მთავარი > საცდურები > მართალია თუ არა, რომ სხვა სჯულის ადამიანთა მიმართ ბოროტი საქციელი ცოდვაში არ ჩაგვეთვლება?

მართალია თუ არა, რომ სხვა სჯულის ადამიანთა მიმართ ბოროტი საქციელი ცოდვაში არ ჩაგვეთვლება?


30-06-2014, 00:01

მართალია თუ არა, რომ სხვა სჯულის ადამიანთა მიმართ ბოროტი საქციელი ცოდვაში არ ჩაგვეთვლება?

 

სიტყვა ქრისტიანზე, რომელმაც ებრაელისთვის მიბარებული ოქრო მიითვისა

 

   არაერთხელ გვსმენია მწვალებელთაგან: „ჩვენ თქვენ ერეტიკოსებად გთვლით. ამიტომ თქვენი მოტყუება და გაძარცვა ცოდვაში არ ჩაგ-ვეთვლება". თუ ყურადღებით დავაკვირდებით ასეთი ხალხის დამო-კიდებულებას მართლმადიდებლების მიმართ, თვალხილულად გამო-ჩნდება, რომ მწვალებლები ან არაფრად გვაგდებენ, ან ჩვენს მიმართ შეურიგებელი სიძულვილით იკვებებიან. აქედან გამომდინარე, თუ მართლმადიდებელს მოუხდება მწვალებელთა შორის ცხოვრება, მას ან წასვლას აიძულებენ, ან საშინელ მდგომარეობაში ჩააყენებენ, თუ მათ რწმენას არ მიიღებს. რადგან მწვალებლები ასე იქცევიან, მაშინ, თითქოს გასაგებია, რომ მათმა შემყურე მართლმადიდებლებმაც სამაგიერო იმავენაირად გადაუხადონ. მაგრამ კარგია ასეთი საქცი-ელი? ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს! რა რწმენისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები, გიყვარდეს ისინი და ნუ შეურაცხყოფთ, სხვაგვარად უფალი თქვენს საქციელს საჩინოს გახდის და ცოდვასაც ვერ ასცდე-ბით.

   ქალაქ ალექსანდრიაში ერთმანეთისაგან არცთუ ისე მოშორებით ცხოვრობდნენ ქრისტიანი და ვაჭარი ურია. ისინი მეგობრობდნენ, ერთხელ ებრაელი შორ გზაზე სავაჭროდ მიდიოდა და ქრისტიანს სკივრით ოქრო მიაბარა შესანახად. გავიდა ხანი. დაბრუნდა სახლში ებრაელი, ქრისტიანი მოინახულა და მადლიერების ნიშნად, რომ მისი ოქრო შეინახა, საჩუქრები მიართვა. ქრისტიანმა საჩუქრები მიიღო, გულში კი გაიფიქრა:

   -საჩუქრებს ავიღებ, მაგრამ ოქროს არ დაგიბრნებ.

   შემდეგ მოელაპარაკა ცოლს და ფიცი დადეს, ყველასთვის დაე-მალათ, რომ ებრაელისაგან ოქრო ჰქონდათ მიბარებული. ისინი ფიქ-რობდნენ, რომ ქრისტიანთან ასე მოქცევა ცუდი საქმე იყო, მაგრამ რახან ებრაელს ძარცვავდნენ, ეს ცოდვად არ ჩაეთვლებოდათ. და აი, დილით, როდესაც ურია მათთან მივიდა და ოქრო მოითხოვა, ქრისტიანმა დაიფიცა, რომ მისგან ოქრო არ ჰქონია მიბარებული. დიდხანს დაობდნენ. ბოლოს ურიამ უთხრა:

   -მეგობარო, მსმენია წმინდა მოწამე მინას შესახებ, რომ იგი ყველას დასჯის, ვინც ტყუილად იფიცება. წავიდეთ მისი სახელობის ტაძარში და იქ დაიფიცე, რომ ჩემგან ოქრო არ აგიღია.

   ყოფილი მეგობრები ეკლესიაში წავიდნენ. გზაში ურიამ შესთავაზა:

   -თანახმა ვარ, რამდენი ოქროც გინდა იმდენი აიღე ჩემი სკივრიდან, დანარჩენი კი მომეცი, ოღონდაც ტყუილად ნუ დაიფიცებ.

   ქრისტიანმა უპასუხა:

   -შენ, როგორც ურია, ეკლესიაში შესვლის ღირსი არ ხარ.

   ურიამ უპასუხა:

   -თუ უღირსი ვარ, მე გარეთ დავრჩები, შენ კი შედი და იქიდან შემომფიცე.

   ამ დროს ურიამ მუხლი მოიყარა და შესძახა:

   -უფალო, ღირსმყავ მივეახლო წმინდა მინას სახელობის ტაძარს, გე-ვედრები, თავად იყავი მოწმე ჩემი და ქრისტიანის დავისა.

