მთავარი > სხვადასხვა > მათ, ვინც განსაცდელის ჟამს არ მიმართავს რაიმე უკეთურ საშუალებას და დახმარებას მხოლოდ უფლისაგან მოელის, უფალი იხსნის

მათ, ვინც განსაცდელის ჟამს არ მიმართავს რაიმე უკეთურ საშუალებას და დახმარებას მხოლოდ უფლისაგან მოელის, უფალი იხსნის


14-06-2014, 00:01

მათ, ვინც განსაცდელის ჟამს არ მიმართავს რაიმე უკეთურ საშუალებას და დახმარებას მხოლოდ უფლისაგან მოელის, უფალი იხსნის

 

სიტყვა, თქმული ვაჭარზე

 

   იცით თუ არა ძმებო, რომ ვინც განსაცდელის ჟამს ყოფის შესამ-სუბუქებლად აკრძალულ საშუალებას არ მიმართავს და შვებას მხოლოდ უფლისაგან მოელის, უფალი მათ განსაცდელისაგან იხსნის და ყველაზე დიდ წყალობას მოუვლენს. ამას ახლავე დაგიმტკიცებთ.

   ერთი ვაჭარი საქონლით დატვირთული გემით აფრიკაში მიდიოდა. გემი დაიმსხვრა და ჩაიძირა. ვაჭარმა ყველაფერი დაკარგა. მევალე-ებმა ის საპყრობილეში ჩააგდეს. მთელი მისი ქონება ვალებში გაიყიდა და ვაჭარი თავის ცოლთან ერთად მხოლოდ იმით დარჩა, რაც შემორჩათ. ვაჭრის ცოლი დღიურ სამუშაოს ასრულებდა და ასე კვებავდა საკუთარ მეუღლეს.

   ერთხელ, როდესაც ქმართან, საპყრობილეში იყო, მოვიდა ერთი დიდებული, რომელსაც სურდა, წყალობა გაეღო ტუსაღებისათვის. დიდებული დაატყვევა ვაჭრის ცოლის განსაცვიფრებელმა სილამაზემ და იგი თავისთან მიიწვია. ქალი ფიქრობდა, რომ დიდებული დაეხ-მარებოდა და სასწრაფოდ გაემგზავრა მასთან. ხოლო დიდებულმა, როდესაც მისი მდგომარეობა შეიტყო, შესთავაზა:

   -მე გადავიხდი შენი ქმრის ვალებს, თუკი დამთანხმდები და ჩემი გახდები.

   ქალმა უპასუხა:

   -ჩემო ბატონო, შენ იცი, რომ ქალი თავისი სხეულის უფალი არ არის, ქმრის საკუთრებაა, ამიტომ ნება მომეცი შენი წინადადება ჩემს ქმარს ვაუწყო, დიდებული დათანხმდა. ცოლმა შემოთავაზებული წინადადება ქმარს გადასცა. ვაჭარი ატირდა და ცოლს მიუგო:

   -გადაეცი დიდებულს, რომ ჩვენ მრუშობის საფასურად თავისუფ-ლების მიღება არ გვსურს. ამის გაგონებაც არ გვინდა. უფალი ყველა-ფერს ხედავს და თავად გვიხსნის განსაცდელისგან.

   ქალმა ქმრის სიტყვები დიდებულს გადასცა.

   ცოლ-ქმრის საუბარს ერთი ყაჩაღი ყურს უგდებდა. იგი სიკვდილ-მისჯილი იყო. მან ამოიოხრა და თქვა:

   -რა საშინელ ყოფაშია ეს ცოლ-ქმარი და თავისუფლებაზე უარს ამბობენ, რადგან არ სურთ იმრუშონ, როგორ ერთგულებას იჩენენ უფლის მიმართ. მე კი რას ვაკეთებ? ერთხელაც არ დავფიქრებულვარ ჩემს ცოდვებზე, რამდენი ვინმე მომიკლავს, რამდენი გამიმწარებია.

   ამის შემდეგ იხმო ვაჭარი და მისი ცოლი და ასე უთხრა:

   -თქვენ იცით, რომ მე ყაჩაღი ვარ და მრავალი ბოროტება ჩამიდენია, უამრავი კაცი მომილავს, რამდენიმე დღეში სიკვდილით დამსჯიან. მას შემდეგ რაც თქვენი მოკრძალება და სარწმუნოება ვიხილე, შე-ვინანე და ამას გთხოვთ, ჩემი სიკვდილის შემდეგ აღასრულოთ ჩემი ნება: ამა და ამ ადგილას გათხარეთ მიწა და იქ იპოვით ოქროს, ყველაფერი თქვენ აიღეთ, გადაიხადეთ ვალები და ჩემი თავი უფალს შეავედრეთ, რათა ცოდვები შემინდოს.

   მალე ქალაქის თავი მოვიდა და ყაჩაღის დასჯა ბრძანა. მისი სიკვდილის შემდეგ, ცოლ-ქმარმა აიღო ოქრო და ვაჭარმა ვალები გადაიხადა. ასე დაასაჩუქრა ღმერთმა ერთგული ცოლ-ქმარი უფლის მცნებების დაცვისათვის.

   ამრიგად, ძმებო, თქვენ იხილეთ, თუ როგორ უყვარს უფალს ღირ-სეული ადამიანები და როგორ ასაჩუქრებს მათ. ამიტომ მიბაძეთ ამგვართ. როდესაც პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ (ებრ. 13,4), მაშინ უფალიც მოგივლენთ წყა-ლობას და დაგაჯილდოებთ. ამინ.

 

 

„სვინაქსარი". ტომი II. 


უკან დაბრუნება