მთავარი > სხვადასხვა > უფლისაგან რომ ცოდვათა მოტევება მივიღოთ, საჭიროა გულის შემუსვრილება და საკუთარი ცოდვების შეცნობა

უფლისაგან რომ ცოდვათა მოტევება მივიღოთ, საჭიროა გულის შემუსვრილება და საკუთარი ცოდვების შეცნობა


21-06-2014, 00:01

უფლისაგან რომ ცოდვათა მოტევება მივიღოთ, საჭიროა გულის შემუსვრილება და საკუთარი ცოდვების შეცნობა

 

სიტყვა თქმული სულიერ მოძღვარზე, რომელმაც მრავალი ამბავი აღგვიწერა ცხონების შესახებ

 

 

   იმისათვის, რომ აღსარების დროს ცოდვები მიეტევოს, მონანიეს მოეთხოვება ჰქონდეს: უფლის რწმენა, მისი გულმოწყალების იმედი, სურვილი საკუთარი ცხოვრების გამოსწორებისა, გულის შემუსვრი-ლობა და საკუთარი ცოდვები სრულად აღიაროს. ამგვარი აღსარება ღვთისთვის სათნო საქმეა. და ასეთ აღმსარებლებს ჭეშმარიტად რომ მიეტევებათ ცოდვები, ეს შემდეგიდან ჩანს.

   ერთხელ, ერთი წმინდა ხუცესი, რომელიც ოლიმპოს მთაზე მოღვა-წეობდა, ძმებს სულის ცხონების საქმეზე ესაუბრებოდა. საუბრის დროს მასთან გლახაკი მივიდა, თაყვანი სცა და ჩუმად დადგა.

   ხუცესმა ჰკითხა:

   -რა გინდა?

   -ცოდვების მოსანანიებლად მოვედი თქვენი სიწმინდის წინაშე, მა-მაო.

   ხუცესმა უთხრა:

   -აღიარე ყველას წინაშე, ნუ გრცხვენია.

   მაშინ გლახაკმა დაიწყო აღსარების თქმა. ყველას წინაშე აღიარა ცო-დვები. ზგიერთი ცოდვა, იმდენად მძიმე იყო, რომ მისი თქმა უხერ-ხულიც იყო. როდესაც ყველაფერი ცრემლებით წარმოსთქვა, გულშე-მუსვრილი და დანაღვლიანებული გაჩუმდა. ხუცესი დიდხანს ფიქრო-ბდა, შემდეგ ჰკითხა:

   -გსურს თუ არა ბერად შედგომა?

   -მსურს, მამაო, ტანსაცმელიც კი წამოვიღე აღსაკვეცად.

   შემდეგ მოძღვარმა რამდენიმე მითითება მისცა, შემოსა ანგელო-ზებრივად და გააფრთხილა:

   -წადი შვილო, მშვიდობით იარე და იცოდე, აღარ სცოდო. შემხე-დვარე მონაზვნები განცვიფრდნენ და მოძღვარს ჰკითხეს:

   -ეს რას ნიშნავს მამაო? ასეთი საშინელი ცოდვების შემდეგ სასჯელი არც კი დაადე.

   ბერმა უპასუხა:

   -საყვარელო შვილებო, ნუთუ ვერ დაინახეთ, რომ აღსარების დროს გლახაკის გვერდით საშინელი კაცი იდგა, მისი სახე ისე ანათებდა, როგორც ელვა, მისი სამოსი თოვლივით სპეტაკი იყო, ხელში კი ქარტია ეჭირა, რომელშიც გლახაკის ცოდვები იყო აღნუსხული. რო-დესაც იგი ცოდვებს აღიარებდა ჩვენს წინაშე, კაცი წარმოთქმულ ცოდვას ქარტიაში შლიდა. თუკი უფალმა შეუნდო ცოდვილს მე რაღა უფლებით უნდა დავადო ეპიტიმია?

   ამის გამგონე ბერები შეძრწუნდნენ და ადიდებდნენ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს და მის მოწყალებას. ძმები უფლის საკვირველი საქ-მეებით განცვიფრებულნი დაიშალნენ.

   აი, ძმებო, მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ სასარგებლოა გულწრფელი აღსარება, მორჩილებითა და სინანულის ცრემლებით აღიარებული ცოდვები. ამიტომ, აღსარებისას ნუ შეგრცხვებათ თქვენი ცოდვილი ცხოვრების, ნუ დამალავთ სინანულის ცრემლს, თქვენი გულიდან წამოსულ მწუხარებას, ვინაიდან ყოველივე ეს ცოდვები-საგან ნაიარევი სულის სალბუნია. გახსოვდეთ, აღსარების დროს ბოლომდე გულახდილნი უნდა იყოთ, არაფერი დაუმალოთ თქვენს სულიერ მოძღვარს, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ყოველივე თქვენი დაფარული - ხილულია უფლის თვალთათვის. მუდამ იგონებდეთ საბოლოო განსჯის დღეს, მოემზადეთ და აღიარეთ ცოდვები თქვენი სულიერი მამის, როგორც თავად უფალი ღმერთის წინაშე, რომელიც ბოლო ჟამს განსჯის ცოცხლებსაც და მკვდრებსაც და ყველას თავის საქმეთა მიხედვით მიუზღავს.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება