყალების შესახებ2-07-2014, 00:01 |
მოწყალეთა და მორჩილთა მიმართ
მათ, ვისაც შესაძლებლობა აქვთ დაეხმარონ ღარიბებს, ვეტყვით, რომ ქველმოქმედება ორგვარია: ერთია, როცა დამშეულ ოჯახს რამ-დენიმე კაპიკს აძლევენ და ფიქრობენ, რომ დიდი სიკეთე ჩაიდინეს და მეორეა ჭეშმარიტი ქველმოქმედება, რომელსაც სიმდაბლით გავ-ცემთ და რაც მართლა შეუშრობს ცრემლს უბედურს. აი, ეს უკანასკ-ნელი აღვასრულოთ და უფლისგან ჯილდოს მივიღებთ. ეკლესიის სიტყვა ამბობს: „ვისაც სიკეთის ჩადენა სურს, ბევრი არ უნდა იფიქროს იმაზე, თუ ვის ეხმარება: მართლმორწმუნესა თუ ცოდვილს, კეთილსა თუ ბოროტს; ყველას უნდა უწყალობოს, ვისაც სჭირდება. აი, შენ მაძღრისად მიირთვი ნოყიერი საჭმელი, მშიერს პურით მაინც უმასპინძლე; თუ საკმაოდ ბევრი ღვინო დალიე, ერთი ფიალა მწყურვალს მიაწოდე; შენ თუ თბილად ხარ, შემოსილი ძვირ-ფასი, ფაფუკი ტანსაცმლით, თუნდაც უბრალო სამოსი უწყალობე ზამთრის სუსხისაგან აცახცახებულ შიშველს; თუ მშვენიერ, დიდი სახლში ცხოვრობ, შეიფარე ქუჩაში მოხეტიალე; თუკი ვინმესთან ერთად გამხიარულდი, ცოტათი დამწუხრებულიც გაამხიარულე; თუ-კი ვინმემ პატივი მოგაგო, როგორც მდიდარს, პატივი ეცი უპოვარს; დაე, შენი სახლი თავშესაფარი იყოს სასულიერო პირებისთვის. იობის დარად-ყველა ანუგეშე, იყავი თვალისჩინი ბრმათათვის, საყრ-დენი ხეიბრებისათვის, შიშველთათვის სამოსი, მიუსაფართათვის თავშესაფარი, იზრუნე პატიმრებსა და ავადმყოფებზე, ხშირად იარე ეკლესია-მონასტრებში და შენც გაიგონებ უფლის სიტყვას: მოვე-დით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ გან-მზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლი-საჲთ. ჩვენი სიტყვა ეზრას წიგნის სიტყვებით დავასრულოთ: სამართალი გაუჩინე ქვრივს, გაიკითხე უპატრონო, შეეწიე გაჭირვებულს, დაიცავი ობოლი, შემოსე შიშველი, იზრუნე ბეჩავზე და სუსტზე, ნუ დასცინებ კოჭლს, უმწეო დაიცავი, იხილოს ბრმამ შენი დიდება. შეიფარე ბერი და ჭაბუკი შენს კედლებს შორის. სადაც კი მკვდარი ნახო, საფლავის ნიშანი აღუმართე და პირველ ადგილზე დაგსვამ შენი აღდგომის ჟამს (3 ეზრ. 2. 20-23). აი, რა არის ჭეშმარიტი ქველმოქმედება, რომელიც სათნოეყოფა ღმერთს და, რაღა თქმა უნდა, ჩვენთვისაც გამომხსნელი იქნება. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |