მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ეს ქვეყანა სამოთხე კი არა, სამოთხიდან განდევნაა
ეს ქვეყანა სამოთხე კი არა, სამოთხიდან განდევნაა12-06-2014, 00:01 |
წმინდა ბასილი დიდის სიტყვა ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული შეცდომა ის არის, ძმებო, რომ ხშირად ჩვენი მიწიერი არსებობა არა დროებითად, არამედ მარადიულად წარმოგვიდგენია. ასე გვგონია, რომ ბედნიერე-ბის მოპოვება აქაც არის შესაძლებელი; მუდმივად ვიღწვით ამქვეყ-ნიური კეთილდღეობისათვის, მასში ვხედავთ ჩვენი ცხოვრების აზრსა და ამოცანას, ვხარჯავთ სასიცოცხლო ძალასა და ვიუარესებთ ჯანმრთელობას, რისთვისაც ხშირად უსინდისოდ ვიქცევით, ვიღუ-პავთ სულს. ხოლო სულიერებაზე ზრუნვა, თუკი საერთოდ ვინმე ზრუნავს მასზე, ყველაზე უკანასკნელ საქმედ მიგვაჩნია. ვინ დაგვა-ბრმავა ასე საშინლად? გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: ნუთუ გაკმაყოფილებთ ამქვეყნიური კეთლდღეობა, შეგიძლიათ აქ ჭეშმარიტ ბედნიერებას მიაღწიოთ? ვინ არის ყველაფრით კმაყოფილი და ბედ-ნიერი? სამწუხაროდ, თუ ჩავუღრმავდებით საკუთარ ცხოვრებას, აღმოვაჩენთ, რომ სააქაოს არაფერია სიკეთის მომცემი, დედამიწაზე მყარი დასაყრდენი არ არსებობს, აქ არაფერია მუდმივი (1 კორ. 7,31. იოან. 2,17), ბოლოსდაბოლოს, ყველაფერი ხომ სიკვდილის ხელით სწორდება. აქედან გამოვიტანოთ დასკვნა, მიწიერი ჩვენ არ გვეკუ-თვნის, იგი წარმავალია და არ უნდა მივეჯაჭვოთ მას. ამ სწრაფლ-წარმავალი განცხრომისთვის კი არ ვართ შექმნილნი, არამედ-მარადი-ული ცხოვრებისათვის. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ამქვეყნიური ცხოვრება სავსეა საზრუნავითა და მწუხარებით; მას არავისთვის მოაქვს სრული ბედ-ნიერება, პირიქით, წუთისოფელი ცრუ და ბოროტია. მარტო ქორწი-ნების გარეშე მყოფნი თუ გადალახავენ ამ საშინელ გზას, ხოლო სხვები, ვისაც ქორწინების უღელი ადგას, ჩვეულებრივ, ჩაფლულნი არიან საოჯახო საქმეებში, ოჯახზე ზრუნავენ, იტანჯებიან მეზობლე-ბთან კამათითა და ჩხუბით, შეჭირვებულები არიან სასამართლო-ებითა და დავით. ყოველ დღე ერთნაირად უსიამოვნების მომტანია, როგორც გვირგვინოსანთა, ასევე მდაბიოთათვის. ღამით დღის განმავლობაში მომხდარზე ფიქრი არ გვასვენებს, სიზმარში კი-ეშმაკის საცდური. ყოველივე ადამიანური აღელვებულ ზღვას წააგავს, რომე-ლშიც ვიხრჩობით, ვიძირებით, თუმც წყალწაღებულებივით ხავსზე მოჭიდებას ვცდილობთ; თავად ქარიშხალზე მეტად ვაღელვებთ ერთმანეთს და თითქოს წყლის მორევში ვტრიალებთ. ერთი მიწას ამუშავებს, მეორეს იმის წართმევა სურს თანამოძმისათვის, რაც თა-ვად არ მიუცია, ზოგი ვალს უკან აღარ აბრუნებს, ზოგი კი ვერ ძღება ვერცხლისმოყვარეობის გამო. ზოგს ხალხის ნდობა აქვს დაკარგული, ერთნი ჭმუნავენ იმის გამო, რომ არაფერი გააჩნიათ, მეორეთ კი ყველაფერი აქვთ და არაფერი ახარებთ. ზოგიერთი მოკვდავი ღარიბ-ღატაკს აყვედრის, მდიდარს კი ფიანდაზად ეგება. ძალაუფლების მქონენი ამპარტავნებით იტანჯებიან, ადამიანები ხშირად ეჩხუბებიან ერთმანეთს, კლავენ, ძარცვავენ, ერთმანეთს აწამებენ, ამქვეყნად სიც-რუე ბატონობს, სიყვარული კი დამცრობილია. ჭეშმარიტებამ მიატოვა დედამიწა, სიცრუე და ცბიერება შეუღლდა; ქვეყანას ანგარებიანი ხალხი მართავს; აი, ყველაფერი ის, რაც მიწაზე შეკრებილა." ამრიგად, ძმებო, ასეთია ცხოვრებისეული სინამდვილე, რომელსაც ასე ძალუმად ვებღაუჭებით! რა სიკეთეს უნდა ველოდეთ მისგან? რა კმაყოფილებას მოგვგვრის? ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, რომ წუთისო-ფელი ავის მომტანია, ზოგს ავადმყოფობას უვლენს, ზოგს უფრო მეტად სწყალობს და მისთვის მცირე ბედნიერებას გამოიმეტებს. ზოგიერთს თანამდებობას უბოძებს, რომელიც შურსა და ღვარძლს აღძრავს სხვების გულში და ეს საზრუნავი და დაკისრებული პასუ-ხისმგებლობა თანამდებობის პირს სიმშვიდეს აკარგვინებს. ზოგი-ერთს, სიმდიდრე ხვდება წილად, სამაგიეროდ, მის ოჯახში უბედუ-რება სუფევს. რატომ ვამბობთ ზოგიერთს? ბოლოს და ბოლოს ყოველი ჩვენთაგანი სიკეთისა და სიტკბოების ნაცვლად ამქვეყნად მხოლოდ მწუხარებასა და ტკივილს არ იმკის? ნუთუ ეს არის ჩვენი დანიშ-ნულება? ამ მწუხარებისა და სიმწარისათვის გაგვაჩინა უფალმა? არა, ძმებო, წუთისოფელზე მსჯელობისას მიხვდებით, რომ ჩვენი მშობ-ლიური საცხოვრისი არა დედამიწა, არამედ ის ზეცაა, მშობლიური მამული, საიდანაც ცოდვების გამო განვიდევნეთ. მხოლოდ ზეციურ სასუფეველში მოვიპოვებთ ჭეშმარიტ ბედნიერებას და სიმშვიდეს. გავითვალისწინოთ ზემოთქმული და უპირველესად სულზე ვიზრუ-ნოთ, რომელიც უკვდავია, საკუთარი თავი გავამდიდროთ იმ კეთი-ლი საქმით, რაც საიქიოს წაგვყვება და მარად გვახსოვდეს, მხოლოდ ზეცაშია ნეტარება. ამინ.
უკან დაბრუნება |