მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მეგობრების არჩევისას სიფრთხილე გვმართებს

მეგობრების არჩევისას სიფრთხილე გვმართებს


18-06-2014, 00:01

მეგობრების არჩევისას სიფრთხილე გვმართებს

 

სწავლება სიყვარულის შესახებ

 

   ანდაზა ამბობს: „ასი მანეთის ქონებას - ასი მეგობრის ყოლა სჯობს". კარგია, როცა ბევრი მეგობარი გყავს, უფრო სწორად, მეგობრის ყოლა აუცილებელია. „ერთის ჭკუა კარგია, ორის - უკეთესი!" - გვეუბნება ანდაზა. მაგრამ უბედურება აი რაში მდგომარეობს: კარგი მეგობარი შეუცვლელი განძია, ხოლო ცუდი მეგობარი - უდიდესი ბოროტება; პირველი - გაცხოვნებს, მეორე კი - წარგწყმედს. ამიტომაც კარგი მეგობარი უნდა ვეძებოთ და ამ დროს, რა თქმა უნდა, დიდი სიფრთხილე გვმართებს. ვთქვათ, მოგეწონა ადამიანი, მაშინვე ნუ გაეხსნები და ნუ გადაუშლი გულს. ფრთხილად დააკვირდი და გამოსცადე. თუკი გამოცდის შემდეგ ნახავ, რომ ეს ადამიანი შენი მეგობრობის ღირსია, დაუმეგობრდი და ხელჩაკიდებული გაჰყევით ზეციური სასუფევლისაკენ მიმავალ გზას; ხოლო თუ მიხვდები, რომ იგი ცუდი ადამიანია, ან მიატოვე, ან ბოლომდე გამოასწორე და მხოლოდ მაშინ დაუმეგობრდი.

   სვინაქსარში ნათქვამია: „საყვარელნო, თუკი ვინმესთან მეგობრობას მოისურვებთ და გაიგებთ, რომ იგი ჭეშმარიტად ღვთისმოშიშია, ისეთი, როგორიც უფალმა თქვა: (მათ. 7.16), მაშინ, ნუ დაეჭვდები, თუკი ყოველდღიური დაკვირვების შემდეგ აღმოაჩენ, რომ შენთან მეგობრობას ეძიებს, შენს მიმართ ცრუ სიყვარული ამოძრავებს და მისი ცხოვრება ღვთისთვის სათნო არ არის, ამგვართან სიფრთხილე გამოიჩინე; თუკი ადამიანს შეატყობ, რომ საკუთარ თავში მალავს ბიწიერ ვნებას, მატყუარა ან პირმოთნეა და სურს სულის ხსნისაკენ მიმავალ გზაზე დაგაბრკოლოს, მაშინ არ აჰყვე მის უგუნურებას და პირდაპირ უთხარი, რომ არასდროს გაიზიარებ მის ბილწ აზრებს, რომ მან ორიდან ერთი უნდა აირჩიოს: ან გამოსწორდეს, ან თავი და-განებოს".

   დიახ, ძმებო, მეგობრის არჩევა ფრიად პასუხსაგები საქმეა, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა მეგობრად ბასილი დიდი აირჩია. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა: „ჩვენს ერთადერთ მოვალეობად ორივეს სიკეთის ქმნა მიგვაჩნდა, ამქვეყნად ვცხოვრობდით ერთმანეთის იმე-დად, განშორებულნი ყოველგვარ ამაობას და ერთის ღვაწლი მეორი-სთვის სამაგალითო იყო".

   დავითის შვილმა აბესალომმა მეგობრად საკუთარი მამის მოღა-ლატე, აქიტოფელი აირჩია და ორივენი დაიღუპნენ. აბესალომი მამის ჯარებს გაურბოდა, თმით ხეზე დაეკიდა და ისრებით განიგმირა. ხოლო აქიტოფელმა საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა. ამი-ტომ არ დაუახლოვდეთ ყოველ შემხვედრს: ჯერ გამოსცადეთ, დააკ-ვირდით, შეხედეთ ადამიანს და შემდეგ დაუმეგობრდით. ზირაქი ამბობს: მშვიდობისმყოფელნი მრავლად გეყოლოს, რჩევის მო-მცემნი კი - ათასიდან ერთი. თუ მეგობრის შეძენა გსურს, გა-ნსაცდელში შეიძინე და მყისვე ნუ მიენდობი მას (ზირ. 6, 6-7). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება