მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სნეულთა დასახმარებლად
სნეულთა დასახმარებლად27-06-2014, 00:01 |
სნეულებზე ზრუნვა უდიდესი მადლია
უდიდესი მადლია ავადმყოფებზე ზრუნვა, მათი მოვლა-პატრონო-ბა, მათი მომსახურება, დახმარება ან შემზადება გარდაცვალებისათ-ვის. თუ რამდენად ღვთივსათნო საქმეა ეს უფლის თვალთა წინაშე, ჩანს იქიდან, რომ საშინელ სამსჯავროზე უფალი თავის მსახურებად ჩაგვითვლის ამ საქციელს და გვეტყვის: სნეულ ვიყავ და მომხე-დეთ მე. ამიტომ, ძმებო, შეიმოსეთ ამ მოწყალებით და უფალი დაგა-ჯილდოვებთ. საეკლესიო სიტყვა ამბობს - მოინახულეთ ავადმყოფები, ღვთის გულისათვის. ეს არის ჭეშმარიტი მოწყალება. უსმინეთ უფალს, რო-მელიც ამბობს: სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე. თუ ვინმე ავად-მყოფის ვედრებას არ შეისმენს, არც მის ლოცვას შეისმენს უფალი. ხოლო ვინც ავადმყოფზე იზრუნებს, უფლისაგან დიდ ჯილდოს და სიყვარულს მიიღებს. იქნებ თქვათ: „მე ღატაკი ვარ და ავადმყოფთან ხელცარიელი ვერ მივალ". ასეთ შემთხვევაში გაჭირვებულს საკუ-თარი თავი მიუძღვენით, მოინახულეთ იგი და ანუგეშეთ, თქვენგან ესეც წყალობა იქნება და უფლის საშინელი სამსჯავროს დროს შენ გაიგონებ ღვთის სიტყვას:მოდით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუ-ფეველი დასაბამითგან სოფლისა, ვინაიდან სწყალობდით ავადმყოფებს. ამრიგად, ვიმეორებ, არ დაივიწყოთ ეს ქველი საქმე და უფალი თავის წყალობას არ მოგაკლებთ. დაეხმარეთ ავადმყოფებს, როგორც შეგიძლიათ: ანუგეშეთ ისინი ტანჯვისას, შეეწიეთ გასაჭირში, მიეც-ით ისეთი რჩევები, რომ თქვენი სიტყვები მათ შეჭირვებულ სულსა და გულს სალბუნად დაედოს; ეცადეთ, მძიმე ავადმყოფი ქრისტი-ანული აღსასრულისათვის მოამზადოთ, დაარწმუნეთ, რომ აღიაროს თავისი ცოდვები, მოინანიოს, ესაუბრეთ უფლის უსაზღვრო მოწყა-ლებასა და სიყვარულზე, განამზადეთ ზიარებისა და ზეთისცხების ღირსეულად მისაღებად. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |