მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > ვაჭარს, რომელსაც "ღმერთი არ უსმენს" - წმიდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩი

ვაჭარს, რომელსაც "ღმერთი არ უსმენს" - წმიდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩი


18-03-2016, 00:00
ვაჭარს, რომელსაც "ღმერთი არ უსმენს" - წმიდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩი
  გული გტკივა, რომ ღმერთი შენს ლოცვებს არ ისმენს... მრავალი განსაცდელისას ევედრე უფალს, მაგრამ მან არცერთისაგან არ გიხ­სნა! როგორ თუ არ გიხსნა, მაოცებ, როცა ის უბედურებანი შენ გადაიტანე და არა მათ შენ? ნება მომეცი გკითხო: შენ კი უსმენ ღმერთს? ორივე აღთქ­მაში, ძველშიცა და ახა­ლ­შიც, უზენაესმა აღუთ­ქვა ადამიანებს მათი იმ პირობით ისმინოს, რომ ისინი ისმენენ მისას. გესმის შენ ღმერ­თის, როცა გსურს, რომ მან შენ გისმინოს? ასრულებ საღმრთო სჯულის კანონებს და იცავ მის დადგენილებებს? თუ ამას არ აკეთებ, მაშინ უცნაურია შენი მოთხოვნა, რომ უფალმა შენი ისმინოს და სათხოვარი აგისრულოს.
   ღმერთი მიწაზე დაეშვა და ფეხი დაბანა მათ, ვისაც უყვარდა იგი. შემოქმედის უდიდესი სიხარულია უსმინოს თავის გამგონე შვილებს. უფალი ყოველთვის ისმენდა მოსეს, აბრაამისა და იაკობის ლოცვებს და ბუნებრივი თუ ზებუნებრივი ძალის საშუალებით წყალობას მოჰფენდა მათ. თუკი მან არ ისურვა ესმინა ჩემი და შენი ლოცვების, ეს იმიტომ, რომ ჩენ არ ვისურვეთ გვესმინა მისი, ან იმიტომ, რომ ჩვენი ლოცვები არასწორი იყო. ესაიას პირით უფალი ამბობს: "ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ არ ვისმენ" (ეს. 1, 15) შემდეგ: "თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ" (ეს. 1, 19). ამგვარად, უფალი შეისმენს ჩვენსას, როცა ჩვენ ვისმენთ მისას და არ გვისმენს, როცა არ ვისმენთ მისას. ამასთან, არ გვისმენს, როცა ვითხოვთ რაიმეს ბოროტსა და უგუნურს. იაკობ და იოანე მოციქულებმა ერთხელ უფალს სთხოვეს ცეცხლი გადმოეშვა იმ დასახლებაზე, რომელსაც არ სურდა მათთვის ღამის გასათევი მიეცა, მაგრამ უფალი მოუბრუნდა მათ და აუკრძალა ეს, არათუ არ ისმინა მათი, არამედ დასაჯა ისინი. შენც გაიხსენე, იყო კი შენი ლოცვები ადამიანისათვის ღირსეული და ღმრთისადმი სათნო? კიდევ ერთი, რატომ ლოცულობ მხოლოდ განსაცდელის ჟამს? ამით თავს იმცირებ და შენს უფალს შეურაცხყოფ. ჩვენს შემოქმედს სურს, რომ ჩვენ განუწყვეტლივ ვგრძნობდეთ მის არსებობას და მუდმივად ლოცვით მიმართავდეთ - "მოუკლებელად ილოცევდით" (1 თეს. 5. 17). ქრისტემ უფლება გვიბოძა მის მამას ჩვენი მამა ვუწოდეთ. რა უნდა იყოს ამაზე უტკბილესი? რა უნდა იყოს ბავშვისათვის საკუთარ მშობლებთან ყოფნაზე? მაშ, ჩვენც შევეცადოთ გულით, აზრებითა და ლოც­ვებით ახლოს ვიდგეთ ჩვენს ზეციერ მამასთან. ჩვენი ლოცვები სიხარულისა და წარმატების ჟამს თითქოს  გარკვეული ლოცვითი კაპიტალია, რომელსაც მეტი სარგებელი მოაქვს იწროებისა და წუხილის დღეებში, ვიდრე უეცარ ლოცვას მაშინ, როცა ეს დღეები დგება.
ღმერთმა მშვიდობა მოგანიჭოს!
 
 
წმ. ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი) 
Xareba.net - ის რედაქცია 
 
   

უკან დაბრუნება