მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა გავატაროთ კვირა დღე და დღესასწაულები
როგორ უნდა გავატაროთ კვირა დღე და დღესასწაულები24-06-2014, 00:01 |
სწავლება იოანე წინამორბედის შობის დღესასწაულზე
როგორც ყოველთვის, ვფიქრობთ, რომ საკმარისია მხოლოდ კვირა დღესა და სხვა დღესასწაულებზე ეკლესიაში ვიაროთ და მეტი არაფერია საჭირო. ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ეკლესიაში სიარუ-ლი აუცილებელია, მაგრამ უნდა ვერიდოთ ცოდვას და კეთილი საქმე აღვასურულოთ, განსაკუთრებით კი დღესასწაულებზე. იოანე წინამორბედის შობის საკითხავში ნათქვამია: „დავტკბეთ, ძმანო, ამ ნათელი დღესასწაულით, შევიმკოთ საკუთარი თავი კე-თილი საქმეებით და მივსდიოთ იოანე ნათლისმცემლის მაგალითს, რომელიც უფლის მიერ მისაბაძ მაგალითად დადგინდა ყველა ადამიანისთვის, ვისაც ხსნა სურს... გვიყვარდეს ერთმანეთი, განვაგ-დოთ შური, მრისხანება, უარვყოთ სიცრუე, სიზარმაცე და უანგარო ქველმოქმედება შევიყვაროთ. ვინც ამას შეასრულებს, სასუფეველს დაიმკვიდრებს, ძე ღმერთის წყალობით უფლის საყდრის წინაშე წარსდგება. ქველმოქმედებით წარიხოცეთ ცოდვები, შეიყვარეთ უბიწოება და უანგარობა, მოწყალეებს უფალი ნეტართ გახდით, როგორც ნათქვამია ამის შესახებ: „ნეტარ არიან მოწყალენი, რა-მეთუ იგინი შეიწყალენ". ჩვენ არა მარტო სიტყვით უნდა ვიყოთ ქრისტიანები, არამედ საქმით, რათა შერცხვენილი არ წარვსდგეთ საშინელი სამსჯავროს წინაშე, სადაც მონა ბატონს ვერ დაეხმარება, მამა-შვილს, დედა-ქალიშვილს, ძმა-ძმას და მხოლოდ ერთი, კეთილი საქმეები შეგვიყვანს სამუდამო სამყოფელში. ხოლო ბოროტებს სირც-ხვილი და სამუდამო სატანჯველი ელით; ამისგან ყველა ღმერთმა დაგვიფაროს. ამრიგად, ძმებო, დღესასწაულებზე არა მარტო ეკლესიაში სიარული გვმართებს, არამედ უნდა ვერიდოთ ცოდვებს, აუცილებლად უნდა აღვასრულოთ კეთილი საქმეები, ცოდვილს ცოდვა ავარიდოთ, ურჩებს სიკეთე და მორჩილება შევაყვაროთ, მოყვასს კეთილი ვურჩიოთ, მისთვის ვევედროთ ღმერთს, მწყურვალე დავარწულოთ, მშიერი დავაპუროთ, შიშველი შევმოსოთ, პატიმარი საპყრობილეში მოვინახულოთ, ავადმყოფზე ვიზრუნოთ, შეძლებისდაგვარად აღვას-რულოთ ქველმოქმედება. აი, მაშინ დღესასწაული მართლაც ჭეშმარი-ტი დღესასწაული იქნება, მაშინ აღივსება ჩვენი გული სიხარულითა და ქრისტესმიერი სიყვარულით. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |