მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მათთვის, ვისაც სასწაულის არ სწამთ

მათთვის, ვისაც სასწაულის არ სწამთ


15-06-2014, 00:01

მათთვის, ვისაც სასწაულის არ სწამთ

 

 

წმინდა მამის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, სასწაულმოქმედ იონას ღირსსახსენებლად

 

   უფლის სადიდებლად და მცირედმორწმუნეთა განსამტკიცებლად, ისევე როგორც უწინ, უზენაესი ახლაც გვივლენს სასწაულებს. ხშირად გვესმის ადამიანის სასწაულებრივი გამოჯანმრთელების შესახებ, ხან ზევით მოვლენილი სასწაულებრივი მინიშნების შესახებ და სხვა. უფალი უსაზღვროდ მოწყალეა ჩვენს მიმართ! მაგრამ ხშირად ჩვენ ვერ ვაფასებთ ამას და არა მარტო არ ვაფასებთ, არამედ უგულებელ-ვყოფთ კიდევ მას. ეს კიდევ ცოტაა, ჩვენ სხვასაც ვუბიძგებთ იმავე საქციელისაკენ. აი, თუნდაც საწაულებთან დაკავშირებით: როგორ იქცევიან თანამედროვე ადამიანები, რომელთაც არ სურთ უფლის შეცნობა? ისმენენ სასწაულის შესახებ, არ სჯერათ მისი და არა მარტო თავად არ სჯერად, არამედ დამცინავად გაჰყვირიან, რომ ეს არ არის სასწაული, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა და რომ ეს მარტივად ასახს-ნელია. როგორ ფიქრობთ, ძმებო, ასეთი ურწმუნოება და, მითუმეტეს, ამ განწყობის სხვებზე გავრცელება უკვალოდ ჩაივლის? რა თქმა უნდა, არა! ღმერთის შეურაცხყოფა დაუშვებელია და ასეთ კადნიერ ადამი-ანებს მკაცრად მოეკითხებათ საკუთარი ურწმუნობისა და ავსიტყ-ვაობის გამო.

   ერთხელ მოსკოვის მიტროპოლიტმა წმინდა იონამ ლოცვით გან-კურნა ერთი მემამულის მომაკვდავი ქალიშვილი. ვიღაცამ არ დაი-ჯერა სასწაული და ამბობდა, რომ თავადის ასული ლოცვამ კი არა გააჯანსაღა, არამედ ავადმყოფობამ გაუარა და გამოჯანმრთელდა. მოძღვარმა მოიხმო ურწმუნო და უთხრა: 

   -შვილო ჩემო, ნუ ეჭვობ თავადის ასულის გამოჯანმრთელების გამო, ვინაიდან ის, რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღვთისათვის. თავადის ასული ლოცვასთან ერთად, მორწმუნე მშობ-ლების ლოცვით გამოჯანმრთელდა.

   მაგრამ ავსიტყვა ამით არ დაკმაყოფილდა და უფრო მეტ ბოროტებას ამბობდა მამა იონაზე. რით დამთავრდა ეს ყველაფერი? იგი მეყვ-სეულად დაეცა და ხმა ჩაუწყდა. მალე სულიც განუტევა, ვინაიდან იმდენად გაკადნიერდა, რომ სულიწმინდის გმობა გაბედა.

   საშინელი სასჯელია? განა ასეთივე სასჯელი არ ელით დღევანდელ ურწმუნოებას? დიახ, მათ, ვისაც უფლის დიდებული საქმეების არ სწამთ, იგივე განსაცდელი ემუქრებათ. ვინ კვდება უაღსარებოთ, თუ არა ასეთი ავსიტყვები. განა ასეთი სიკვდილი უცაბედი სიკვდილის ტოლფასი არ არის? და უფრო მეტიც-მოუნანიებელ ცოდვილთ საი-ქიოს საშინელი სატანჯველი ელით, იგი ბევრად უფრო მწარეა, ვიდრე ხორციელი სიკვდილი. ეს არის სამუდამო სიკვდილი. სულიერი სიკვდილი უფალთან სამუდამო განშორებას ნიშნავს, მარადიულ ბნელს, მარადიულ ტანჯვას. გეშინოდეთ, ძმანო, ურწმუნოების საში-ნელი ცოდვისა, ვინაიდან ეს ცოდვა შეურაცხყოფს სულიწმინდას, იგი ყველაზე საშინელი და დამღუპველია და ამგვარი ცოდვილი შენ-დობას ვერ ეღირსება.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 

 

 

 


უკან დაბრუნება