მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > რაგვარ სულიერ სრულყოფილებას შეუძლია მიაღწიოს ადამიანმა, რომელიც საერო ცხოვრებას დათმობს

რაგვარ სულიერ სრულყოფილებას შეუძლია მიაღწიოს ადამიანმა, რომელიც საერო ცხოვრებას დათმობს


16-06-2014, 00:01

რაგვარ სულიერ სრულყოფილებას შეუძლია მიაღწიოს ადამიანმა, რომელიც საერო ცხოვრებას დათმობს

 

სიტყვა პატერიკიდან

 

   ზოგიერთმა წმინდანმა, უდაბნოში რომ იღვწოდა, თვითუარყოფისა და სულიერი სრულყოფის ენითუთქმელი მაგალითები გვაჩვენა. უფლის გარდა მათ არაფერი იცოდნენ, უფალი იყო მათთვის ყვე-ლაფერი და ცხოვრობდნენ მხოლოდ უფლისთვის და უფალში. ყვე-ლაფერი ეს შემდგომიდან ჩანს.

   ერთხელ ღირს მამა მაკარი დიდს, როდესაც იგი ნიტრიის მთაზე მიემართებოდა, ბერებმა სთხოვეს, რაიმე ეთქვა მათ დასამოძღვრად. მაკარიმ მათ უპასუხა:

   -აი, რას გეტყვით: მე არ ვყოფილვარ მონაზონი, მაგრამ მინახავს ისინი. ერთხელ, როდესაც სენაკში ვიჯექი, გული მეუბნებოდა, რომ უდაბნოს სიღრმეში წავსულიყავი. პირველად ვიფიქრე, რომ ეს აზრი ეშმაკმა შემაგონა. შემდეგ დავმშვიდდი და უდაბნოში წავედი. აი, მივედი ერთ ჭაობთან, რომელშიც კუნძული იყო, უდაბნოს ცხოვე-ლები მიდიოდნენ ჭაობთან და წყალს სვამდნენ. მათთან ერთად ვიხილე ორი კაცი. მთლად შიშვლები იყვნენ. შემეშინდა და ვიფიქრე, რომ სულები იქნებოდნენ, მაგრამ, როდესაც შიში შემამჩნიეს, მითხ-რეს:

   -ნუ გეშინია, ჩვენ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც შენ.

   მე შევეკითხე:

   -საიდან მოხვდით ამ უდაბნოში?

   მათ მიპასუხეს:

   -ჩვენ მონაზვნები ვართ. შევუთანხმდით ერთმანეთს, მივატოვეთ მოანსტერი, მოვედით ამ ადგილზე და უკვე 30 წელი აქ ვცხოვრობთ.

   ერთი მათგანი ეგვიპტელი იყო, მეორე ლიბიიდან უკვე ჩემო გამო-კითხვა დაიწყეს:

   -გვითხარი, რა ხდება ქვეყნად?

   მე ვუპასუხე და შემდეგ კვლავ ვკითხე მათ:

   -შემიძლია, მონაზონი გავხდე?

   მითხრეს:

   -თუკი ადამიანი მთლიანად არ მოიკვეთს ქვეყნიერებას, ვერ შეძ-ლებს მონაზვნობას.

   -მე არ შემიძლია ისე ვიცხოვრო, როგორც თქვენ.

   -თუკი არ შეგიძლია, იჯექი შენს სენაკში და იტირე შენი ცოდვების გამო - დამმოძღვრეს მოღვაწეებმა.

   კვლავ დავინტერესდი და ვიკითხე:

   -ნუთუ ზამთარში სიცივისაგან არ იტანჯებით ან პაპანაქება ზაფ-ხულში მზის მცხუნვარება არ გწვავთ?

   მათ მიპასუხეს:

   -უფალმა ისე მოაწყო, რომ ჩვენ არც ზამთრის ყინვა ვიცით და არც ზაფხულის პაპანაქება.

   ასე რომ, ძმანო, მე არ ვყოფილვარ მონაზონი, მაგრამ ჭეშმარიტი მონაზვნები ვიხილე. - დაასრულა სიტყვა მაკარი დიდმა.

   ჭეშმარიტად ღირსეული ადამიანები იხილა მაკარი დიდმა. მან იხილა მიწის ანგელოზები და ზეცის კაცნი; ასეთებს ყოველთვის შეეძლო ეთქვათ მოციქულებთან ერთად: ვინ განმაშორნესჩუენ სიყუარულისა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს: რამეთუ შენთვის მოვსწ-ყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ. რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღ-რმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყე-ნებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა (რომ. 8, 35-39).

   ამრიგად, ცხადია, ძმებო, რომ უდაბნოში მოღვაწე ზოგიერთი წმინდა კაცი თვითუარყოფისა და სულიერი სრულყოფილების გა-საოცარ მაგალითებს გვიჩვენებს. ეს მაგალითები განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენთვის, ვინაიდან ამით წარმოჩინდება, რომ უფლის მადლი და ნიჭი აწრთობს ნებისყოფას, რომ უფლისადმი სიყვარული ყველაფერს ამარცხებს.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება