მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მათთვის, ვისაც მოწოდების გარშე სურს ბერად აღკვეცა
მათთვის, ვისაც მოწოდების გარშე სურს ბერად აღკვეცა17-06-2014, 00:01 |
წმინდა ეფრემ ასურის სიტყვა ურჩთათვის
ზოგიერთი ბერი მოწოდების გარეშე ირჩევს ბერმონაზვნურ ცხო-ვრებას. ზოგს ეს ახალგაზრდული დაუფიქრებლობით ემართება, ზოგს ოჯახური პრობლემების, ან სიღარიბის გამო და სხვა, ყველა იმ მი-ზეზს ვერ ჩამოვთვლით, რაც ადამიანს ბერობისაკენ უბიძგებს, როცა ამის არც სურვილი აქვთ, არც ჭეშმარიტი მოწოდება გააჩნიათ. დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი დროებით მშვენიერი და სამაგალითო ბერი ხდება, უფალს ჭეშმარიტად ემსახურება. მეორენი კი თავიდან კარგად იწყებენ, შემდეგ სხვა გზით უხვევენ და არა-სათანადოდ იქცევიან. რატომ ხდება ასე, ძმებო, რა გითხრათ ამის შე-სახებ? წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „თუკი ვინმე ბერად მოწოდების გარეშე შედგება, ან სხვა მიზეზით მონასტერში მოხვდება და თუ მას მთელი თავისი შეგნებით არ სურს მონაზვნობა, მაშინ კი ეშმაკი მა-ლევე შეიპყრობს და დაუწყებს ჩაგონებას: „რისთვის ირჯები? რატომ იღვწვი სათნო საქმეების აღსასრულებლად? ამისთვის ხომ რაიმე ჯი-ლდო არ გელოდება, რადგან შენ მონასტერში უნებურად მოხვდი და არა მოწოდებით. რაღაც რომ არ მომხდარიყო შენს ცხოვრებაში, აქ ხომ არ მოხვიდოდი? ტყუილად ნუღარ წვალობ: მაინც ვერ მიიღებ რაიმე სარგებელს". ასე დაუწყებს შეგონებას ეშმაკი ბერს და თუკი მონა-ზონიც განუსჯელად მოიქცევა, ბოროტი საბოლოოდ დაღუპავს მას. ეშმაკისაგან შეგონებულს თავდადება აღარ ძალუძს, კარგავს უფლის შიშს, ყველას ეჩხუბება და ემორჩილება ხორციელ ვნებას. ასეთი ბერი ივიწყებს იღუმენის სიკეთეს, ყურადღებას აღარ აქცევს მის რჩევას, ხანდახან შეშლილივით ბოდავს, ტირის და ვერც ამჩნევს, ისე იღუ-პება. ამგვარი ადამიანები, სიკეთის ნაცვლად ბოროტებას სჩადის და უფლის წყალობას კარგავენ." აი, რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ბერი, რომელიც მონასტერში მოწოდების გამო მიდის, ემორჩილება ბოროტს. ამგვარ საქციელს მას ეშმაკი ასწავლის და შეაგონებს. დაე, მათ ახსოვდეთ ეს და საკუთარ თავს ბრძოლა გამოუცხადონ, რათა თავიდანვე აღმოფხვრან ბორო-ტება. გეწვევა ბილწი აზრი? შეებრძოლე და ლოცვად დადექი. გა-გიჩნდება ბოროტის ქმნის სურვილი? ეშმაკის გასაწბილებლად და შენდა სასიკეთოდ სიკეთე აღასრულე. მოიწყენ? წადი და მოძღვარს ესაუბრე. ცოდვებზე ფიქრი სასოწარკვეთილებას გგვრის? მიდი სული-ერ მამასთან და ცრემლით შეიმსუბუქე დარდი. თუკი ზედმეტად გამხიარულდები, იხარე ფსალმუნებისა და სხვა საეკლესიო საგალო-ბელთა გალობით. არასოდეს დადარდიანდე, არასდროს წარიკვეთო სასო და უეჭველად ცხონდები. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |