მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება > ალექსანდრე შმემანის იდეოლოგია (ნაწილი I)

ალექსანდრე შმემანის იდეოლოგია (ნაწილი I)


17-03-2014, 18:26

ალექსანდრე შმემანის იდეოლოგია (ნაწილი I)

 

   უკანასკნელ ხანს ფართოდ შუქდება ამერიკელი პროტოპრესვი-ტერის, ალექსანდრე შმემანის ნაშრომები და ქადაგებები, ავტორისა-რომელიც XX საუკუნის ერთ-ერთ „მსხვილ ეკუმენისტ ღვთისმეტყვე-ლად მიიჩნევა".

   რუსული ემიგრაციის წარმომადგენელი, მოდერნისტი ღვთისმეტყ-ველი ალექსანდრე შმემანი დაიბადა 1921 წელს, ტალინში (ესტონე-თი). საშუალო განათლება მიიღო ვერსალის რუსულ კადეტთა კორპუსში (1930-1938). სწავლა გააგრძელა ფრანგულ ლიცეუმ კარნოში, ხოლო მოგვიანებით (1945 წლამდე), ეკუმენისტური სულისკვეთებით ცნობილ, პარიზის წმიდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში სწავლობდა. 1945 წელს მღვდლად ეკურთხა. 1964-1983 წლებში ამერიკის სამიტროპოლიტო საბჭოს წევრი იყო. 1970-იან წლებში იგი ცნობილ მოდერნისტ ღვთისმეტყველ, პროტოპრესვიტერ იოანე მეი-ენდორფთან და მთავარეპისკოპოს იოანე შახოვსკისთან ერთად, ამერიკის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსების მონაწილეა. 1953 წელს მან პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში დაიცვა დისერ-ტაცია თემაზე „ლიტურგიკული ღვთისმეტყველების შესავალი". შმემანის სპეციალობა იყო ეკლესიის ისტორია. მას ხელმძღვანე-ლობდა მოდერნისტი ღვთისმეტყველი ალექსანდრე კარტაშოვი. 1951 წელს პროტოპრესვიტერი ალექსანდრე ნიუ-იორკის წმიდა ვლადიმი-რის სემინარიის დოცენტია ეკლესიის ისტორიის და ლიიტურგიკის კათედრაზე. 1963-79 წლებში შმემანი გახმაურებული ეკუმენისტური რუსული სტუდენტური მოძრაობის თავჯდომარე იყო. 1979-83 წლებში დააარსა მასონური საძმო „სინდესმოსი" და მისი პირველი თავჯდომარე გახდა. შმემანი 1961-65 წლებში გამართულ ვატიკანის II კრებას ოფიციალური სტატუსით ესწრებოდა. ოცდაათი წლის მანძილზე მიჰყავდა რადიო „Свобода-ს" რელიგიური პროგრამა. პროტოპრესვიტერი გარდაიცვალა 1983 წელს.

   ალექსანდრე შმემანის ნაშრომები ტელეარხ „Союз-ის" ეთერში მიმოიხილა მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, თავადვე მოდერნისტული მიმართულების ღვთისმეტყველმა, ალექსანდრე ოსიპოვმა (ეკატერინბურგის ეპარქიის ოფიციალური გამოცემა „Право-славная газета"). იგი აცხადებს: „შმემანი, შეიძლება ითქვას, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან შორსაა სულიერი ცხოვრების გაგებისაგან. იგი თავის დღიურებში პირდაპირ წერს: „მე არ შემიძლია ამ ბრიანჩანინოვების და თეოფანე დაყუდებულის მიღება-გათავი-სება".

   შმემანის შრომებს უფრო ღრმა ანალიზი გაუკეთა ცნობილმა უკრაინელმა პუბლიცისტმა იგორ დრუზმა, რომელიც აღნიშნავს, რომ: „პროტოპრესვიტერ შმემანის ბუნდოვანი და ორაზროვანი წიგნები არ შეესატყვისებიან სახარებისეულ სიტყვას, სულისკვეთებას და წმინდა მამათა ნაშრომებს-სადაც ყველგან ზუსტად და ცხადად არის განსაზღვრული ცოდვა, მკაფიოდ არის გამიჯნული ნათელი ბნელი-საგან, ცოდვა-მადლისაგან, და სადაც საუბარია ჯოჯოხეთსა და მისაგებელზე. შმემანის წიგნებში ეს ცნებები და სიტყვები უკუგდე-ბულია დუმილით.

   ალექსანდრე შმემანი, ფაქტობრივად, ჭეშმარიტების გაგების შეცვლას ცდილობდა, ურთიერთგამომრიცხავ ალოგიკურ თეზისებს მოიხმობდა და გმობდა მარხვას და ლოცვას, წმინდანებს, მოღვაწეებს და აღმსარებლებს... მღვდელ ალექსანდრეს წიგნები და განსაკუთ-რებით კი მისი „დღიურები" მხოლოდ იმიტომ კი არ წარმოადგენს საფრთხეს, რომ აშკარად ცილს სწამებს ეკლესიას და რომ ეკლესიაში დამანგრეველი რეფორმების გატარება სურს-არამედ იგი ცდილობს ჭეშმარიტების, როგორც ასეთის, უარყოფას და უნდა ოსტატურად არიოს, ერთმანეთში სიცრუე და სიმართლე. ყველა წიგნი არის სიკეთისა და ბოროტების მტკიცე კრიტერიუმების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა. „დაე, თქვენი სიტყვა იყოს „ჰე, ჰე და არა, არა". სხვა ყოველივე მაცდურისაგანაა". იგორ დრუზი აღნიშნავს, რომ პროტოპრესვიტერის ყველა ანტიეკლესიურ გამონათქვამს საფენად ადევს სიტყვები: „შესაძლოა", „ალბათ", „ეტყობა", „როგორც ჩანს"...

 

 

 

 

"Благодатный огонь"  11.8.10. 

ჟურნ. „მაყვლოვანი". 


უკან დაბრუნება