მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > შესაძლებელია თუ არა მდიდართა სულების ხსნა

შესაძლებელია თუ არა მდიდართა სულების ხსნა


25-06-2014, 00:01

 

 

 

მდიდართა მიმართ

 

   უფალი ამბობს: უადვილეს არს აქლემი განსვლად ხურელსა ნემსისა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ცათასა (მათ. 19,24), როგორ გავიგოთ მაცხოვრის ეს სიტყვები? ნუთუ მდიდრები ვერ გადარჩებიან? სვინაქსარის 25 ივნისის საკითხავში ნათქვამია: „გააკეთეთ ის სიკეთე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არავის დასწამოთ ცილი, არავინ აცდუნოთ, იყავით უმანკონი და რაც გაგაჩნიათ, იმით დაკმაყოფილდით. უფლის ჭეშმარიტმა მორჩილმა და მეგობარმა, ვინც ამქვეყნად მდიდრულად ცხოვრობს, ღვთივსათნო საქმეები უნდა აღასრულოს. თუკი გავიხსენებთ აბრაამს, იობს, და-ვითს და სხვათ, მივხვდებით, რომ სიმდიდრე ცოდვა არ არის. და თუ ისურვებთ მათ მიბაძოთ, შორს არ იქნებით ცათა სასუფევლისგან".

   ის, რაც სვინაქსარში მდიდართა შესახებ არის ნათქვამი, შეგვიძლია სხვა საღვთო წიგნებშიც წავიკითხოთ. მრავალი მაგალითი არსებობს იმისა, რომ მდიდრები პატიოსნად ცხოვრობდნენ და უფალს ემსახუ-რებოდნენ. მდიდარი იყო აბრაამი და უფლის მეგობარი გახდა. მდიდარი იყო დავითი და უფალმა მის შესახებ თქვა: დავითი, იესეს შვილი, ჩემს გულშია. მდიდარი იყო იეზეკია, მაგრამ უფალს უგალობდა; ამგვარი მაგალითები მრავლადაა.

   ასე რომ, მდიდრებსაც შეუძლიათ, გადარჩნენ, მაგრამ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, მათი სახელებიც რომ საღვთო წიგნში ჩაიწეროს? ისინი უნდა დაემონონ ღმერთს და არა სიმდიდრეს. სიმდიდრე თა-ვად უნდა განაგონ და არა პირიქით. თუკი მდიდარი ხარ, გამოიყენე შენი ქონება საჭიროებისამებრ. ასე მიმართე შენ ქონებას: წადი, დაეხმარე ღარიბებს, ობლებს, წადი ღატაკთა სახლებში, გამოკვებე იქ მცხოვრებნი, შიშვლები შემოსე, იზრუნე ავადმყოფებზე და ეცადე გამოაჯანსაღო, წადი ეკლესიაში და შეამკე იგი". ასე მართე შენი ქონება და მაშინ შენი სიმდიდრე შეუბღალავი იქნება. ამინ.

 

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 

 

 


 

 


უკან დაბრუნება