მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ავადმყოფთა მსახურების შესახებ
ავადმყოფთა მსახურების შესახებ7-06-2014, 00:01 |
თქმული მამა დანიელზე
ავადმყოფის მოვლა, მასზე ზრუნვა ან მისი ქრისტიანულად მომ-ზადება გარდაცვალებისათის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამქვეყნი-ური საქმეა. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ღვაწლი რთულია. მართლაც, რაოდენ ძნელია ავადმყოფის მოვლა? რა მძიმე საყურებელია ავად-მყოფის უძლურება, როგორი ასატანია ხედავდე მას სარეცელზე მიჯაჭვულს, ანდა უსმენდე გულისმომკვლელ ოხვრასა და კვნესას? მაგრამ რა ვქნათ, ხომ არ მივატოვებთ მათ ბედის ანაბრად? უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს და რათა ჩვენი მდგომარეობაც შევიმსუ-ბუქოთ, გვახსოვდეს, რომ იგივე განსაცდელი შესაძლებელია, ჩვენც გველოდება; გვახსოვდეს, რომ ავადმყოფზე ზრუნვას უფალი თავის მსახურებად ჩაგვითვლის, თავი წმინდანთა ცხოვრების მაგალითე-ბით გავიმხნევოთ და მივბაძოთ მათ. უკეთეს მაგალითებს სად ვი-პოვით? ერთხელ ამბა დანიელმა თავის თავს უთხრა: „უფლის წინაშე პირობას ვდებ, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე კეთროვანს მო-ვუვლი". მან ერთი კეთროვანი შეიფარა სენაკში და სხვებისაგან დაფარულად დაიწყო მასზე ზრუნვა. დანიელის თანამოძმეებმა არ იცოდნენ, რომ მათ სიახლოვეს კეთროვანი ცხოვრობდა, რადგან ამის შესახებ დანიელი არავის უმხელდა. მაგრამ ერთხელ, როდესაც მოწაფე იხმო, დაავიწყდა სენაკის კარის ჩარაზვა და მოსწავლემ იხილა ავადმყოფი, რომელსაც საშინელი წყლულებისაგან მთელი სხეული დაჩირქებული და დამპალი ჰქონდა. დანიელი საკუთარი ხელით კვებავდა მას, რადგან საბრალოს ხელები დალპობოდა. თითქოს ეს ცოტა იყო, უბედურეს პირიც ულპებოდა და მუდმივად უკან აფურთხებდა საკვებს. ხუცესი გადმოფურთხებულს იღებდა და თავად ჭამდა. როდესაც მოწაფემ ბერის ასეთი შემაძრწუნებელი ღვაწლი იხილა, ადიდა უფალი, რომელმაც მამა დანიელი საოცარი მოთმინებით აღჭურვა. ძმებო, როგორ არ უნდა შევიმოსოთ მოთმინებით, როგორ არ უნდა გაგვამხნევოს ასეთმა მაგალითმა-რამდენადაც რთული არ უნდა იყოს იგი? როდესაც ყოველივე ამას წარმოიდგენ, იფიქრებ: „განა ასე ვუვლი მე ჩემს ავადმყოფს?! განა ასეთ გაჭირვებას ვითმენ?" მაშინ ჩაცხრება შენი შფოთვა, გაგივლის მწუხარება და ავადმყოფის მოვლაც გაგიად-ვილდება. დიახ, ძმებო, წმინდანათა ბაძვა დიდებული საქმეა, მათში ყველაზე საუკეთესო ის არის, რომ იგი გვამშვიდებს, გვამხნევებს, გვასწავლის უფლისა და მოყვასის სიყვარულს არა სიტყვით, არამედ საქმით. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი II. უკან დაბრუნება |