მთავარი > ლოცვა > როგორ უნდა მოვემზადოთ გასამგზავრებლად

როგორ უნდა მოვემზადოთ გასამგზავრებლად


19-06-2014, 00:01

როგორ უნდა მოვემზადოთ გასამგზავრებლად

 

იოანე განშორებულის შესახებ თქმული

 

   ბევრ ქრისტიანს აქვს ჩვეულება მგზავრობის წინ გულმოდგინედ ილოცოს და უფალს და მის წმინდანებს საკუთარი ოჯახის წევრები შეავედროს. ასეთი ადამიანი სახლში არყოფნის დროს უფლისა და წმინდანების მფარველობის იმედზეა. ამ წესს ყოველი ჩვენთაგანი უნდა იცავდეს. განა უფალზე საიმედო მფარველი არის ვინმე? ან ვინ შეიძლება იყოს წმინდანებზე უკეთესი შემწე მგზავრობის დროს? იცით თუ არა, ძმებო, რომ უფალი და წმინდა მოწამენი ჭეშმარიტად იცავენ მათ, ვინც მგზავრობის დროს მათგან შეწევნას ითხოვენ?

   ღირს მამა იოანეს, რომელსაც განშორებულს უწოდებდნენ, გამოქ-ვაბულში ჰქონდა ხატი, რომელზეც გამოხატული იყო ღვთისმშო-ბელი, ჩვილით ხელში. აღასანიშნავია, რომ ბერს წესად ჰქონდა ხშირი მოგზაურობა, რათა მუხლი მოეყარა სიწმინდეების წინაშე. ერთხელ იერუსალიმში, სინას მთაზე, წმინდა მოწამეთა და სხვა წმინდანების თაყვანისსაცემად წავიდა. როდესაც მიდიოდა, როგორც ყოველთვის, ილოცა და ღმერთს შეევედრა, რათა მისთვის ხელი მოემართა. ამის შემდეგ, ხატის წინ დადგა და თქვა:

   -ვინაიდან შორეულ გზაზე მივდივარ, გევედრები, იყავი ჩემი შემწე და მფარველი, დამეხმარე მგზავრობის დროს.

   იოანე ამ წესს ყოველთვის იცავდა. ხან თვეობით იყო გზაში, ხან ხუთი ან ექვსი თვის განმავლობაში მოგზაურობდა და მისი გზა ყოველთვის მშვიდობიანი იყო. მის სათნო ლოცვას ყოველთვის ყურადიღებდა უფალი და ღვთისმშობელი მარიამი და წყალობას არ აკლებდნენ ღირს მამას. ეს შემდეგი სასწაულიდანაც ნათელია: ღვთისმოსავი ბერი გამგზავრების წინ სენაკში კანდელს ანთებდა. კანდელი ჩაუქრობლად ენთო და მოგზაურობიდან დაბრუნებულ იოანეს ანთებული ხვდებოდა.

   ასე რომ, ძმანო, გახსოვდეთ, ვიდრე სადმე წასვლას გადაწყვეტთ, მანამ მიმართეთ უფალსა და მის წმინდანებს შემწეობის თხოვნით და გულმხურვალედ ილოცეთ. თქვენი ოჯახის წევრები მიანდეთ წმინ-დანთა მფარველობას და ყველაფერი კარგად იქნება. ვინაიდან უფალთან ერთად სასიკვდილო გზაზე სიარულიც უსაფრთხოა. და-ვით წინასწარმეტყველი ამბობს: ვიდოდიღათუ აჩრდილთა სიკუ-დილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგე-შინისმცეს მე (ფს. 22,4).

   წმინდანები უარს არ გვეტყვიან დახმარებაზე, ამას ვასკვნით იქიდან, რომ მათ თავად იციან, რომ ადამიანს მგზავრობის დროს შემწეობა სჭირდება, თავადაც ხომ მიმოდიოდნენ უდაბნოებში, მთე-ბში, უწევდათ შეხვედრა ავაზაკებთან, უფსკრულების გადალახვა მათ, რომელთაჲ ღირსავე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ხურელთა ქუეყა-ნისათა (ებრ. 11,38). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება