მთავარი > წმიდათა ცხოვრება > სალოსთა მიმართ

სალოსთა მიმართ


9-06-2014, 00:01

სალოსთა მიმართ

 

ღირსი მამა კირილე სასწაულმოქმედის მოსახსენიებლად

 

   ღირსი მამა კირილე ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ვერ იტანდა, როცა ხალხისაგან პატივსა და დიდებას გრძნობდა და ამიტომ თავს სალოსობა იდო. როდესაც მონასტრის წინამძღვარმა მისი საქციელი იხილა, გადაწყვიტა კირილე გადაერწმუნებინა, რათა მას უარი ეთქვა ესოდენ მძიმე ღვაწლზე. იგი მუდამ მძიმე სასჯელს ადებდა ბერს. რამდენიმე დღით მარტო ტოვებდა და მხოლოდ პურისა და წყლის მიღების საშუალებას აძლევდა, აკისრებდა ყველაზე მძიმე სამუშაოს. კირილე ყველაფერს მორჩილად აკეთებდა და თავის კეთილ ღვაწლს ფარავდა. რა იყო ის ღვაწლი, რომელიც მამა კირილემ იტვირთა და რას ნიშნავს ღვთისათვის სალოსობა?

   სალოსობა არის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და მძიმე ღვაწლი, მათ შორის, რაც კი უფლის სიყვარულის გამო უტვირთავთ წმინდა-ნებს. წარმოიდგინეთ, რამდენი ძალისხმევაა საჭირო თვითუარყო-ფისათვის, რა აღმატებული მოთმინება ადამიანთაგან შეურაცხყოფის დათმენისთვის, დამცირებისათვის, რასაც თან ერთვის შიმშილი, წყურვილი, უსახლკარო, მიუსაფარი ცხოვრება! კიდევ უარესი: წმინდა სალოსობისთვის საჭირო იყო განსაკუთრებული სიბრძნე, რათა ისე დაგემცირებინა თავი, ისე შეგელახა სახელი, რათა საკუთარი დამ-ცირება ღვთის სადიდებლად წარგემართა, რომ სასაცილოსა და უაზრობაში არაფერი დაგეშვა ისეთი, სხვისთვის საცდური რომ გამხდარიყო, გახელებაში კი-არაფერი ყოფილიყო უსამართლო და ადამიანთა შეურაცხმყოფელი. მართლაც, ეს არის გზა-გარდამეტე-ბულად საშიში და მძიმე. როდესაც გარეგნულად ისე ცხოვრობ, როგორც ყველაზე მდაბალი და დამცირებული, ძნელია, მოახერხო და ყველას სიყვარული დაიმსახურო; როდესაც უსამართლოდ ისმენ დამ-ცირებას, ლანძღვას და ამას მხოლოდ უფლის სიყვარულის გამო ითმენ, ძნელია, გადაურჩე სულიერ ამპარტავნებას. ამგვარად, სალო-სობა არის მუდმივი, ნებაყოფლობითი ტანჯვა-წამება! ეს არის ბრძო-ლა საკუთარი თავის, სამყაროსა და ეშმაკის წინააღმდეგ. ეს არის ომი, ყველაზე სასტიკი და მძიმე.

   მაგრამ იქნება კი ჯილდო ამ ღვაწლისათვის? რაღა თქმა უნდა.

   ერთხელ, სუსხიან ზამთარში, წმინდა ბერი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი, სიცივისგან იყინებოდა და თითქმის სიკვდილის პირას მივიდა. მაგრამ მომაკვდავს სამოთხიდან მოვლენილი ანგელოზი გამოეცხადა და არაჩვეულებრივი ხილვა მოუვლინა, რაც ორი კვირა გრძელდებოდა. ამ პერიოდში წმინდა ანდრია სულიწმინდის მიერ მესამე ცამდე ამაღლდა, ჭვრეტდა სამოთხის მშვენიერებას და ისმენდა საოცარ სიტყვებს. მან იხილა საოცრად ბრწყინვალე კრეტსა-ბმელი და როდესაც ის აიწია, თავად ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხილვის ღირსიც შეიქმნა, თაყვანი სცა მას და ესაუბრა. აი, როგორი დიდებული საჩუქარი ელოდებათ ქრისტესთვის სალოსებს. დიდება უფალს, ყოვლადსაკვირველს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი II.  


უკან დაბრუნება