   ამის შემდეგ კიდევ უფრო ხმამაღლა შესძახა:

   -წმინდაო მინა, განსაჯე, ვინ არის ჩვენს შორის მართალი.

   ქრისტიანი ეკლესიაში წავიდა და წარმოსთქვა დაპირებული ფიცი. შემდეგ ორივენი გამობრუნდნენ უკან. გზაში ქრისტიანის ცხენი და-ფრთხა, მხედარი გადმოვარდა და ჯიბიდან მიბარებული სკივრის გასაღები გადმოუვარდა. წამოდგა თუ არა, გასაღებს დაუწყო ძებნა, დიდხანს ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. ცხენზე შეჯდა და ჩაფიქრდა:

   -ცრუ ფიცისათვის დავისაჯე და იმიტომ ჩამოვვარდი ცხენიდან. მეზობლებმა გზა განაგრძეს, მივიდნენ ერთ ადგილზე, შეიცადეს, ამიოღეს საჭმელი და დანაყრდნენ. ამ დროს ურიამ თქვა:

   -რატომ დავიჯერე წმინდა მინასი? თუმცა ბევრი მსმენია მის შესახებ, როცა მის მიერ ჩადენილი არცერთი სასწაული არ მინახავს? ჯობდა, არ დამეფიცებინა ქრისტიანი, მაშინ იქნებ ოქროს ნაწილი მაინც დაებრუნებინა ჩემთვის. ახლა მხოლოდ უფლის იმედი მაქვს.

   ისინი ჯერ კიდევ ისხდნენ, როცა ქრისტიანის მონა მოვიდა, რო-მელსაც ხელში ურიის ოქროთი სავსე სკივრი ეჭირა. ქრისტიანი შე-ძრწუნდა და მონას ჰკითხა:

   -აქ საიდან გაჩნდი და საიდან მოიტანე ეს სკივრი?

   შენმა ცოლმა გამომგზავნა შენი ბრძანების შესასრულებლად-უპა-სუხა მონამ.

   -რა გიბრძანეთ? - იკითხა ქრისტიანმა.

   მონამ უთხრა:

   დღეს შენს მეუღლესთან მოვიდა ვიღაც დიდებული მხედარი, ხელ-ში გასაღები ეჭირა. მან შენს ცოლს უთხრა:

   -იცი, რისია ეს გასაღები?

   -ვიცი,-უპასუხა ქალბატონმა.

   -მაშინ აიღე. შენი მეუღლე შემევედრა, სასწრაფოდ გაგზავნო მასთან ოქროთი სავსე სკივრი, ვინაიდან ტყუილის გამო საშინლად იტანჯება წმინდა მოწამის ეკლესიაში.

   მონამ დაასრულა მხედრის სიტყვები და ბატონს მიმართა:

   -ამიტომ მოვიტანე სკივრი, თუკი არ გჯერა, აი გასაღები, რომელიც ქალბატონმა მომცა.

   მაშინ ურიამ აიღო ოქრო და სიხარულით შესძახა:

   -დიდებული ხარ შენ, ღმერთო და მისთვის წამებულო წმინდა მინა! საკვირველია ქრისტიანული სარწმუნოება და ყველა, ვისაც შენი და შენი წმინდანების დახმარების იმედი აქვს, არასოდეს გაწბილდება, უფალო. ამიერიდან მეც ქრისტიანი ვარ.

   შემდეგ ვაჭარმა ოქროს მესამედი ეკლესიას გადასცა და მთელი ოჯახით მოინათლა.

   ქრისტიანმა წმინდა მინას ეკლესიას ნახევარი ქონება გადასცა და სიცოცხლის ბოლომდე ღრმა სინანულში იყო, სინანულშივე გარდაიც-ვალა და ამიტომ მიეტევა წმინდა მინას მეოხებით.

   ამრიგად, ძმებო, იმ უგულოებს ნუ მიბაძავთ, ვისაც სხვა სჯულის ხალხი სძულთ. პირიქით, გამოვიჩინოთ მათ მიმართ თანაგრძნობა და სიყვარული, რათა ავღძრათ მათში სინანული და ქრისტესთან მივიყ-ვანოთ. თავად უფალი როგორ ექცეოდა წარმართებს, მეზვერეებსა და მეძავებს? განაგდებდა მათ? პირიქით, მათ უფრო მეტს ასწავლიდა, უფრო მეტ სითბოს იჩენდა მათ მიმართ. ასე მოიქეცით თქვენც, გეშინოდეთ, რათა არ გაიზიაროთ იმ ფარისეველთა ბედი, რომლებიც უფალმა მკაცრად დასაჯა იმის გამო, რომ თავი აბრაამის პირდაპირ შთამომავლებად მიაჩნდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ მათ შეეძლოთ ცხონება, ამიტომ სხვა სჯულის ხალხი ეზიზღებოდათ. ეცადეთ, თქვენი სიყვარული ყოვლისმომცველი იყოს და ერთნაირად ვრცელდებოდეს ყველა რჯულის ადამიანზე. ამინ.

 

 

  

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება