მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > მშობლების პატივისცემის შესახებ

მშობლების პატივისცემის შესახებ


28-06-2014, 00:01

მშობლების პატივისცემის შესახებ

 

როგორ უნდა მივაგოთ პატივი ჩვენს მშობლებს

 

   ეს სიტყვა თქვენთვის არის განკუთვნილი, ძმებო, ვისაც მშობლები ცოცხლები გყავთ. გინდათ იყოთ ბედნიერები? გსურთ, უფლის კურ-თხევა არ მოგაკლდეთ? თუ გსურთ, მაშინ პატივი ეცით და დაემორ-ჩილეთ მშობლებს. ასეთი საქციელი უფლის მადლს მოგაპოვებინებთ და ამასთან, ბედნიერებას და ხსნას.

   სვინაქსარში ნათქვამია: ვინც მამას პატივისცემით ეპყრობა, ცოდვე-ბისგან განიწმინდება, ვინც ღირსეულად ექცევა დედას - საუნჯეს დაიგროვებს. მამის პატივისმცემელი თავისი შვილებით გაიხარებს, მის ლოცვას უფალი შეისმენს. ის, ვინც მამას განადიდებს, დიდხანს იცოცხლებს და ვინც უფლის მორჩილია, საკუთარ დედას მიაგებს პატივს. სიბრძნე ამბობს - პატივი ეცი მამას და ღმერთი მოწყალე იქნება შენს მიმართ. მამის კურთხევა შვილებს სახლს უმყარებს. შვილო, სიბერეში მამაზე იზრუნე, ნურასდროს შეურაცხყოფ მას. და თუნდაც რამე უგუნურება ჩაიდინოს, ნუ გაკიცხავ და ნურაფერს დააყვედრი. მამის ლოცვა ყველაზე ძლიერია და იგი შენ ცოდვების მიტევებისათვის ილოცებს, მწუხარების ჟამს განუგეშებს და როგორც სითბოში დნება ყინული, ასე გაქრება შენი ცოდვაც".

   ამრიგად, შვილებო, თქვენ ხედავთ, თუ რა დიდი სიკეთე შეიძლება მიიღოთ უფლისაგან მშობლების პატივისცემის გამო! ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ მშობლისგან დალოცვილი წყალში არ იძირება და ცეცხლში არ იწვის. ყოველი წმინდანი განსაკუთრებით ემორჩილებო-და და პატივს მიაგებდა დედ-მამას. ასეთი იყო ისააკი, მას ერჩია მამის ხელით მომკვდარიყო, ვიდრე მშობლისთვის ურჩობა გაეწია. როდესაც სოლომონთან დედამისი, ბერსაბია შევიდა, იგი ტახტრევან-ზე იჯდა. სოლომონი ადგა, თაყვანი-სცა მას და ტახტი დაადგმევინა მეფის დედისათვის. რაღა თქმა უნდა, იცით, რომ უფალმა ორივე აკურთხა და ისიც იცით, თუ რა წყალობა მოიღო მათზე. ამიტომ მთელი გულით პატივი მიაგეთ თქვენს მამას და ნუ დაივიწყებთ თქვენს დედას, სიტყვითა და საქმით გამოხატეთ პატივისცემა მათ მიმართ და მაშინ თქვენზეც გადმოვა უფლის კურთხევა, გამყარდება თქვენი ოჯახი და თქვენს გულებში სიკეთე და ბედნიერება დაისად-გურებს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება